• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK! წარმოგიდგენთ ქართველებისთვის კარგად ნაცნობ, წარმოშობით ეგვიპტელ ნიჭიერ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს, ეზ გაბერს. თავად მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის ნაწილია, მას სამშობლოდ აღიქვამს და არ მოსწონს, როცა უცხოელად მოიხსენიებენ. საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ფოტოგრაფი ჩვენი ქვეყნის ყველაზე აქტიური ფოტოდოკუმენტალისტია. ეზი ფიქრობს, რომ საქართველოს ბუნების, ხალხის, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ფოტოზე აღბეჭდვით მომავალ თაობას ფოტოისტორიის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას დაუტოვებს.

default

ეზ, როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

ფოტოგრაფიით მაშინ დავინტერესდი, როცა აზიაში მოგზაურობა დავიწყე. ძალიან საინტერესო ადგილებს ვნახულობდი და მომინდა, რომ ეს ყველაფერი ფირზე აღმებეჭდა. 2018 წლის დასაწყისში, როცა საქართველოში ჩამოვედი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა იგი ჩემთვის თავისი ბუნებით, მთებით… მომინდა გადამეღო საქართველო, რადგან მგონია, რომ ამ ქვეყანას არასაკმარისად ხედავს მსოფლიო. ბევრმა ადამიანმა არ იცის საქართველოს შესახებ, გარკვეულ დრომდე ჩემი ჩათვლით, როცა საქართველო ამერიკის შტატი მეგონა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურქეთის მეზობლად არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჰქვია საქართველო. ასე დავიწყე მისი ასახვა ფოტოებში და წარდგენა ჩემი მიმდევრებისთვის სოცქსელებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მათ ძალიან მოსწონთ საქართველოს ამსახველი ფოტოები. ემიგრანტებიც ხშირად მწერენ და მეუბნებიან, შენს ფოტოებს რომ ვუყურებთ, უფრო გვენატრება ჩვენი სამშობლოო.

თავიდან ტურისტად ჩამოხვედით?

არა. აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, ახლა უკვე ჩემი ნამდვილი ოჯახი. ეს მეგობარი თავად მსტუმრობდა, 2-3 ჯერ ჩამოვიდა და მერე მეც დამპატიჟა საქართველოში. ჩამოვედი და შემიყვარდა თქვენი ქვეყანა.

 

 

როგორც ვიცი, იმდენად გიყვართ საქართველო, რომ თქვენს სამშობლოდ აღიქვამთ.

კი, ნამდვილად, აქაურობას ზუსტად ასე ვგრძნობ. არ ვიღებ იმ მოცემულობას, რომ უცხოელი ვარ, აქაურობის ნაწილად აღვიქვამ თავს.

მთელი ცხოვრების საქართველოში გატარებას ვგეგმავ. მინდა, რომ აქ დავრჩე და ვიცხოვრო. საქართველო ძალიან ლამაზი და კომფორტულია ჩემთვის, არსად წასვლა არ მინდა, რადგან აქ ყველაფერი მაქვს.

ჩვენი ქვეყნის რომელი რეგიონია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი და შთამბეჭდავი?

მოდი, რამდენიმეს დავასახელებ. ჩემთვის პირველ ადგილზე დგას სამეგრელო-ზემო სვანეთი და ტობავარჩხილი, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ხილვა იყო წარმოუდგენელი გამოცდილება. ტობავარჩხილზე ლაშქრობა რთულია, არაა მარტივი იქამდე მისასვლელი გზა, მაგრამ ტბის ხედი რომ დავინახე, ყველა სირთულე დამავიწყდა. შემდეგ დავასახელებ თუშეთს და ასევე, ბახმაროს, რომელიც ძალიან საინტერესო ადგილია. ზემო აჭარა ულამაზესია, კახეთიც ძალიან მიყვარს.

 

default

 

 

დავუბრუნდეთ ფოტოგრაფიის თემას. როცა ფოტოს აფასებთ, როგორც პროფესიონალი, პირველ რიგში, რას აკვირდებით?

ვაკვირდები ემოციებს, რომელსაც ის ფოტო ჩემში იწვევს, რამდენად ეხება ჩემს გულს. ყოველთვის ვგრძნობ, ფოტო გულით არის გადაღებული თუ, უბრალოდ, სამუშაოს შესასრულებლად. ხელოვნურობა ყოველთვის ეტყობა ნამუშევარს.

ყველაზე მეტად რის გადაღება გიყვართ?

ბუნების გადაღება მიყვარს, რადგან ამით ამბავს ვუყვები ადამიანებს, ვანახვებ მათ, რამხელა სიმდიდრე აქვთ, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. დოკუმენტური ფოტოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ისტორიის ნაწილია, ამბავს ჰყვება. ეს მასალა ხომ რჩება არქივს, საზოგადოებას და წლების შემდეგ ძველ ამბავს ახსენებს.

 

 

თქვენ ხართ კიდეც თანამედროვე საქართველოს დოკუმენტალისტი, აქტიურად ასახავთ ფოტოებსა თუ ვიდეოგრაფიაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკურს, საზოგადოებრივს…

დიახ, ვცდილობ, რომ ყველაფერი ავსახო, თანამედროვე საქართველოს ცხოვრების ყველა ნაწილი. მგონია, რომ არავინ აკეთებს ამას საკმარისად სრულყოფილად, ამიტომ ვცდილობ, მე გადავიღო საქართველოს ყველა საინტერესო მხარე, რომ ის ხელშესახებ მეხსიერებად დარჩეს ხალხს. ვცდილობ, ყველა აღსანიშნავი თარიღი გადავიღო, თბილისობა, ახალი წელი… ამას ხომ მერე მომდევნო თაობები ნახავენ და გაოცდებიან, ამ დროებაზე მეტს შეიტყობენ. მინდა, რომ მაქსიმალურად კარგად გავაკეთო ეს საქმე, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სახით მივიდეს ახალ თაობებამდე.

 

 

default

 

ეზ, როგორ ფიქრობთ, რამდენად იცვლება ფოტოგრაფიის ტენდენციები, სტილი დროის სვლასთან ერთად?

ფოტოგრაფია იძენს გამოცდილებას. ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა. რაც შეეხება გემოვნებას, რა თქმა უნდა, ისიც იცვლება. მაგალითად, წლების წინ უფრო პოპულარული იყო ფოტოშოპის აქტიურად გამოყენება, ახლა უფრო ნატურალიზმზეა აქცენტი. პირადად მე მომწონს სუფთა ფოტოები, ნატურალური, რასაც ვხედავ, იმის ასახვა. ზომიერად ფოტოშოპის, მაკიაჟის გამოყენება, მაგალითად, მოდის სფეროში, რა თქმა უნდა, მისაღებია, ახლაც 3 კვირის წინ გადავიღე მოდის კვირეული და იქ ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ბუნებას არ სჭირდება ფილტრები და ფოტოშოპი.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ფოტოგრაფიაზე?

უდიდესი. ყოველთვის ვიყენებ იმ სარგებელს, რაც ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მოგვცა. პირველ რიგში, ეს კარგი აპარატურაა, რომელიც მაძლევს საშუალებას, მაქსიმალურად ზუსტად გადავიტანო ფოტოზე ის, რასაც ვხედავ და აღვიქვამ. ტექნოლოგიები მაღალი ხარისხის გარანტია. 6 წლის წინ რომ დრონი ვიყიდე, ის არ იღებდა ისეთ ვიდეოებს, როგორსაც ახლანდელი აპარატი იღებს და ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

ვინტაჟური ფოტოაპარატები გიყვართ?

ძალიან. ეს ხომ კლასიკაა – ძველი სტილით გადაღება. მე მიყვარს კლასიკა, მაგრამ ვინტაჟური კამერა არ იძლევა იმ შესაძლებლობებს, რასაც ახალი აპარატები უზრუნველყოფს და რაც მე ძალიან მჭირდება.

ბოლო კითხვას დაგისვამთ: გაიხსენეთ ბოლოს ნანახი ფოტო, რომელსაც დახედეთ და თქვით, ვაუ! რა მაგარია!

სამი დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა. ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის ამსახველი ფოტო ვნახე და ისეთი შთამბეჭდავი იყო, შემშურდა, რომ ჩემი გადაღებული არ იყო. საოცარი ფოტო იყო. წარმოვიდგინე, როგორ აღმოვჩნდებოდი ისლანდიაში და გადავიღებდი დრონით იმ ვულკანის ამოფრქვევას.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სურვილები სრულდება „ბერმელში“

#OK! სურვილები სრულდება „ბერმელში“

May 20, 2025
#OK! ნათია რეხვიაშვილი – სატვირთო მანქანის მძღოლი ემიგრანტი ქალი

#OK! ნათია რეხვიაშვილი – სატვირთო მანქანის მძღოლი ემიგრანტი ქალი

July 8, 2024
#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

June 29, 2025
#OK! ქეით მიდლტონმა წლის პირველ სახელმწიფო მიღებას უმასპინძლა

#OK! ქეით მიდლტონმა წლის პირველ სახელმწიფო მიღებას უმასპინძლა

January 16, 2026

კვირის ჰიტები

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები