• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ – საერთაშორისო სტანდარტი და პროფესიონალთა გუნდი

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელი გახდა ევროპული ტიპის სწავლებაზე გადასვლა და ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკური ცენტრის შექმნა. „გრუნივერსი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტის სერვისს – სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს. ეს არის

განსაკუთრებულად თბილი, ფერადი და მყუდრო გარემო, სადაც პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.  აღსანიშნავია, რომ კლინიკა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტით და მორგებულია ნებისმიერ სპეციფიკურ სეგმენტზე, როგორიც არის მაგალითად, შშმ-პირებისთვის გათვლილი დეტალები და კომფორტი. უფრო ვრცლად კლინიკური ცენტრის შესახებ ჟურნალი OK! ესაუბრა „გრუნივერსის“ ხელმძღვანელ ნინო წილოსანს, უნივერსიტეტის კანცლერ გიორგი თავხელიძესა და შრომის უსაფრთხოების ინსპექტორ თამარ ციხისელს.

 

უპირველესად, გაგვაცანით კლინიკა „გრუნივერსი“.

(პროფ. ნინო წილოსანი, კლინიკის ხელმძღვანელი):  „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 30 წელზე მეტია არსებობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ის შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი). 1995 წელს უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიის ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-სატრენაჟორო სისტემა კომპიუტერული უზრუნველყოფით. სტომატოლოგიის სკოლის საუნივერსიტეტო კლინიკა, დაფუძნებისთანავე, აღჭურვილი იყო იმ დროისთვის ინოვაციური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, თუმცა დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დადგა.

სტომატოლოგია მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, ხოლო სამედიცინო განათლებაში, ბოლო წლებში, გაჩნდა ახალი მიდგომები და ტენდენციები, რაც სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციას მოითხოვდა; აუცილებელი გახდა ევროპული ტიპის სწავლებაზე გადასვლა. სწორედ ასე შეიქმნა სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ ამა წლის 31 ოქტომბერს.

 

 

ეს ის აკადემიური სივრცეა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება (სტუდენტური ბაზა და კომერციული კლინიკა) და სადაც გრუნის (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) აკადემიური პერსონალი (პროფესურა, პედაგოგები) ახორციელებს  როგორც სასწავლო პროცესს, ასევე საექიმო საქმიანობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი როგორც პროფესურის, ისე სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით აქტივობაში მეტი ჩართულობისთვის. უნივერსიტეტის მისიაც ეს გახლავთ − დაიცვას და განავითაროს საკაცობრიო ცოდნა, შექმნას ახალი და გააზიაროს მეცნიერების შემდგომი განვითარებისთვის“.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს კლინიკა მომხმარებელს?

„გრუნივერსი“ წარმოადგენს თანამედროვე ტიპის კლინიკურ ცენტრს, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზარზე არსებული და ხელმისაწვდომი მოწინავე მაღალი ტექნოლოგიებით და რომელიც სთავაზობს პაციენტს მაღალი სტანდარტის სერვისს − სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს: პირის ღრუს ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობას, დაწყებული მარტივი კარიესიდან, დამთავრებული თანკბილვის ანომალიებით. აგრეთვე, ადენტიის (კბილის ან კბილების არარსებობა) მკურნალობას პროთეზირების სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის დენტალური იმლანტების გამოყენებით. პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით იგეგმება და ხორციელდება. „გრუნივერსში“ წარმატებით ვუმკლავდებით 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სტომატოლოგიურ პრობლემას − პაროდონტის დაავადებებს. კლინიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტებსაც სთავაზობს უსაფრთხო, უმტკივნეულო, მყუდრო და კომფორტულ გარემოში ნებისმიერი ტიპის სტომატოლოგიურ მომსახურებას.

 

როგორ მოახერხეთ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

(გიორგი თავხელიძე, უნივერსიტეტის კანცლერი): „რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს ჩვენთვის არ ყოფილა გამოწვევა, რადგან წლებია ჩვენი გუნდი კვალიფიციურ, მაღალი სტანდარტის სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს ჩვენს ერთგულ პაციენტებს, და, ამავდროულად, წარმატებით ართმევენ თავს მომავალი სტომატოლოგების აღზრდას. პრაქტიკოსი ექიმისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო კლინიკური გამოცდილება, არამედ მუდმივი პროფესიული განვითარება, რაც აკადემიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილიცაა“.

 

 

რა არის „გრუნივერსის“ ყველაზე დიდი გამოწვევა?

ჩვენ ორი გამოწვევის წინაშე ვართ: უმთავრესი გამოწვევა, რომელიც სამედიცინო განათლების განმახორციელებელ ინსტიტუციებს გვაერთიანებს, მედიცინის სკოლებში სწავლების ხარისხია და ეს პრობლემები გლობალურია. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სახელდება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მოდერნიზაცია, ხოლო ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია თანამედროვე სტანდარტზე მორგებული მაღალტექნოლოგიური აღჭურვის მქონე კლინიკური ბაზის გარეშე. ამდენად, ჩვენი აზრით, ახალი სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრის დაფუძნება სწორედ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას ემსახურება.

მოგეხსენებათ, პაციენტისთვის სტომატოლოგიური ჩარევა, უმეტესწილად, ასოცირებულია შიშთან, დისკომფორტთან და ტკივილის მოლოდინთან. მეორე და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლდათ კონცეპტუალურად განსხვავებული გარემოს შექმნა ჩვენი პაციენტებისთვის, ამიტომაც კლინიკის დაგეგმარებისას აქცენტი გავამახვილეთ ინტერიერის ისეთ დიზაინზე, რომელიც უზრუნველყოფდა არა ტიპური სამედიცინო დაწესებულების, არამედ თბილი, კომფორტული, განსხვავებული, ცოტათი სალონური სივრცის მოწყობას.

 

თქვენი აზრით, რა განასხვავებს კლინიკა „გრუნივერსს“ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

(თამარ ციხისელი, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი):  „აღნიშნული კლინიკა დაპროექტებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტით. იგი განსხვავდება იმ კლინიკებისაგან, რომლებიც დღემდე დამიპროექტებია და სტანდარტში მომიქცევია. ჩემს ბალანსზე მსგავსი პროექტი დაახლოებით 120-მდეა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტით მსგავსი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შშმ-პირებისათვის აღჭურვილი მხოლოდ აღნიშნული კლინიკაა. ეს არის ექსკლუზიური კლინიკა, რომლის მსგავსი, იმედს ვიტოვებ, კიდევ გაიხსნება, თუმცა დიდ შრომასა და გათვლებს საჭიროებს.

 

 

ექსკლუზივი მხოლოდ ტექნიკური ბაზა არ არის. აქ ყოველი დეტალი ურთიერთთანხვედრაშია კლინიკურ სექტორთან. ბევრ პროექტს ვაწყობ და ვაგეგმარებ 2019 წლიდან, მაგრამ გავიმეორებ და ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე გათვლილია, წუნდაუდებელია და მორგებულია ნებისმიერ სპეციფიკურ სეგმენტზე, როგორიც არის მაგალითად: შშმ-პირებისთვის გათვლილი დეტალები და კომფორტი, რათა მათ თავი იგრძნონ ისე, რომ ელემენტარული დისკომფორტი არ შეექმნათ; ინფექციური ნარჩენებისათვის სპეციალური დაცული ოთახი, რომელიც თითქმის შეხებაში არ არის კლინიკასთან.

ტექნიკური ოთახი, საიდანაც ძალიან ბევრი დეტალის გათვლით დაქსელილია მთელი კლინიკა და ნებისმიერი დამონტაჟებული ტექნიკის მართვაა შესაძლებელი. ასევე, ჰეპატოფილტრებიანი სავენტილაციო სისტემა, რომელიც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად ვამბობ, რომ ეს არის ექსკლუზიური კლინიკა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში. ვამაყობ, რომ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს წილად მხვდა პატივი, მიმეღო მონაწილეობა და გავმხდარიყავი მათი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში
Health & Beauty

#OK! NUXE Merveillance Lift – დღე და ღამე ერთ სრულყოფილ ფორმულაში

January 10, 2026
#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
Health & Beauty

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

#OK! კარა დელევინი Puma-სთვის! მოდელი ბრენდის ფერად კამპანიაში!

May 28, 2021
#OK! ქეითლინ ჯენერი კორტნი კარდაშიანმა ქორწილში არ დაპატიჟა – რამ გამოიწვია ვარსკვლავებს შორის უთანხმოება

#OK! ქეითლინ ჯენერი კორტნი კარდაშიანმა ქორწილში არ დაპატიჟა – რამ გამოიწვია ვარსკვლავებს შორის უთანხმოება

May 26, 2022
#OK! ბრიჯიტ ბარდოს დახვეწილი სტილი 13 ვინტაჟურ ფოტოში

#OK! ბრიჯიტ ბარდოს დახვეწილი სტილი 13 ვინტაჟურ ფოტოში

May 30, 2022
#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

#OK! ნინა წკრიალაშვილი 5 წლის შემდეგ გამოჩნდა!

December 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026
#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 11, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები