Dadvan’s Beauty Room გახსნის დღიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზესა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. DBR არის ადგილი, სადაც ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთს ერწყმის. აქ წარმოდგენილი უმაღლეს სტანდარტს მორგებული პროდუქცია და პროფესიონალთა მიერ ჩატარებული პროცედურები თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ. ჟურნალი OK! სალონის დამფუძნებლებსა და მმართველებს − ნატა და ნინო დადვანებს ესაუბრა, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
რა იყო თქვენი თავდაპირველი მიზანი და რატომ Dadvan’s Beauty Room?
ჩვენ გვსურდა ესთეტიკის ცენტრი ყოველმხრივ გამორჩეული ყოფილიყო. ამდენად, შევურჩიეთ მას უნიკალური სახელი − Dadvan’s Beauty Room, რითაც აღნიშნულ სფეროში შევქმენით ახალი ფორმულა.
გვესაუბრეთ გუნდზე.
ნებისმიერი საქმის წარმატების ქვაკუთხედი ადამიანური რესურსია და ამიტომაც Dadvan’s Beauty Room-ში გვყავს პროფესიონალთა მეგობრული გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა მომხმარებელმა მიიღოს მისთვის სასურველი პროცედურა კომფორტულ გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ DBR-მა მცირე დროში ელექტრონული კომერციის სფეროში სათანადო ადგილი დაიკავა სერვისების გაყიდვის მიმართულებით.
ცენტრში ასევე მოგემსახურებიან მასაჟის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენთან შესაძლებელია გაკეთდეს სამკურნალო, სარელაქსაციო, ანტიცელულიტური და სპა-მასაჟი.
რა სახის პროცედურები ტარდება სალონში?
სალონში ტარდება მანიკიურ-პედიკიურის პროცედურა უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, როგორიცაა: OXXI, SILLER, LUQSTON. ჩვენს ტოპ-მასტერებთან შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის დიზაინის გაკეთება, როგორც მექანიკური, ასევე აპარატული დამუშავება. გელ-ლაქის გაშრობა უმაღლესი ხარისხის ლედ-ნათების აპარატით ხდება. გარდა ამისა, ჩვენთან ტარდება ხელისა და ფეხის გამაჯანსაღებელი პროცედურები, როგორც პარაფინის, ასევე სპა-პროცედურები, რომელიც ზამთრის სუსხიან დღეებში საუკეთესო არჩევანია.
ჯანსაღი და მოვლილი თმა ყველა ქალის სავიზიტო ბარათია, სწორედ ამიტომ „დადვანს ბიუთი“ იყენებს მხოლოდ პრემიუმხაზის საღებავებს: MATRIX, PHILIP MARTIN’S, WELLA,VITALITY. დაზიანებული თმის აღმდგენი პროცედურა უმაღლესი ხარისხით ბრენდ philip martin’s-ის ვაპორიზატორით (ორთქლით) ტარდება, რომელიც თმას უფრო ჯანსაღსა და ელასტიკურს გახდის.
პერმანენტულ მაკიაჟსაც ჩვენს სტუმრებს პრემიუმკლასის TINEL-ის პიგმენტით ვთავაზობთ, რომელიც მდგრადია 2-3 წლის განმავლობაში, არ იცვლის ფერს და აბსოლუტურად უვნებელია. ამ პროდუქციით კეთდება როგორც წარბი, თვალი, ასევე ტუჩი. ეფექტი 3 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.
„დადვანს ბიუთიში“ დაგხვდებათ კოსმეტოლოგიაც, რომელიც ჩვენი სალონის სავიზიტო ბარათია. ესთეტიკის ცენტრში არის როგორც კლასიკური, ასევე ინიექციური კოსმეტოლოგია.
კლასიკური კოსმეტოლოგიის მიმართულებით ხდება სახის კანის წმენდა, დატენიანება, სახის კანის ტიპზე შერჩეული პილინგი, აკნეს მკურნალობა და აპარატული პროცედურები.
რომელი პროდუქტებით ტარდება პროცედურები?
პროცედურები ტარდება Dadvan’s Beauty Room-ის ექსკლუზიური − HOLY LAND-ის პრეპარატებით, რომლის მწარმოებელი ქვეყანა ისრაელია. პრეპარატები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით და რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების მიერ. ასევე, აქვს მაღალი ხარისხის სახის მოვლის ხაზი.
ინიექციური კოსმეტოლოგია მოიცავს: კანის მეზოთერაპიას, ბიორევიტალიზაციას, პლაზმოლიფტინგს, ფილერით კორექციას, მეზოძაფებით კანის ლიფტინგს, ტუჩის აუგმენტაციას. გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ფრანგული და ესპანური პრეპარატები.
გვიამბეთ Dadvan’s Beauty Room-ში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ.
ესთეტიკურ ცენტრში დაგხვდებათ 2021 წლის უახლესი თაობის სოლარიუმი SONNEX-ი გერმანული ნათურებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო რუჯს.
ადგილზეა ლაზერი − სამსხივიანი, 2020 წლის დიოდის აპარატი, რომელიც აერთიანებს ალექსანდრიტს, ნეოდიუმს და დიოდის სხივს. არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და კომფორტული. ამ აპარატის გამოყენების შემდეგ შედეგი მალევე შესამჩნევია. რამდენიმე პროცედურაში საგრძნობლად მცირდება თმა.
კოსმეტოლოგიაში პროცედურები ტარდება 2021 წლის ჰიდროპილინგის აპარატით:
SMART ICE BLUE
- აპარატი უზრუნველყოფს სახის კანის დიაგნოსტიკას და ღრმა წმენდას
- ჰიდროპილინგის პროცედურა
- ორალ-კამერა − ვიდეოთვალი
- ოქსიგენოთერაპია
- ოქროს ერეფი
- ულტრასონიკი +10 გრ (ლურჯი ნათება)
- ცივი ჩაქუჩი კრიო -10 გრ (ლურჯი ნათებით)
- სკრაბერი სიმძლავრეების მართვით
- ორალ-კამერა
- მოძრავი ზუმი − ერთდროულად იღებს რამდენიმე ზონას, ინახავს შემნახველ ბაზაში, სვამს დიაგნოზს
გთავაზობთ #Plasma-ს − ცივი/ცხელი პლაზმის აპარატს
უნიკალური ხილული შედეგის მისაღწევად, პროცედურისას წარმოიქმნება ნივთიერების მეოთხე აგრეგატული მდგომარეობა (პლაზმა). ხდება ჰაერის იონიზაცია და მიიღება „ელვა-ნაპერწკალი“, რომელიც აგვარებს კანის პრობლემებს ისე, რომ გარშემო ქსოვილს არ აზიანებს.
აპარატი გამოიყენება:
- ქუთუთოს კორექცია − „ბლეფაროპლაზმა“ (არაქირურგიული ბლეფაროპლასტიკა)
- ქსანთელაზმების (ყვითელი ლაქები და „ტომრები“ ქუთუთოებზე) მოშორება ოპერაციის გარეშე.
- ნაწიბურების, კელოიდების, ფიბრომების, პაპილომების, კერატომებისა და სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების მოშორება
- აკნეს შემდგომი ნაწიბურების ალაგება
- ნაოჭების გასწორება (სახე, კისერი, დეკოლტე და სხვა)
- აპარატის მეშვეობით ტარდება სხვადასხვა სახეობის პროცედურა, რომელიც მრავალ პრობლემას აგვარებს ცივი და ცხელი პლაზმის მეშვეობით.
რევოლუციური სიახლე − ლიპოსკულპტურა ყინვის საშუალებით!
ყინვის დახმარებით ზედმეტი ცხიმის უსაფრთხო მოცილებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სხეულის კორექციის სფეროში. კრიოსკულპტურა პირველ უოპერაციო მეთოდიკად იქცა, რომელმაც უამრავ ადამიანს ტკივილის, რეაბილიტაციის პერიოდისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე დაუბრუნა სხეულის იდეალური ფორმები.
კრიოლიპოლიზის (ლიპოსლიმი /კრიოსკულპტორი) აპარატი
ეს არის ზედმეტი ცხიმის უბნების არჩევითად მოყინვა, ანუ კრიოლიპოლიზი. შთამბეჭდავი შედეგების დამსახურებით, აპარატს მეცნიერებმა „სხეულის სკულპტორი“ უწოდეს – 1 სეანსის შედეგად მოქმედების ზონა ზედმეტი ცხიმის 20-25%-ისგან თავისუფლდება, 2-3 სეანსი პრობლემურ ზონაში 40%-მდე ცხიმის უჯრედებს მოგაცილებთ. ლიპოსლიმი თქვენს სხეულს სრულყოფილ აღნაგობას, თქვენ კი თავდაჯერებას გიბრუნებთ.
კრიოლიპოლიზი, უამრავი უპირატესობის გამო, მსოფლიო კოსმეტიკური პროცედურების ტოპ-10-ში შედის!
მთავარ უპირატესობად მიიჩნევენ სხეულის მოდელირებას რეაბილიტაციის პერიოდის, ტკივილისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. პროცედურა არ საჭიროებს გაუტკივარებას. მიღებული ეფექტი შთამბეჭდავია და ხანგრძლივად ნარჩუნდება. სპეციალისტები გვირჩევენ კრიოლიპოლიზის მეთოდის გამოყენებას მუცლის, ფეხების, წელის, ბარძაყებისა და სხვა ზონებში, სადაც ლოკალურად არსებობს და რთული მოსაცილებელია ზედმეტი ცხიმოვანი ფენა. ლიპოსლიმი სტიმულს აძლევს მოქმედების ზონაში ცხიმოვანი ქსოვილის თანმიმდევრულ და წინასწარ განსაზღვრულ განლევას.
ცხიმოვანი ფენის კონტროლირებადი მოყინვის მეთოდი იდეალურია ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მზად პლასტიკური ოპერაციებისთვის, ან ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, ვერ ახერხებენ შეამცირონ სხეულის კონკრეტული ნაწილის გარშემოწერილობა.
აპარატი აკმაყოფილებს FDA-ის მოთხოვნებს და მიღებული აქვს FDA-ის რეკომენდაცია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვგეგმავ Dadvan’s Beauty Room – DBR-ქსელის შექმნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სასურველი მომსახურება მათთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე. ამ ეტაპზე კი გელით საბურთალოზე, არჩილ ცაგარელის 82 ნომერში, სადაც დაგხვდებათ ყველაფერი, რაც სილამაზისა და ესთეტიკისთვის არის აუცილებელი.