• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “სწორად შერჩეული მაკიაჟი ბედნიერს მხდის, რადგან ამ დროს ვგრძნობ, რომ ლამაზი ვარ” – ჯესიკა ჩესტეინი

March 24, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამოსი ხალხის გარკვეული ნაწილისთის მხოლოდ სხეულის საფარველია, თუმცა არსებობენ
ადამინები, რომლებისთვისაც მოდა ხასიათის, პიროვნული მახასიათებლების და შინაგანი
სამყაროს გამომხატველია. 47 წლის ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი სწორედ ამ
კატეგორიას მიეკუთვნება. შემსრულებელი მოდას, არა როგორც ყოველდიურობისთვის საჭირო
სამოსს, არამედ როგორც ხელოვნებას ისე ახასიათებს.

“მოდა – აუცილებელი, ფუნდამენტური და ძლევამოსილია. ეს ნამდვილი ხელოვნებაა, რაც
ერთდროულად გვაძლევს როგორც თვითგამოხატვის, ასევე შინაგანი სამყაროს
გამრავალფეროვნების საშუალებას. მოდა მუსიკას გავს, ეს არის ხელოვნება, რომელიც
ყოველდღიურად გეხმარება თავი ყველასგან გამორჩეულ და განსხვავებულ ადამიანად იგრნო.”
თქვენ იყავით კანის კინოფესტივალზე, სადაც რამდენიმე გლამურული ჩაცმულობით გამოჩნდით
წითელ ხალიჩაზე. თქვენთვის ეს ყველაფერი უბრალოდ სამსახურის ნაწილია, თუ უკვე
საყვარელ საქმიანობად იქცა?

„რა თქმა უნდა, სიამოვნებას ვიღებ ამით. მახსოვს დედაჩემი და ბებიაჩემი ყოველთვის ლამაზად
გამოიყურებოდნენ და თავის მოვლის პროცესით სიამოვნებას იღებდნენ. განსხვავება იმაშია, რომ
ადრე ეკონომიკური შესაძლებლობა არ მქონდა, რომ საკუთარი თავისთვის შესაფერისად
მომევლო, მას შემდეგ კი რაც გასართობ ინდუსტრიაში დავიწყე მუშაობა, ყველაფერი შეიცვალა.”

“მე ავირჩიე კარიერა, სადაც ჩემს გარშემო გამუდმებით ბევრი ხმაური და აუარებელი რაოდენობის
ხალხია, თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი პირიქით ხდება, როდესაც გვიწევს ბნელ, ცარიელ ოთახში
მარტო ყოფნა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანია ჩემს გვერდით, როგორ ხასიათზე ვარ და
რას ვაკეთებ, ყოველთვის ვიღებ ენერგიას იმ სამოსიდან, რაც მაცვია. სწორად შერჩეული სამოსი
თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებაში მეხმარება. არ ვიცი, როგორ აღვწერო ეს
შეგრძნება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიცი, რომ წითელ ხალიჩაზე უნდა გამოვჩნდე, ძალიან
ბედნიერი ვარ, რადგან სწორად შერჩეული მაკიაჟისა და კაბის საშუალებით ზუსტად ვიცი, რომ
სულ სხვა ადამიანი გავხდები.”

რამდენად საინტერესოა შენთვის ისეთი პერსონაჟის განსახიერება, რომელიც დაინტერესებულია
მოდით?

“ჩემთვის ეს ყველაფერი ნებისმიერ როლს ორმაგად უფრო საინტერესოს ქმნის… ზოგადად ვერ
ვუგებ ხალხს, რომლებიც აკრიტიკებენ ქალებს იმის გამო, რომ ბევრი ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი
აქვთ. თუ ვიღაცას სურს გამოიყურებოდეს გლამურულად, დაე გამოიყურებოდეს. მიეცით
საშუალება ადამიანებს გამოხატონ თავიანთი გრძნობები და სურვილები სამოსით, თუ ვინ არიან
ისინი, ან ვინ უნდათ, რომ იყვნენ. თუ ადამინებს სურთ ატარონ ბევრი მაკიაჟი, დაე მოიქცნენ
ასე. მოდა და სილამაზის ინდუსტრია ამიტომ მიყვარს, ისინი ყველა ადამიანს აძლევენ
საშუალებას, თავი იგრძნონ განსაკუთრებულად.”

თქვენ ხართ ფილმ The Eyes of Tammy Faye-ის პროდიუსერი, სადაც ასევე ასრულებთ მთავარ
როლს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება
მიიპყრო ეს მუსიკალური ნაწილია. ყველას აინტერესებს, მართლა თქვენ ასრულებთ ამ
სიმღერას?

“დიახ. თან სიმღერის დროს ძალიან მეშინოდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში ვსწავლობდი
მუსიკას, თუმცა მხოლოდ მსახიობისთვის საჭირო დონეზე, რომ მაგალითად კაბარეში მემღერა.
თავად Tammy Faye უშიშარი ადამიანის სიმბოლოა, ისევე როგორც მოდაში, ასევე მუსიკაში. ის
ყოველთვის იბრძვის და არასდროს ნებდება. სანამ წინასწარი ჩაწერები დაიწყებოდა, ისეთ
პროდიუსერებთან და მუსიკოსებთან ერთად მიწევდა მუშაობა, რომ ძალიან ვნერვიულობდი,
ზოგჯერ რამდენიმე ჭიქა ვისკისაც კი ვსვამდი, რომ შიშის გრძნობა ცოტათი მაინც გამექრო.”

Marriage და The Eyes of Tammy Faye თქვენი ბოლოდროინდელი ყველაზე წარმატებული
ფილმებია. საინტერესოა როლს როგორ ირჩევთ? რა გიზიდავთ პერსონაჟში და რა შემთხვევაში
ამბობთ მის შესრულებაზე უარს?

“გააჩნია როლს, რეჟისორს და მსახიობებს, ზოგჯერ როლს ვთანხმდები საინტერესო
შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის გამო, ზოგჯერ ნიჭიერი და პერსპექტიული პარტნიორის
გამო, ზოგჯერ უბრალოდ ვხედავ რაღაც მიმზიდველ დეტალს ჩემს პერსონაჟში, რაც არასდროს
გამიკეთებია და უმალვე ვთანხმდები.”

“ეს არის შეგძნება, სურვილი, გინდოდეს გააკეთო რაღაც დადებითი ადამიანებისთვის. ყოველი
ფილმის გამოსვლის შემდეგ ვეკითხები საკუთარ თავს – რა წვლილს შეიტანს ჩემი როლი
საზოგადოების განვითრებაში? -მინდა, რომ ჩემი პერსონაჟი ყოველთვის იყოს პოზიტიურობის
მატარებელი, რა თქმა უნდა, გამუდმებით ვერ იქნება ჩემი გმირი დადებითი, თუმცა თუ
არსებობს რაღაც პატარა დეტალი, რომელიც საზოგადოებაში ქალებზე გავრცელებულ
სტერეოტიპებს ებრძვის, ეს უკვე წარმატებაა ჩემთვის.”

რა გამოწვევები არსებობდა შენთვის კარიერის დასაწყისში?

“როდესაც გასართობ ინდუსტრიაში იწყებ მუშაობას, ძალიან გიხარია, რადგან აგირჩიეს, სხვა
დეტალებს უბრალოდ აღარ აკვირდები. შენი კარიერა ნელნელა იწყებს განვითარებას და შენც
ნელნელა ვითარდები. ზოგჯერ აღფრთოვანებული ხარ არა იმიტომ, რომ არჩევანის საშუალება
გაქვს, არამედ იმიტომ, რომ – აგირჩიეს. როცა დრო გადის, უკვე აანალიზებ, რომ შენი ძალა მოდის
იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც იღებ და არჩევანისგან, რომელსაც თავად აკეთებ…
ჰოლივუდში ქალებს და კაცებს დღემდე განსხვავებულად ესაუბრებიან. ჩემი აზრით,
გენდერული თანასწორობა ეს მუდმივი პრობლემაა, რომელიც ინდუსტრიაში ადრეც იყო და
რომელიც სამწუხაროდ დღესაც არსებობს.”

რა ახდენს ზეგავლენას ყველაზე მეტად ახალგაზრდა გოგონებზე და რამდენად დიდია
სოციალური მედიის როლი მათ განვითარებაში.

“მედია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მე ვუყურებდი და ვინტერესდებოდი
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, ისევე ინტერესდება ახალი თაობაც. ჩვენ ხშირად ვერ
ვხვდებით, რამხელა შეტყობინებებს ვუგზავნით სხვებს ჩვენი ერთი უბრალო და გაუაზრებელი
საქციელით. ინსპირაციას დღესდღეობით პატარა გოგონები სოციალური ქსელის
ვარსკვლავებისგან იღებენ, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც

გამოსაქვეყნებლად რაიმე მასალას ვარჩევთ. მე მიხარია, რომ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ,
სადაც პრობლემებზე საუბარი უკვე ღიად შეგვიძლია.”

 

გაიგე მეტი: ჯესიკა ჩესტეინი

ასევე გაეცანი

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა
OK! News

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა

November 12, 2026
#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს
OK! News

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს

November 12, 2026
#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია
OK! News

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

May 27, 2024
#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

September 8, 2021
#OK! ამბავი სიყვარულისა

#OK! ამბავი სიყვარულისა

February 3, 2024
#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

May 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

November 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები