• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იღბალია ყველაფერი – პაატა ბურჭულაძე

May 6, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წელს 70 წელი შეუსრულდა. მის ცხოვრებაში იყო დიდი წარმატება, აპლოდისმენტები და დამსახურებული აღიარება. ეს გზა იოლი არ ყოფილა. ამბობს, რომ არა იღბალი, ერთი მოლხენის მოყვარული მშენებელი იქნებოდა. პაატა ბურჭულაძის შემოქმედებითი გზა.

პაატა ბურჭულაძე: ეს 70 წელი იყო ძალიან საინტერესო და ახლა რომ ვიწყებდე თავიდან, არავითარ შემთხვევაში არ შევცვლიდი არაფერს. არც წლების მოკლება მინდა – ყველაზე კარგ ასაკში ვარ ახლა. იყო შეცდომებიც, ამის გარეშე არ გამოდის. სწორედ შეცდომები გასწავლის და გზრდის. არ იყო იოლი ეს გზა, მაგრამ სირთულეშია სწორედ ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ აქამდე მოვედი ზუსტად ისე, როგორც მოვედი. ბევრი რამეა, რაც არასწორად გავაკეთე ცხოვრებაში, მაგრამ არაფერს ვნანობ. ტყუილად არაფერი ხდება ცხოვრებაში.

 

 

 

 

სცენა

არასოდეს მინდოდა მომღერლობა და კონსერვატორიაში ჩემი მშობლების ხათრით ჩავაბარე. ასევე დავამთავრე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტი. სცენაზე სიმღერის სიყვარულის გამო გავედი. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მეფისტოფელის პარტია ვიმღერე და ტაში რომ დავიმსახურე, ძალიან მომეწონა. ვინც ერთხელ მაინც მიიღო სცენაზე მაყურებლის ტაში, ის ამას ვერასოდეს შეელევა. მაშინ გადაწყდა ჩემი ბედიც.

 

იღბალი

ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ვერც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლუჩანო პავაროტის გვერდით ვიმღერებდი. მერე კარაიანმა დამიძახა და ვმღეროდი ყველა მის დადგმაში, სადაც კი ბანის პარტია იყო.

იღბალია ყველაფერი. იქ, სადღაც დაწერილი რომ არის შენი ბიოგრაფია, იმას ვერ გაექცევი. ჩაიკოვსკის კონკურსზე ჟიურის წევრი იყო გვარად რობერტსონი, რომელმაც თავის მეგობარ იმპრესარიოს ლონდონში მისწერა – ახალგაზრდა ბანია აქ, უნდა მოუსმინოო. იმასაც არ დაეზარა და გოსკონცერტს მოსწერა, ამ ბიჭის ჩანაწერი მომეცითო. გაუგზავნეს ჩემი ნამღერი რომელიღაც არია. მიმიწვიეს ლონდონში, „კოვენ გარდენში“ მოსმენაზე. აქაც გამიმართლა – შემდეგ წელს თავისუფალი იყო ბანის პარტია „აიდაში“, სადაც მღეროდა პავაროტი. ასეთი რამეები მხოლოდ ზღაპარში ხდება, მაგრამ მოხდა. ასე აღმოვჩნდი პავაროტის და კატია რიჩელის გვერდით, ამ ვარსკვლავების გვერდით ვიღაც ახალგაზრდა ბანი მღერის ომახიანადო და მომაქციეს ყურადღება. მერე კარიანმა დაწერა – პაატა ბურჭულაძე მეორე შალიაპინიაო და წავიდა და წავიდა. ესაა იღბალი. თავიდან „აიდაზე“ არ მიშვებდნენ, მიზეზად გოსკონცერტმა ცოტა თანხის გადახდა დაასახელა. ვინ გადაიხდიდა მაშინ ჩემში ბევრ ფულს, არავინ არ მიცნობდა.იმ დროს საქართველოს კულტურის მინისტრი იყო საოცარი პიროვნება, ოთარ თაქთაქიშვილი. მივედი მასთან და მოვუყევი ამბავი. მაშინვე დარეკა მოსკოვში და უთხრა, ჩვენ გადავიხდით დანარჩენ თანხასო. მისი დამსახურებაა, მე რომ იქ წავედი.

მე რომ იმ სპექტაკლში არ მიმეღო მონაწილეობა, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წავიდოდა. კარგი მოქეიფე ბიჭი ვიყავი, სიმღერა და სუფრასთან ჯდომა მიყვარდა. ავაშენებდი სახლებს და ვიქნებოდი მოლხენაში.

 

 

 

 

მწვერვალზე

ძალიან რთულია ოპერის მომღერლის რეჟიმი. მუშაობ, როცა ყველა ისვენებს და ისვენებ, როცა ყველა მუშაობს. სცენაზე რომ გამოდიხარ, არავის აინტერესებს, ავად ხარ თუ კარგად, გამოუძინებელი ხარ თუ უხასიათოდ. მაყურებელი ელის უშეცდომო შესრულებას და ვალდებული ხარ, გაამართლო მისი მოლოდინი. მუდმივად მზად უნდა იყო, რომ მაქსიმუმი აჩვენო. ეს ძალიან რთულია. ყველა სცენაზე გამოსვლა არის ნერვიულობა. როცა სცენაზე გასვლის წინ ღელავ, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ არ ღელავ, რაღაცაშია საქმე. ვნერვიულობ მხოლოდ მაშინ, როცა არ ვღელავ სცენაზე გასვლის წინ. ეს ის ღელვაა, რომელიც გეხმარება, კონცენტრირდე. ყველას ჰგონია, რომ არტისტისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის ტაში – არა. ყველაზე დიდი საჩუქარია, როცა სიმღერის დროს მთელი დარბაზი გარინდებულია და სჯერა შენი. ეს არის ყველაფერი არტისტისთვის.

ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან კარგად მიმღერია. მაგრამ სულ მქონდა შეგრძნება, რომ უფრო უკეთაც შემიძლია. არასდროს არ უნდა თქვა, აი, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და მორჩა. არ არსებობს, რომ ერთი და იგივე სპექტაკლი ერთნაირად იმღერო. ყველა ჯერზე რაღაც ახალს პოულობ. ახლაც კი ვერ ვიტყვი, რომ უკვე ყველაფერი ვიცი. ყოველი სცენაზე გამოსვლის წინ ვსწავლობ, როგორ გამოვიდე სცენაზე.

მწვერვალზე ასვლა იმდენად რთული არაა, რამდენადაც იქ შეჩერება. ყველას თავისი მწვერვალი აქვს. როცა ადიხარ, უნდა იგრძნო, რომ ესაა მწვერვალი და მერე ბევრი უნდა იშრომო, რომ დარჩე. არაა ეს იოლი, მგონია, შევძელი დიდხანს დგომა.

 

 

გადაფასება

ცხოვრებაში მთავარია, ღირსება და საკუთარი თავის პატივისცემა არ დაკარგო. რაც არ უნდა მოაჩვენო სხვებს თავი, როცა მარტო რჩები, ხომ ზუსტად იცი, ვინ ხარ. მქონია შემთხვევა, როცა ადამიანთან ისე შევრცხვი, მინდოდა ამომძვრალიყავი სხეულიდან და წავსულიყავი. ამას შველის მხოლოდ ერთი რამ – მონანიება, მისვლა და ბოდიშის მოხდა, იმისთვის, რომ სული დაიწყნარო.

მე სულ ვიცოდი, რომ კარიერა ოდესღაც უნდა მორჩეს. უცებ არ დამისრულებია. ახლაც მაქვს სპექტაკლები, მაგრამ ბუნებრივია, იმ დატვირთვით არა, როგორც ადრე. ცოტა ხნის წინ ბარსელონადან დავბრუნდი, საბერძნეთსა და იტალიაშია დაგეგმილი სპექტაკლები. უცებ მოწყვეტა სცენიდან ძალიან ძნელი იქნებოდა. დღეს მყავს მოწაფეები, ახალგაზრდა მომღერლებს ვეხმარები, როგორც შემიძლია. ჯერ კიდევ ვმღერი.

დრო ცვლის ადამიანს, წლების განმავლობაში ხდება რაღაცების გადაფასება. რა შეიცვალა? გეტყვით, რა არ შეიცვალა – ქვეყნის ბედზე დარდი. დეკემბერში სამი კონცერტი გადავდე იტალიაში, რომ თბილისში რუსთაველზე ვმდგარიყავი ჩემს ხალხთან ერთად. დღეს აქ წყდება ქვეყნის ბედი.

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ლოკაცია: TRIPLEX STUDIO

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე
Fashion

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები