• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Doctors – მარიამ მგალობლიშვილი

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა შფოთვის მომატება. შფოთვა შიშის განცდაა, რომელიც სხვადასხვა პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგალითად: ვაგინიზმის – ფსიქოლოგიური და სქესობრივი დარღვევის, რომელიც ხელს უშლის ვაგინალირ სექსს. თუ რა იწვევს ვაგინიზმს, რაში გვეხმარება ფსიქოლოგი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფრო ვრცლად ფსიქოლოგი, მარიამ მგალობლიშვილი გვესაუბრა.

 

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ფსიქიატრების ოჯახში გავიზარდე. ბაბუაჩემი, ბიძინა მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, ფსიქიატრიული კლინიკის დამფუძნებელი და მუსიკალური თერაპიის ფუძემდებელი იყო. მამაც ფსიქიატრი მყავს. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად ორგანული და ჩვეულებრივი იყო, რომ გადავწყვიტე, რაღაც ახალი მეცადა,სულ სხვა სფერო ამერჩია და ხელოვნების განხრით წავედი. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჩემი ინტერესის სფერო ადამიანი იყო, მაინტერესებდა მათი ფიქრები, აზრები, ქცევები, ემოციები, განცდები, განსხვავებები და მსგავსებები, და გადავწყვიტე, ფსიქოლოგიას ბოლომდე დავუფლებოდი.

 

ვინ არის ფსიქოლოგი? ფსიქოლოგი რჩევას იძლევა?

ფსიქოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც ეხმარება ადამიანს პრობლემურ სიტუაციებში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, ურთიერთობების დალაგებასა და ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებაში.

ფსიქოლოგი ექიმი არ არის, ამიტომ ჩვენ მედიკამენტებით არ ვმკურნალობთ. ფსიქოლოგთან შეიძლება იაროს ყველამ, არ არის აუცილებელი ადამიანს მენტალური პრობლემები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი კონკრეტულ რჩევებს არ იძლევა, თუმცა ეხმარება პაციენტს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

 

შეიძლება ფსიქოლოგი ახლობელმა ადამიანმა შეცვალოს?

ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა წარმოუდგენელია სპეციალისტი მეგობარმა, ნათესავმა და მეზობელმა ჩაანაცვლოს. მეტიც, თუ ფსიქოლოგი თქვენი ახლობელია, მას თქვენთან აუცილებლად ექნება ემოციური კავშირი, რაც ხელს შეუშლის მუშაობაში.

 

ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ?

„მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციულ ცენტრში“, ძირითადად, ანორგაზმიასა და ვაგინიზმზე ვმუშაობ, ასევე მყავს კერძო პაციენტებიც, უმრავლესობას ზოგადი შფოთვა, ადიქციები, აკვიატებული აზრები და ფიქრები აწუხებს.

 

 

 

რა არის ვაგინიზმი?

ვაგინიზმი არის მდგომარეობა, როცა ქალს აქვს შიში, რომ სქესობრივი ურთიერთობის შემთხვევაში ექნება ძლიერი ტკივილი, რომელსაც რეალურად განიცდის ნებისმიერი გინეკოლოგიური პროცედურის, ვაგინალური ექოსკოპიის ან თუნდაც სქესობრივი აქტის უბრალოდ მცდელობის დროს. ვაგინიზმი შესაძლოა მართლაც იყოს დაკავშირებული სასქესო ორგანოების აგებულების გარკვეულ თავისებურებასთან ან პათოლოგიასთან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის ფსიქოლოგიური ფაქტორითაა გამოწვეული.

სქესობრივი აქტის მცდელობის დროს ქალს ეწყება კუნთების უნებლიე სპაზმი, რომელიც ისეთივე უკონტროლოა, როგორიც თვალის ხამხამი. ამ პრობლემის გამო ქალი ან საერთოდ ვერ ახერხებს სქესობრივი ურთიერთობის დამყარებას, ან აქტი გაუსაძლისად მტკივნეულია.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: სტრესი, პარტნიორის მიმართ უნდობლობა და ნევროზული მდგომარეობები. დიდ როლს თამაშობს ბავშვობის დროინდელი ისეთი ტრავმები, როგორებიცაა სექსუალური ძალადობა ან მშობლების მიერ გაუთვითცნობიერებელი შთაგონებები, რის შედეგადაც სექსი აღქმულია, როგორც „დანაშაული“.

ვაგინიზმის მკურნალობა გულისხმობს ზოგად გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს, რომლის საშუალებითაც მოხდება დეფლორაციის მტკივნეულობაზე მცდარი წარმოდგენის კორექცია.

სამწუხაროდ, სექსუალური განათლების არქონის გამო ქალი ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხვდება რა ხდება მის თავს, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური პრობლემა.

 

ამ საუკუნის ერთ-ერთ პრობლემად შფოთვის მომატებას ასახელებენ. რატომ და რა არის ზოგადად შფოთვა?

შფოთვა შიშისა და ძრწოლის განცდაა. თანამედროვე სამყაროში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ემოციაა. მიზეზი ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად სტრესის ფონზე ვითარდება. თანამედროვე სამყაროში სტრესული სიტუაციებიც მეტია, დიდი რაოდენობით გაუფლიტრავი ინფორმაცია, ხმაური. ადამიანის ცნობიერებაც გაფართოვდა. შესაბამისად, გაჩნდა მეტი პასუხგაუცემელი კითხვები, გაურკვევლობა, არჩევანის სიმრავლე, რაც საბოლო ჯამში სოციუმში შფოთვის მომატების მიზეზია.

 

რა არის თქვენი ჰობი?

⁠ცნიბისმოყვარე და ინტერესიანი ადამიანი ვარ, ვცდილობ ცოტ-ცოტა ყველაფერში ვიყო ჩართული. მიყვარს სიცოცხლე, მძაფრი ემოციები და ვცდილობ წვრილმანებშიც ვიპოვო სიამოვნება და ბედნიერება. ორიენტირებული ვარ საკუთარი თავის განვითარებაზე, როგორც ინტელექტუალურად, ისე ფიზიკურად. შესაბამისად, დროდადრო იცვლება ჩემი ჰობიც და ვარჩევ იმის მიხედვით, თუ რა მჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე განვითარებისა და სიამოვნების მიღებისთვის. მიყვარს სპორტი, ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა და შემეცნება.

 

რომ არა ფსიქოლოგი, ვიქნებოდი…

მაშველი, ექიმი, მეხანძრე, ვინმე გადამრჩენელი და მშველელი.

 

მზად ვარ…

ჩემი თავი მივუძღვნა ჩემს პროფესიას და შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

მაბედნიერებს…

მადლიერი პაციენტი. ეს იწვევს კმაყოფილების განცდას, რაც პირდაპირპროპორციულია ბედნიერებასთან.

 

ყველაზე მშვიდად თავს ვგრძნობ…

ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სიმშვიდე უფრო შინაგანი მდგომარეობაა.

 

სამომავლო გეგმები.

⁠ჩემი პროფესიული ზრდა და ჩემი ოჯახის კეთილდღეობა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ლაქებისგან თავისუფალი, ერთგვაროვანი და ლამაზი კანი PSP-გან

October 31, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

January 30, 2023
#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

February 7, 2023
#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

January 9, 2023
#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

September 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

November 4, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები