• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

February 4, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Elsesi Racha Glamping-ი უკვე რამდენიმე თვეა, რაც დამსვენებლებს ულამაზეს რაჭაში მასპინძლობს და დაუვიწყარი მოგონებებით აღსავსე დღეებს ჰპირდება. გლემპინგი ოთხივე სეზონზე იდეალური გამოსავალია ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და კომფორტულ გარემოში განსატვირთად. Elsesi მოქცეულია ზღაპრულ ბუნებაში, რაც აქ სტუმრობას კიდევ უფრო იდეალურს ხდის. ვიდრე ინტერვიუს წაკითხვას შეუდგებით, გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ და საკუთარი გამოცდილება თავად გაგვიზიაროთ. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს Elsesi Racha Glamping-ის დამფუძნებელ ვასილ ომანიძესთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს სასტუმროს შესახებ.

როგორ დაგებადათ Elsesi Racha Glamping-ის დაარსების იდეა?

სიმართლე გითხრათ, სრულიად მოულოდნელად გამიჩნდა Elsesi Racha Glamping-ის დაარსების იდეა. მანამდე მხოლოდ ფოტოებში მქონდა ნანახი მსგავსი ტიპის გლემპინგების შესახებ. ფაქტობრივად, ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება და განხორციელებასაც მაშინვე შევუდექი.

როგორი იყო განხორციელების ეტაპები?

დავიბადე თბილისში და მთელი ცხოვრება აქ გავატარე. 14 წელი სამხედრო სამსახურს მივუძღვენი, თუმცა დადგა ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე წამოვსულიყავი და სრულიად სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა საქმიანობა. რაჭაში მიწა გვქონდა ჩვენს ოჯახს, რომელიც სრულიად ეკალ-ბარდით იყო დაფარული. გავასუფთავე ტერიტორია და ამასობაში იაპონიიდან გამოწერილი გლემპინგებიც ჩამომივიდა. თავადვე ავაწყე ინსტრუქციის მიხედვით და უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ვმასპინძლობთ დამსვენებლებს.

 

სულ რამდენ გლემპინგს მოიცავს Elsesi Racha Glamping-ი?

მაქვს 6 გლემპინგი, თუმცა ამ ეტაპზე 2 მათგანი მუშაობს, 4 კი ძალიან მალე უმასპინძლებს დამსვენებლებს. ვინაიდან ტერიტორია საკმაოდ დიდია, დაემატება აუზები და ფაცხები, რაც სტუმრებს კიდევ უფრო დიდ კომფორტს შეუქმნის და დაუვიწყარ მოგზაურობას აჩუქებს. გარდა ამისა, Elsesi Racha Glamping-ი გამოირჩევა საოცარი ხედით, რაც თითოეული დამსვენებლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

რატომ Elsesi?

ბევრი არც მიფიქრია სახელწოდებასთან დაკავშირებით, მსურდა გაჟღერებისთანავე ადვილად აღსაქმელი და სასიამოვნო მოსასმენი ყოფილიყო. ამავდროულად, ჰქონოდა კონკრეტული, სიმბოლური დატვირთვა. ორი ძმისშვილი მყავს, რომლებსაც ელისე და სესილი ჰქვიათ, სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გლემპინგის სახელწოდება Elsesi ყოფილიყო.

რამდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი ტიპის სასტუმროებში დასვენება?

საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მსგავსი ტიპის სასტუმროებზე. კონკრეტულად Elsesi Racha Glamping-ის შესახებ რომ ვისაუბროთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც რა თქმა უნდა უზომოდ მახარებს და მოტივაციას მძენს გავაკეთო უფრო მეტი და გავანებივრო ჩემი დამსვენებლები.

კვება შედის დღე-ღამის ღირებულებაში?

კვება დამსვენებლის სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენს გლემპინგთან ახლოს, სოფელ წესში მდებარეობს საოჯახო სამზარეულო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ჩვენი სტუმრებისთვის ამზადებენ საუზმეს ადგილზე მოტანით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მინდა რაჭის ტური გავაკეთო, შევიძინო კვადროციკლები, ასევე დავამატო ცხენებით ჯირითი. ჩავდგა ჯაკუზიანი ხის კოტეჯები. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში აუცილებლად განვახორციელებ.

 

მის: რაჭა, ამბროლაურის რაიონი, სოფელი კვაცხუთი

FB: Elsesi Racha Glamping • ელსესი რაჭა გლემპინგ

Tel: 599545031

ასევე გაეცანი

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა
OK! Business

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026
#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში
Travel

#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში

June 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტუჩსაცხის 4 ტრენდული ფერი, რომელიც ზაფხულის დასრულებამდე აუცილებლად უნდა სცადოთ!

#OK! ტუჩსაცხის 4 ტრენდული ფერი, რომელიც ზაფხულის დასრულებამდე აუცილებლად უნდა სცადოთ!

August 28, 2021
#OK! ,,ჯეოქსი” – კეთილდღეობა და ინოვაციურობა ყოველ ნაბიჯზე

#OK! ,,ჯეოქსი” – კეთილდღეობა და ინოვაციურობა ყოველ ნაბიჯზე

September 7, 2022
#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

October 24, 2025
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე თანამედროვე მეთოდი – ინტერვიუ ბარიატრიულ ქირურგ ჯაბა ბაბაევთან

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე თანამედროვე მეთოდი – ინტერვიუ ბარიატრიულ ქირურგ ჯაბა ბაბაევთან

November 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები