• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროგრესი სკოლა, რომელიც ქართულ და ამერიკულ განათლებას აკავშირებს

September 13, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ საქართველოს სამ ქალაქშია წარმოდგენილი, კერძოდ − თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მისი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შესთავაზოს მაღალ სტანდარტს მორგებული განათლება და მოამზადოს ისინი საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, რასაც მოწმობს ის ორმაგი საშუალო განათლების სასწავლო პროგრამა და დიპლომი, რომელსაც სკოლა გასცემს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „პროგრესის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინა ჩიკვაშვილს.

გვიამბეთ სკოლა „პროგრესის“ შექმნის ისტორია.

უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელისთვის, პრიორიტეტულია გამართული და უწყვეტი აკადემიური სწავლების ციკლი, სწავლის სტანდარტისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლება, ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის შენარჩუნება და გაძლიერება. სწორედ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა სკოლა „პროგრესის“ დაფუძნება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გვერდით გამოცდილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მიდგას.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომლის პირველი კამპუსი დაფუძნდა 2002 წელს ქ. ქუთაისში, ხოლო შემდგომ − ბათუმსა და თბილისში. მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი მისიაა!

ნოვატორული და თანამედროვე მიდგომა გვეხმარება, მოსწავლეებს მივცეთ განათლება და განვითარება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩვენი კურსდამთავრებული მზადაა ცხოვრების ნებისმიერი გამოწვევისთვის და მუდმივი განვითარებისთვის, რაც ანიჭებს მას კონკურენტულ უპირატესობას.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების College Board-ის მიერ, ასევე ამერიკული საერთაშორისო აკრედიტაციით Advanced-ის მიერ, რაც საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შევთავაზოთ და ვასწავლოთ AP (advanced placement) წინასაუნივერსიტეტო კურსი და გავცეთ ორმაგი ატესტატი − როგორც ქართული, (სახელმწიფო), ისე საერთაშორისო.

გაგვაცანით ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ საგანმანათლებლო შეთანხმებები.

2002 წლიდან ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესს“ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეთანხმებები თუ მემორანდუმები აქვს კოლეგა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა:

  • მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი სან დიეგოს Rolling Hills-ის სკოლასთან (კალიფორნია, აშშ);
  • NAIS-ის წევრობა (დამოუკიდებელი სკოლების საერთაშორისო ასოციაცია);
  • British Council-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და პარტნიორი დასავლეთ საქართველოში;
  • GOETHE-INSTITUT-ის პარტნიორი;
  • MIUNSTER უნივერსიტეტის პარტნიორი;
  • BADDENHAUSEN ევროპული სკოლის პარტნიორი;
  • დიდი ბრიტანეთის, ბრაიტონის საერთაშორისო სკოლის პარტნიორი და ექსკლუზიური სკოლის წარმომადგენელი საქართველოში;
  • საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC-ის პარტნიორი;
  • სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა 2017 წელს მიღებული აკრედიტაცია სააკრედიტაციო სააგენტო AdvancED-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი“ საქართველოში და ამიერკავკასიაში მეორეა, რომელმაც მიიღო AdvancED-ის ამერიკული აკრედიტაცია და უფლებამოსილია, გასცეს როგორც ქართული, ისე ამერიკული დიპლომი;
  • ყოველწლიურად, სამივე ქალაქიდან სკოლა „პროგრესს“ ჰყავს ამერიკის საბჭოს მიერ ორგანიზებული პროგრამა FLEX-ისა და ბრიტანეთის ბორდინგ-სკოლების HMC-ში გამარჯვებულები;
  • გაცვლითი სასწავლო პროგრამები და STEM პროფილური ბანაკები − ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში.

სკოლის ხედვაა განათლების მაღალი დონე, ორმაგი დიპლომი (სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები), მრავალფეროვანი გარემო, სწავლების განსხვავებული, ნოვატორული მიდგომები, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი და კარიერული განვითარების პროგრამები.

 

რა სახის გამოწვევები და სირთულეები შეხვდა პანდემიის დროს აკადემიურ სწავლებას? რა გზებით ხდება მათი გადაჭრა და როგორ დაიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება?

პანდემიურმა კრიზისმა მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახდა, მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. გავხდით უფრო მეტად ავტონომიურები, კრიზისულ სიტუაციაში შევაფასეთ როგორც სკოლის, ისე მოსწავლის საჭიროებები, მოვახდინეთ რეაგირება, ადაპტირება, და სასწავლო პროცესის პლატფორმა სინქრონულად გავმართეთ. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე იყო გაურკვევლობა, გარკვეული შიში, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიზნად დავისახეთ, პრობლემა პროექტად გარდაგვექმნა და შევქმენით სისტემატიზებული ხარისხიანი სასწავლო პროგრამა. შედეგმაც არ დააყოვნა და მყისიერად მივიღეთ მოსწავლეების აქტიური ჩართულობა, მშობელთა მხარდაჭერა და კმაყოფილება.

იმის მიუხედავად, რომ კერძო საგანმანათლებლო სექტორი პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს, მაქსიმალურად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ აწმყოს და ადაპტირება გავუწიოთ მიმდინარე პროცესებს. ნებისმიერ ორგანიზაციაში არსებობს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესი, რომლის უწყვეტობა კომპანიის წარმატებას განაპირობებს. ჩვენს საგანმანათლებლო სექტორშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ „პროგრესის“ ბრენდის 19-წლიანი უწყვეტი გამოცდილებაა. მინდა სიამაყით გავუსვა ხაზი „პროგრესის“ ახალ პროექტებს, რომელიც კრიზისული და ფორსმაჟორული პერიოდის მიუხედავად, სწორედ 2020-2021 წლებში შევქმენით, როგორიცაა:

  • სწავლების ონლაინპლატფორმა, რომელიც ახალი სიტყვაა ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში. ამერიკული უმაღლესი სკოლის (AMERICAN HIGHT SCHOOL) ონლაინპლატფორმის შექმნის მიზანია, მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა: სრულყოფილად გაიაროს დამამთავრებელი X-XI-XII კლასებისათვის განკუთვნილი სილაბუსი და მიიღოს ამერიკული განათლება სკოლის, ქალაქის, ქვეყნის შეცვლის გარეშე; მოემზადოს საქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდებისათვის და მიიღოს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტებული დიპლომი; გაიაროს საუნივერსიტეტო AP-საგნობრივი კურსი და დააგროვოს კრედიტები, უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით; ასევე, მოიპოვოს თანადაფინანსება/სტიპენდია ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში; მოემზადეს SAT, TOEFL, IELTS-გამოცდებისთვის; ჰყავდეს პროფესიონალი პირადი საუნივერსიტეტო მრჩეველი;
  • ასევე, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები − ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მშენებლობა, რომელსაც 2020 წლის 16 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი ხორციელდება ჩვენს პარტნიორ „ანაგი განათლებასთან“ ერთად. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალტექნოლოგიური აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, ლაბორატორიებითა და კაფეტერიებით. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს, პრე-სკოლიდან XII კლასის ჩათვლით;
  • 2021 წელს დამტკიცდა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს დედაქალაქში 2022-2023 სასწავლო წელს 1000 ბავშვზე გათვლილ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ შენობას. სადაც წარმოდგენილი იქნება გარდა უკვე წარმატებით დანერგილი და ადაპტირებული სასწავლო პროგრამებისა, STEM, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს განათლების პროფესიული ჰაბი, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი, საერთაშორისო გამოცდების ცენტრი;
  • 2021 წლის 4 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, TOEFL-ის ავტორიზებული ცენტრი „პროგრეს ედუქეიშენი“, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე, პირველად საქართველოში, ქალაქ ქუთაისში გაიხსნება. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაიარონ TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი და ჩააბარონ TOEFL-ის გამოცდა „პროგრეს ედუქეიშენის“ ავტორიზებულ ცენტრში.

მისამართი:

ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი, პოლიტკოვსკაიას ქ. 39

ტელ: 579 89 55 88

ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზ. # 20

ტელ: 579 02 25 25

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 11

ტელ: 571 01 90 50

 

ჟურნალისტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მუსიკა (გვ)აერთიანებს

#OK! მუსიკა (გვ)აერთიანებს

February 1, 2022
#OK! პრიანკა ჩოპრასთვის რეტრო სტილის სათვალეები საუკეთესო არჩევანია: ვარსკვლავი 90-იანების სტილითაა მოხიბლული

#OK! პრიანკა ჩოპრასთვის რეტრო სტილის სათვალეები საუკეთესო არჩევანია: ვარსკვლავი 90-იანების სტილითაა მოხიბლული

July 18, 2023
#OK! ოთხი ყველის უგლუტენო ტარტი

#OK! ოთხი ყველის უგლუტენო ტარტი

September 16, 2021
#OK! კრწანისი გრანდე – სრული კომფორტი შენს კომპლექსში… იცხოვრე ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

#OK! კრწანისი გრანდე – სრული კომფორტი შენს კომპლექსში… იცხოვრე ქალაქის ცენტრთან ახლოს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში

July 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც განქორწინება ნაკლებად სტრესულია

July 3, 2025
#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

July 7, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები