• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! Dreamland Oasis Chakvi – მრავალფუნქციური კომპლექსი თქვენი საოცნებო დასვენებისთვის

February 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

Dreamland Oasis Chakvi – ეს არის შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის მოქცეული პირველი პრემიუმკლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელიც დამსვენებლებს სრულ კომფორტსა და დაუვიწყარ მოგონებებს ჰპირდება. ეს გახლავთ ადგილი, რომელიც ზღვის მოყვარულთათვის ცხოვრების ნაწილი ხდება. რაც მთავარია, გათვალისწინებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანის სურვილები და მოთხოვნები, რათა აქ გატარებულმა თითოეულმა წუთმა თქვენში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვიოს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალი OK! მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ორაგველიძეს ესაუბრა.

 

გაგვაცანით Dreamland Oasis Chakvi.

Dreamland Oasis Chakvi არის პატარა ქალაქი, რომელიც საოცნებო დასვენებას გპირდებათ. კომპლექსი თავისი იდეით ორიენტირებულია ყველა ასაკის დამსვენებელზე − როგორც პატარებზე, ასევე დიდებზე. ჩვენთან შეგიძლიათ თან დაისვენოთ და თან იმუშაოთ. ადგილი, სადაც მეტი ყურადღება ეთმობა გრძნობებისა და ემოციების გაღვიძებას კომფორტულ მწვანე გარემოში. აქ შეხვდებით უნიკალური სახეობის ხეებს. სასტუმროს მწვანე კონცეფციის ფარგლებში, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ელექტროავტომობილით.

ჩვენ ვართ პირველები საქართველოში, რომლებმაც შექმნეს მსგავსი კონცეფციის კომპლექსი, სადაც ყველა ადამიანი პოულობს თავის ადგილს და ტერიტორიიდან გაუსვლელად იღებს ნებისმიერ სასურველ სერვისს.

რამდენი ხანია, რაც კომპლექსი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა?

2014 წლიდან დაიწყო პროექტ „დრიმლენდ ოაზისის“ განხორციელება, რომელიც მოიცავდა მანამდე არსებული სასტუმროს განახლებასა და გაფართოებას. ერთ დროს არსებული ჭაობის ნამდვილ ოაზისად გადაქცევას.

პროექტის ფარგლებში, „დრიმლენდ ოაზისი“ განაგრძობს განვითარებას და დასრულებულ სახეს მიიღებს 2024 წელს.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კომპლექსი მრავალფუნქციურია. სასტუმრო შენობებთან ერთად მოიცავს კერძო საკუთრების აპარტამენტებსაც. ტერიტორია მაქსიმალურად ათვისებულია სავარჯიშო, გასართობი, შემეცნებითი, დასასვენებელი ადგილებით. თემატური კვების ობიექტები, ზღაპრული აკვაპარკი, ნახევარკილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი, ოთხი ღია და ერთი დახურული აუზი, 3D, 7D და 9D-კინოთეატრები, ბოულინგი, ბილიარდი, სათამაშო აპარატები და სპორტული მოედნები.

გვესაუბრეთ მომსახურებაზე.

კომპლექსის ზრდასთან ერთად იზრდება ტერიტორიაზე მომსახურებათა მრავალფეროვნება. „დრიმლენდ ოაზისი“, გარდა განთავსებისა და ნომრიდან ულამაზესი ხედისა, ასევე გამორჩეულია კვების ობიექტების ნაირსახეობით. ჩვენს სტუმრებს განწყობის მიხედვით შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი კერძები და კონცეფციები, როგორიცაა ლაუნჯი ზღვისპირა ზოლში, რომელიც ცნობილია საფირმო კოქტეილებით, ქართული რესტორანი ტრადიციული და თანამედროვე კერძებით, აღმოსავლური გარემო, შუა ოაზისში აზიური ნუგბარით, Sky-ლაუნჯი კომპლექსის სრული 360-გრადუსიანი ხედით, იტალიური და გერმანული გასტრონომია და სხვა. უამრავი აუზის ბარი თუ მწვანე ტერასები. სტუმართა მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით სივრცეში ფუნქციონირებს სუპერმარკეტი, სუვენირებისა და ქართული ბრენდების მაღაზია, ღვინის მაღაზია, აფთიაქი და მედპუნქტი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთან ყველა იმ მომსახურებას მიიღებთ, რომელიც დაგჭირდებათ.

გვიამბეთ კომპლექსის უპირატესობების შესახებ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „დრიმლენდ ოაზისი“ ის პატარა ქალაქია, რომელიც ბედნიერი, ენერგიული მომენტებით გავსებს და გაწვდის ყველა აუცილებელ მომსახურებას სივრციდან გაუსვლელად.

ეს გახლავთ უნიკალური კომპლექსი, რომელიც გაშენებულია 13 ჰექტარზე, ეკოლოგიურად სუფთა, სუბტროპიკულ ზონაში. იგი გამორჩევა მთისა და ზღვის ხედებით, სუფთა ჰაერით. აქ ყველაფერი დაგხვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის. ჩვენი მიზანია, სტუმრები ისე დავტვირთოთ აქ მიღებული ემოციებით, რომ ყოველ მომდევნო სეზონზე კვლავ არჩევანი შეაჩერონ „დრიმლენდ ოაზისზე“.

როგორია Dreamland Oasis Chakvi-ს სამომავლო გეგმები?

კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ კვლავ განაგრძობს განვითარებას. ჩვენს სტუმრებს ყოველ წელს სიახლეებით და ახალი თავგადასავლებით ვხდებით. წელს კომპლექსს ემატება 2 აუზი და კვების ობიექტები. ასევე, მომდევნო წელს დაემატება 130 მეტრი სიგრძის ზღვაში შეჭრილი ღია საცურაო აუზი ზღვის წყლით. გარდა ამისა, კვების და განთავსების საცხოვრებელი ობიექტები.

ჩაქვის პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია გეგმავს მსხვილი პროექტების განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „დრიმლენდ ოაზისის“ პოზიციას, როგორც მოწინავე კომპლექსისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად შვედეთში მოგზაურობს!
OK! News

#OK! ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად შვედეთში მოგზაურობს!

May 27, 2023
#OK! დატკბით კავკასიონის ულამაზესი ხედებით სასტუმრო “ტალავერიდან”
Travel

#OK! დატკბით კავკასიონის ულამაზესი ხედებით სასტუმრო “ტალავერიდან”

May 19, 2023
#OK! Citroën – სწრაფვა თავისუფლებისაკენ
OK! News

#OK! Citroën – სწრაფვა თავისუფლებისაკენ

May 8, 2023
#OK! აღმოაჩინე მოლდოვა
Travel

#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

April 18, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში Skims-იდან თანხას გადარიცხავს

#OK! კიმ კარდაშიანი უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში Skims-იდან თანხას გადარიცხავს

March 4, 2022
#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

November 30, 2022
#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

#OK! მზის ჩასვლის “სილუეტური ილუზიები” – ინდოელი ფოტოგრაფის ორიგინალური კადრები

October 25, 2021
#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „5 ივნისს გვაქვს  ქორწილი“ – თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე ქორწინდებიან!

#OK! „5 ივნისს გვაქვს ქორწილი“ – თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე ქორწინდებიან!

June 3, 2023
#OK! Dining Theatre, Show and Dinner ანუ წარმოდგენა ვახშმით – ინტერვიუ ზაალ ჩიქობავასთან

#OK! Dining Theatre, Show and Dinner ანუ წარმოდგენა ვახშმით – ინტერვიუ ზაალ ჩიქობავასთან

June 5, 2023
#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! „ჰარი პოტერის“ ჯადოსნური სამყარო „ოლივანდერის“ მაღაზიაში

#OK! „ჰარი პოტერის“ ჯადოსნური სამყარო „ოლივანდერის“ მაღაზიაში

June 2, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×