• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ღვინოს ქმნის ხარება – ხარისხიანი ღვინის ფართო არჩევანი

June 4, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„მეღვინეობა ხარება“ უკვე მრავალი წელია აგრძელებს გემოებისა და არომატების ახალი და ხარისხიანი არჩევანის შემოთავაზებას. ის ამ ეტაპზე  50-ზე მეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს. მის ასორტიმენტში მოიპოვება როგორც ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული, ისე ქვევრისა და კასრში დავარგების მეთოდით დაყენებული ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარება“ ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში ისეთი იშვიათი ქართული ჯიშების გაშენებასა და განვითარებას, როგორიც არის კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ღვინო ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის.

„მეღვინეობა ხარებას“ ჯგუფის დაარსებისა და განვითარების საინტერესო ისტორიას კომპანიის მთავარი მეღვინე და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კუბლაშვილი გვიყვება.

 

„მეღვინეობა ხარებას“ შექმნის ისტორია

„მეღვინეობა ხარება“ 1995 წელს დაარსდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ვენახები შეეძინათ კახეთის რეგიონში, ასევე ღვინის მარანი სოფელ ვაჩნაძიანში. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპანიის განვითარება. დღეს „მეღვინეობა ხარება“  მოიცავს 1500 ჰექტარ ვენახს, 4 მოქმედ ღვინის მარანსა და 2 მიმდინარე ახალ პროექტს.

ვენახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. გვაქვს შესაძლებლობა ტერუარებზე ხელით დავკრიფოთ ყურძენი მაშინ, როდესაც ინდუსტრიული დანიშნულების ვენახებში შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე საკრეფი მანქანები.

ჩვენი მარნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით იმისათვის, რომ ყოველწლიურად ვიმუშაოთ ხარისხის ამაღლებასა და ასევე, ხარისხის შენარჩუნებაზე.

 

 

გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტზე…

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 50-ზე მეტი სახეობის ღვინოს. კომპანიის ასორტიმენტი 10 კლასიკური ხაზის ღვინოს, 7 ადგილწარმოშობის, 10 ქვევრში დავარგებულს, 15-ზე მეტ ჯიშურ და 5 სახეობის საბაზისო ღვინოს მოიცავს. ასევე, კომპანია აწარმოებს ცქრიალა ღვინოს, ღვინის ბრენდს, ჭაჭას, თაფლს, წიპწისა და სელის ზეთს.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ნაკვეთებიდან მიღებული ყურძნით ვაწარმოოთ ისეთი დონის ღვინოები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს კომპანიას არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.  ჩვენი ღვინო ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს კომპანიამ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა და ევროპის ქვეყნების დიდი წილის ათვისება შეძლო, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთი და გერმანია. გარდა ამისა, აზიის ღვინის ბაზარი – თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ წილი ქართული ღვინის კატეგორიაში არის 9%.

„მეღვინეობა ხარებას“ საფირმო მაღაზიები წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 12 მაღაზია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, მცხეთა, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, თერჯოლა, სტეფანწმინდა და ყვარელი. ამას გარდა, აქტიურად ფუნქციონირებს კომპანიის ონლაინმაღაზია, რომელიც ორიენტირებულია შეკვეთის მაქსიმალურად სწრაფ მიწოდებაზე.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც გამოგარჩევთ სხვებისგან?

უპირველესად, ეს არის თანამედროვე მიდგომები. კომპანია დაკომპლექტებულია თანამედროვე პროფესიონალებით, როგორც  მევენახეებით, ასევე მეღვინეებით. ჩვენ გვყავს გუნდში საერთაშორისო დონის სპეციალისტები, მოწვეული კონსულტანტები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან. სწორედ ისინი გვეხმარებიან თანამედროვე მიდგომების დანერგვაში.

 

სამომავლო გეგმები

რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ ყვარლის ღვინის გვირაბი, რომელიც ძალიან ცნობილი და უდიდესი ღვინის საცავია რეგიონში. გვირაბში ვაძველებთ მაღალი კლასის ღვინოებს, წლის მანძილზე ვმასპინძლობთ 100 000-მდე ტურისტს. კომპანიას აღებული აქვს დაახლოებით 500-მდე საერთაშორისო ჯილდო. ყოველდღიურად ვზრუნავთ აღნიშნული კომპლექსის დახვეწასა და გაფართოებაზე, სამომავლოდ ყვარლის ღვინის გვირაბს დაამშვენებს თანამედროვე ტიპის სასტუმროც. ასევე, რაჭაში აშენდება საშუალო ზომის მარანი, ხოლო სოფელ საბუეში ღვინის ბრენდის წარმოება.

ჩვენ მუდმივად მზად ვართ შევთავაზოთ ღვინის მომხმარებლებს ახალი პროდუქტი, მივცეთ მეტი არჩევანის საშუალება და ამით ხაზი გავუსვათ ჩვენს სლოგანს „ღვინოს ქმნის ხარება“.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები