• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! იყავით გახსნილები ექპერიმენტებისთვის და ჩვენ, ვიზაჟისტები, ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და სიხარულით დაგეხმარებით ნებისმიერი იდეის განხორციელებაში

სექტემბერი 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

სილამაზისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა, შეეძლო საათობით ეცქირა წვიმისთვის, მოესმინა სამყაროში არსებული სასიამოვნო ხმებისთვის, დამტკბარიყო მზის ჩასვლით, ფერადი ემოციებით აევსო ყველაფერ ფერადსა და ლამაზს…

„ალბათ, ამიტომაც ავირჩიე პროფესია, რომლის მეშვეობითაც არა მარტო დავინახავდი სილამაზეს, არამედ მე თვითონ შევქმნიდი მას“- OK! ბათუმის სტუმარია ვიზაჟისტი მაგდა გუბაევი.

რომელი ცნობილი ადამიანის მეიქაფარტისტი იქნებოდა სიამოვნებით, როგორია თანამედროვე ტენდენციები, ანუ რა ტიპის მაკიაჟს ენიჭება უპირატესობა, როგორია სილამაზის მისეული ფორმულა – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.

იყო მეიქაფარტისტი, ნიშნავს ფლობდე არაერთ ხრიკს, როგორ წარმოაჩინო ადამიანი უფრო მიმზიდველად…

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ამ პროფესიის არჩევისა იყო მომენტი, როდესაც დავინახე ადამიანი გაოცებული თვალებით როგორ უყურებს თავის თავს სარკეში და კითხულობს: „ნუთუ ეს მართლა მე ვარ?“ საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენი შრომა მატებს პიროვნებას თავდაჯერებულობას, უნათებს თვალებს და სახეზე ღიმილს ჰფენს, ასეთ დროს უბედნიერესი ვარ მეც და ორმაგად მიყვარდება ჩემი საქმე.

როდის დაინტერესდით სილამაზის ინდუსტრიით?

ალბათ, როგორც პატარა გოგონების უმეტესობა, პირველად მეც დედაჩემის კოსმეტიკით „ვიკეთებდი მაკიაჟს“, ვიპრანჭებოდი, შემდეგ დავიწყე მეგობრების, ჩემი თანატოლების გალამაზება. დაახლოებით 4 წლის წინ კი გადავწყვიტე ეს საქმე პროფესიულ დონეზე შემესწავლა და ეს ყველაფერი არა მარტო გატაცებად, არამედ პროფესიად მექცია, პროფესიად, რომელიც უზომოდ მიყვარს.

რა გაძლევთ მუშაობის დროს ინსპირაციას, როგორია თქვენი მეიქაფ სტილი?

ხშირ შემთხვევაში კლიენტი მაძლევს უდიდეს ინსპირაციას. ვფიქრობ, კარგი ვიზაჟისტი ცოტათი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია იგრძნო კლიენტის განწყობა, გაუკეთო მისთვის შესაფერისი მაკიაჟი და დამუხტო დადებითი ენერგიით. ძალიან მიყვარს ბუნებრივი ე.წ. ნუდი მაკიაჟის კეთება, რომელიც თითქოს არ იჩენს თავს და ამავე დროს მთელ ყურადღებას იზიდავს სახისკენ. ასევე, ჰოლივუდის მაკიაჟი, საუკეთესო არჩევანია საღამოს წვეულებისთვის.

იმისთვის, რომ მოიპოვო ნდობა, აუცილებელია…

როგორც ცხოვრებაში, ასევე ჩემს პროფესიაშიც გულწრფელობას და ერთგულებას ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად ვთვლი.

როგორ ახერხებთ ერთდროულად იყოთ მზრუნველი მეუღლე, პროფესიონალი და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ?

ამ კითხვაზე, ალბათ, ჩემი მეუღლე უფრო გულახდილად გიპასუხებდათ, მე თვითონ მიკვირს როგორ ვახერხებ ყველა სფეროში ბალანსის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, კომპრომისზე წასვლა და პრიორიტეტების არჩევა მიწევს ხოლმე, მაგრამ მთავარი საიდუმლო არის ის, რომ სიყვარულით და სიამოვნებით აკეთოთ თქვენი საქმე, პროფესიული თუ საოჯახო, ამ შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია.

ბედნიერებას განიჭებთ…

ჩემი პროფესიული წარმატებები, ჩემი მეუღლე, მეგობრები, ოჯახის წევრები და კიდევ ბევრი რამ, კარგი ამინდიდან დაწყებული, გემრიელი კერძით დასრულებული. ძალიან მარტივია იგრძნო ბედნიერება თუ თავს ამის უფლებას მისცემ.

როგორია თქვენეული სილამაზის ფორმულა…

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ლამაზი ადამიანი, პირველ რიგში, მოვლილი ადამიანია, მოვლას ხშირად საოცარ თანხებთან აკავშირებენ, მაგრამ აქ შინაგან მდგომარეობაზეა საუბარი. სულ სხვანაირად გამოიყურები და გრძნობ თავს, როდესაც ყოველდღიური თავის მოვლის რუტინას ასრულებ. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ ჩემთვის ეს არის სილამაზის ფორმულა, გარეგნობა+ შინაგანი ნათება+ დადებითი ძლიერი ენერგეტიკა.

რომელი ცნობილი ადამიანის მეიქაფარტისტი იქნებოდით სიამოვნებით…

ულამაზესი მონიკა ბელუჩის. ჩემთვის სილამაზის ეტალონია, ძალიან ცოტა ექსპერიმენტი აქვს გამოვლილი მაკიაჟის მხრივ, კონსერვატიულად კლასიკური მაკიაჟის მომხრეა, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მქონდეს საშუალება მისი სილამაზე კიდევ უფრო გამომეჩინა, ამჯერად უცხო და უნიკალური მაკიაჟებით.

სილამაზესთან, პირველ რიგში, რა, ან ვინ ასოცირდება თქვენთვის…

ჩემთვის სილამაზესთან, პირველ რიგში, ასოცირდება დედაჩემი, როგორც გარეგნულად ასევე სულიერად.

რა რჩევას მისცემდით ქალბატონებს, რომლებსაც სურთ მუდმივად კარგ ფორმაში ჰქონდეთ კანი?

ქალბატონებს გირჩევდით კანი რაც შეიძლება კარგად გაიწმინდეთ, ყოველ დღე! აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი დღის ბოლოს, გამოიყენეთ თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეული მკვებავი, აუცილებლად გაიმეტეთ დრო და სახსრები თქვენი თავისთვის, გადაამოწმეთ კოსმეტიკის შენახვის წესები და გამოყენების ვადა.

იმ სფეროში, რომელშიც მუშაობთ, როგორია თანამედროვე ტენდენციები, რა ტიპის მაკიაჟს ენიჭება უპირატესობა…

დღეს მთავარი ტენდენცია მაქსიმალურად ბუნებრივი მაკიაჟია, ასევე ტრენდულია წითელი ან ვარდისფერი ტუჩსაცხის ვარიაციები და ზომიერად გამოყენებული ჰაილაითერი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იქნება ტრენდული ის, რაც გვიხდება და თავდაჯერებულობას გვმატებს. იყავით გახსნილები ექპერიმენტებისთვის და ჩვენ, ვიზაჟისტები, ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და სიხარულით დაგეხმარებით ნებისმიერი იდეის განხორციელებაში.

ის, რაც ძალიან გსურთ…

ძალიან მინდა მოგზაურობა, იტალიური ხელოვნებით დატკბობა, ესპანური ფლამენკოს ყურება, ისლანდიის ყინულების დიდების შეგრძნება, აფრიკულ საფარიში მოხვედრა, ინდოეთის ფერად ზეიმებში მონაწილეობა და კიდევ უამრავი რამ, რაც ჩემი ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ნაკლებად რეალურია პანდემიამდე ცხოვრებას დავუბრუნდეთ ჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ამ სურვილებს ავიხდენ.

 

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ნინიკო მორბედაძის შემოქმედებითი პროცესი

#OK! ნინიკო მორბედაძის შემოქმედებითი პროცესი

ივლისი 8, 2021
#OK! კონჩიტა მამაკაცურ იმიჯს დაუბრუნდა: ვარსკვლავის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

#OK! კონჩიტა მამაკაცურ იმიჯს დაუბრუნდა: ვარსკვლავის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

თებერვალი 18, 2022
#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

დეკემბერი 28, 2021
#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

#OK! ლილი კოლინსი Emily In Paris-ის მეორე სეზონის გადასაღებ მოედანზე

მაისი 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! კენდალ ჯენერი მეგობართან, ფაი ხადრასთან ერთად მალიბუში ისვენებს (ფოტოები)

#OK! კენდალ ჯენერი მეგობართან, ფაი ხადრასთან ერთად მალიბუში ისვენებს (ფოტოები)

ივნისი 21, 2022
#OK! 8 კლასიკური ფილმი, რომლის ყურებაც არასდროს მოგბეზრდებათ

#OK! 8 კლასიკური ფილმი, რომლის ყურებაც არასდროს მოგბეზრდებათ

ივნისი 23, 2022
#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

ივნისი 23, 2022
#OK! “უკვე თითქმის 10 კილოგრამი დავიკელი” – კიმ კარდაშიანმა რაციონიდან არაჯანსაღი საკვები ამოიღო

#OK! “უკვე თითქმის 10 კილოგრამი დავიკელი” – კიმ კარდაშიანმა რაციონიდან არაჯანსაღი საკვები ამოიღო

ივნისი 22, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×