• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! იგრძენით ხარისხი „ჯეოქსთან“ ერთად

April 5, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

მშობლობა რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. დაბადების მომენტიდან მნიშვნელოვანია ბავშვთან მიდგომა და მასთან დამოკიდებულება. ყველა მშობელს საუკეთესო სურს თავისი შვილისთვის და გარკვეულწილად თავად უნდა იყოს მაგალითი მისთვის. OK! გთავაზობთ ინტერვიუს ნიკოლოზ წულუკიძესა და გვანცა დარასელიასთან, რომლებმაც შვილებთან ურთიერთობის შესახებ გვიამბეს და მათი რჩეული ბრენდიც გაგვიზიარეს. როგორც აღმოჩნდა, გვანცაც და ნიკოლოზიც „ჯეოქსის“ აქტიური მომხმარებლები არიან, რის შესახებაც ინტერვიუში უფრო ვრცლად წაიკითხავთ.

ნიკა წულუკიძე

 

 

ბატონო ნიკა, თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობაზე მოგვიყევით. რას ასწავლით სესილიას ყველაზე ხშირად?

მოგეხსენებათ, ჩვენი რეალობა გაჯეტებმა, სოციალურმა ქსელებმა, თამაშებმა მოიცვა დიდწილად. მიუხედავად იმისა, რომ სესილიას არ აქვს არც ფეისბუქი, არც ინსტაგრამი და არც ტიკტოკი, მაინც ძალიან ძნელია აკონტროლო მისი ურთიერთობა კომპიუტერსა და სხვადასხვა თამაშთან. ამიტომ ვცდილობ ისეთი შემეცნებითი იყოს ჩვენი დიალოგები, რომ სხვა რამეებით დაინტერესდეს. ეს, რასაკვირველია, არ უნდა ჰგავდეს იძულებით „გამოგლეჯილ“ ტელეფონს.

ძალიან პატარა ასაკიდან, 4-5 წლიდან დამყავდა გადაღებებზე და ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორთან მეგობრობდა. არცერთ ტურს მის გარეშე არ ჩაუვლია, ამიტომ მთელი საქართველო, ყველა კუთხე მოვლილი აქვს, ერთადერთი თუშეთი დარჩა და ამასაც აუცილებლად მოინახულებს. შესაბამისად, მეც და სესილიაც ძალიან ამაყები ვართ ამით. ახლა უკვე 10 წლის ხდება და უფრო სხვა შეხედულებები აქვს, ასაკის მატებასთან ერთად მისი დამოკიდებულებებიც იცვლება ყველაფრის მიმართ. მე მასთან ყოველთვის ისე ვსაუბრობდი, როგორც თანატოლსა და თანაბარუფლებიან ადამიანთან.

ვცდილობ თავად ვიყო მისი მაგალითი. ძალიან რთულია ბავშვს მიუთითო, წაიკითხოს წიგნი და ისიც სიხარულით დაგთანხმდეს – ამის მაგალითი თავად მშობელი უნდა იყოს, უნდა ხედავდეს, რომ ისიც კითხულობს.

შესაბამისად, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია შვილთან ურთიერთობა, სულ უნდა გეცალოს მისთვის, რაც საკმაოდ რთულია, თუმცა აუცილებელია ბალანსის დაცვა.

ყველაფერთან ერთად მე და სესილია ვმეგობრობთ, გვაქვს საიდუმლოებები, ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ჩვენია. ვცდილობ მე ვიყო მისი უპირობო მხარდამჭერი მის გადაწყვეტილებებში, ვცე პატივი. რეალურად ეს ძალიან რთულია, რადგან მშობლებს უნდათ ისეთი შვილები, როგორებიც მათ სურთ. უჭირთ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში. რეალურად ვერ შეცვლი მას, სანამ პატარაა, გაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ მოზრდილ ასაკში ვალდებული ხარ, პატივი სცე მის სურვილებს, ქმედებებს, არჩევანს.

რისი კეთება გიყვართ ერთად?

ერთად ბევრი რამის კეთება გვიყვარს, როგორც გითხარით, ერთად ბევრს ვმოგზაურობთ და ვათვალიერებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ასევე სხვადასხვა თამაში გვიყვარს, მეც ვცდილობ არ ჩამოვრჩე. ხშირად ბანქოსაც ვთამაშობთ. გვიყვარს სხვადასხვა საკითხზე საუბარი, წიგნების წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

 

ბატონო ნიკა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ხარისხს?

ხარისხი ყველაფერში უმთავრესია. მით უფრო ისეთ საკითხებში, რაც ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგი ხარისხის ფეხსაცმელი, რადგან მოგეხსენებათ, უამრავი დაავადება იჩენს თავს სწორედ ფეხიდან. ამიტომ არჩევანს „ჯეოქსის“ ფეხსაცმელზე ხშირად ვაჩერებ. და არამარტო, ამ ბრენდის ქურთუკიც მაქვს, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ.

მინდა აღვნიშნო, რომ თუ ადამიანს სურს, რომ საკუთარ თავს პატივი სცეს, პირველ რიგში, ფეხსცმელს უნდა მიაქციოს ყურადღება. შესაბამისად, „ჯეოქსი“ იდეალური არჩევანია ნებისმიერი სეზონისთვის, თუ გინდა, რომ ფეხი კომფორტულად გქონდეს.

 

 

გვანცა დარასელია

 

 

გვანცა, თქვენი და თქვენი შვილების ურთიერთობაზე მოგვიყევით. რას ნიშნავს იყო დედა და როგორია თქვენი მათთან მიდგომა?

იყო დედა, არის ნამდვილი სასწაული. მართლა სუპერგმირად ვიგრძენი თავი, როცა ბავშვი გავაჩინე. ჩემი ცხოვრება შვილების ხაზით მიდის, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემს მთლიან დროს მათ ვუთმობ. ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრინციპებია ნდობა, გულწრფელობა და პიროვნების პატივისცემა, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ის – ბავშვებსაც ზუსტად ისევე აქვთ საკუთარი აზრი, გადაწყვეტილებები, გეგმები, ემოციები, როგორც ჩვენ, უფროსებს. ვცდილობ მეგობრული მიდგომა მქონდეს და დავეხმარო, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება და აღმოაჩინონ, რისი კეთება გააბედნიერებთ ყველაზე მეტად.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რაც შვილს უნდა ასწავლო?

შვილს უნდა ასწავლო უამრავი რამ, რაც მას ცხოვრებაში გამოადგება, მაგრამ უმთავრესია მაგალითი მისცე, პირველ რიგში, ადამიანობის, თანაგრძნობის, შრომისმოყვარეობისა და სიყვარულის.

რისი კეთება გიყვართ ერთად?

კინოში და შოპინგზე სიარული, ველოსიპედით სეირნობა, სასუსნავების მომარაგება და ნეთფლიქსის ყურება, მოგზაურობა.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხარისხი?

როგორც თქვენი, ასევე ბავშვების შემთხვევაში, ხარისხი ყველაფერში მნიშვნელოვანია. ამის მაგალითიც ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის. მაგალითად, მთავარია როგორი ურთიერთობა გვაქვს შვილთან, და არა რამდენ ხანს ვართ ბავშვთან დღის განმავლობაში. მთავარია როგორ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, ან დავალებას და არა, უბრალოდ, მივდიოდეთ სამსახურში ან ვესწრებოდეთ გაკვეთილს.

რამდენად აქტიურად იყენებთ „ჯეოქსის“ პროდუქციას?

ფეხსაცმელში ხარისხი გადამწყვეტია! რომ ვაკვირდები, ოჯახს „ჯეოქსის“ ფეხსაცმელებით ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაგვიდგამს, კომფორტულად გვიგრძნია თავი ხანგრძლივ მოგზაურობაშიც და ყოველდღიურობაშიც.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: გამოიცანი ვარსკვლავი ბავშვობის ფოტოთი

#OK! ტესტი: გამოიცანი ვარსკვლავი ბავშვობის ფოტოთი

July 3, 2022
#OK! ფიდელი – როცა წარსულის ნივთები დროში ავთენტურ სიახლედ ტრანსფორმირდება

#OK! ფიდელი – როცა წარსულის ნივთები დროში ავთენტურ სიახლედ ტრანსფორმირდება

October 10, 2023
#OK! ჯასტინ ბიბერს ახალი ვარცხნილობის გამო აკრიტიკებენ

#OK! ჯასტინ ბიბერს ახალი ვარცხნილობის გამო აკრიტიკებენ

April 27, 2021
#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის 1350 ფუნტის ღირებულების კაბით!

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის 1350 ფუნტის ღირებულების კაბით!

July 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 10, 2026
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები