• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

OK! ვცდილობ, ყველა ჟანრის სიმღერა ისე შევასრულო, რომ მსმენელის გულამდე მივიდეს – გაიცანით Barbara Bell და ბენდი 4UP

February 1, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჩვენი დღევანდელი გმირი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი საზღვრებს გარეთ დაიწყო. მღერის იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია. მუსიკა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომელიც მსმენლის გულამდე მიდის. ეს ყველაფერი კი აძლევს უდიდეს მოტივაციას, აკეთოს ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ მომღერალ Barbara Bell-სა და მის ბენდს 4UP.

 

როდის გაჩნდა სიმღერა თქვენს ცხოვრებაში?

მუსიკოსების ოჯახში დავიბადე. რაც თავი მახსოვს, ჩემ გარშემო სულ სიმღერა ისმოდა. მუსიკის მიმართ თავიდანვე მქონდა სხვა დამოკიდებულება, ძალიან ახლო იყო ჩემთვის და მიყვარდა, თუმცა  სიმღერა 18 წლისამ დავიწყე. შემდეგ მივიღე შემოთავაზება საზღვრებს გარეთ და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ზოგადად მჯერა, რომ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.

სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა მუსიკალურმა გამოცდილებამ უფრო გამზარდა და მეტად თავდაჯერებული გამხადა. ის დღეები ძალიან კარგად მახსენდება, ეს იყო უდიდესი გამოცდილება, საინტერესო თავგადასავალი და დასამახსოვრებელი ემოციები. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინაც გამიმართლა და მყავდა ძალიან კარგი ბენდი, უკრაინელები იყვნენ და დღემდე ვინარჩუნებ მათთან კონტაქტს. ბოლოს მაინც საქართველოში ჩამოვედი და ახლა უკვე ჩემს ბენდთან ერთად ვაგრძელებ მუსიკალურ კარიერას.

 

გაგვაცანით ბენდი 4 UP…

Band 4UP ჩამოყალიბდა დაახლოებით 7 წლის წინ. მე და ჩემმა ბასისტმა მოვიფიქრეთ სახელი, როგორც მხიარულების შემომტანი ჯგუფი, რომლის მოსმენისას აუცილებლად მოგინდება წამოდგომა და ცეკვა.

ბენდის წევრები არიან მერაბ ჩიქოვანი (გიტარა), ვოვა გრიგორიანცი (ბასგიტარა) და ლუკა გოგელია (დრამი). ჩვენ ბენდი აღარ ვართ, ჩვენ ვართ ოჯახი. ძალიან ბევრი ბენდი შექმნილა და დაშლილა, მაგრამ ჩვენ კვლავ ერთად მოვდივართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, ეს კი უდიდესი კომფორტია სიმღერის დროს.

 

სად შეუძლია საზოგადოებას თქვენი მოსმენა?

6 წელია რესტორან „ასკანელის“ რეზიდენტები ვართ. თავდაპირველად მის გახსნაზე შევასრულეთ სიმღერები და ისეთი მოწონება დავიმსახურეთ, რომ დარჩენა შემოგვთავაზეს. საოცრად შინაურული გარემოა, ძალიან გვიყვარს „ასკანელში“ ყოფნა და სტუმრებს ისე ვიღებთ, როგორც სახლში მივიღებდით. ასევე, ჩვენი მოსმენა შესაძლებელია „რედისონში“ და, ვისაც იაპონური სამზარეულო მოსწონს, ყოველ პარასკევს „უმამიში“ გვსტუმრობს. გარდა ამისა, გვიწვევენ სხვადასხვა კორპორაციულ წვეულებებზე.

 

რა ჟანრის სიმღერებს ასრულებთ?

ყველა ჟანრის მაღალ დონეზე შესრულება ჩვენი ბენდის გამოწვევაა და მგონი ეს ძალიან კარგად გამოგვდის, რადგან სადაც უნდა წავიდეთ, ყოველთვის ყველა ასაკის მსმენელი ერთნაირად კმაყოფილია. პირადად მე კი ვცდილობ ყველა ჟანრი თავისებურ ხასიათში შევასრულო, ისე, რომ მსმენლის გულამდე მივიდეს.

 

 

ბათუმი არის ქალაქი…

სადაც ვიპოვე ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული. ასევე, ეს არის ქალაქი, სადაც ჩემი მუსიკალური კარიერა განვითარდა. ბათუმი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. თბილისთან შედარებით ნაკლებად ქაოსია, შესაბამისად, ნაკლებად ვიღლები და ყველაფერს უკეთესად ვასწრებ.

 

კარიერა და ოჯახი… რთულია ამ ყველაფრის შეთავსება?

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, თუმცა არც შეუძლებელია. მყავს პატარა შვილი ალექსანდრე, რომელსაც დედის მუდმივი ყურადღება სჭირდება. გამიმართლა, რომ მაქვს ისეთი პროფესია, რომელიც არ საჭიროებს ჩემს მთელი დღით სამსახურში ყოფნას. დღის განმავლობაში ვარ ბავშვთან, საღამოს კი მივდივარ და ვმღერი ჩემს ბენდთან ერთად. საკმაოდ დამღლელია, თუმცა მირჩევნია დავიღალო, ვიდრე უმოძრაოდ ვიყო. ყოველთვის ტონუსში ვარ, ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო და დრო სწორად გადავანაწილო.

 

თქვენი აზრით, რას მოაქვს წარმატება?

შრომასა და მიზანდასახულობას. ზოგადად, ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი  საუკეთესო თვისება. ყველგან მარტო მივდიოდი და არასდროს დამიხევია უკან. ჩემი შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და შევიძინე. ყველაზე დიდი  შენაძენი კი ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველდღე ვგრძნობ და  ამისთვის მადლიერი ვარ.

 

 

სამომავლო გეგმები…

წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს წელი განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის. სიახლეებს ყოველთვის ინსტაგრამის საშუალებით ვაცნობ მსმენელს. ვისაც დააინტერესებს, შეუძლია იქ გვადევნოს თვალი: IG Barbarabell_

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მინდია დუმბაძე

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე

#OK! ამბიციური გეგმებით, ლადო მიქელაძე ლენდმარკის განვითარების პერსპექტივაზე

December 29, 2025
#OK! 6 გამორჩეული ფილმი მოგზაურობაზე

#OK! 6 გამორჩეული ფილმი მოგზაურობაზე

August 7, 2021
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი: ვარსკვლავის მონოქრომული იმიჯი!

July 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 15, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

#OK! ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ამერიკის დატოვებას გეგმავს

February 16, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები