• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! დროფსი – პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში

December 9, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„დროფსი“ გახლავთ მეგობრების − სოფა გოგიბერიძისა და ნატა მჭედლიშვილის წამოწყება. სოფასთვის საკუთარი კლინიკის გახსნა კარიერის ბუნებრივი გაგრძელებაა − ბავშვობიდან ექიმებით გარშემორტყმულს, მას ესთეტიკურ მედიცინაში და კერძოდ, ინტრავენურ თერაპიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნატამ გადასხმის სასიკეთო შედეგები საკუთარ თავზე პირველად აშშ-ში სწავლისას გამოცადა, სადაც პროცედურის პოპულარობა დღესაც მზარდია. აქედან გაჩნდა პრაქტიკის საქართველოში დანერგვის იდეაც.

სფეროში მნიშვნელოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეგობრებმა დააარსეს „დროფსი“ − პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში, რომელიც ინოვაციურ მიდგომებს ემყარება. გამაჯანსაღებელი ინტრავენური კოქტეილების მეშვეობით, სოფას და ნატალიას სურთ საქართველოში გადასხმის პროცედურა ახალი კუთხით წარმოადგინონ, როგორც არა მხოლოდ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის თერაპია, არამედ მრავალი პრობლემის გადაჭრის გზა − კანის სიმშრალიდან დაწყებული, ქრონიკული დაღლილობით დამთავრებული.

 

გვიამბეთ, რას გულისხმობს ინტრავენური თერაპია? რისი მკურნალობაა ამ თერაპიით შესაძლებელი?

(სოფა):  ინტრავენური თერაპიის საოცარი შესაძლებლობები უკვე მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. ეს სწრაფად მოქმედი პროცედურა ხანგრძლივი ეფექტით გამოირჩევა და დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სილამაზესა და განწყობაზე. რატომ გადავისხათ ვიტამინები, როდესაც მათი აბების სახით მიღება შეგვიძლია? საქმე ისაა, რომ ინტრავენური შეწოვა გაცილებით ეფექტიანია. კვლევებმა ცხადყო, რომ გადასხმით მიღებული ვიტამინები ინარჩუნებენ ბიოშეღწევადობის მაღალ ნიშნულს (100%-ს), როდესაც მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ მათი პოტენცია საგრძნობლად მცირდება (20/30%-მდე). ინტრავენური თერაპიის სიკეთეებს შორისაა: რეჰიდრაცია, დეტოქსი, ენერგიის მატება, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ფრჩხილების, თმისა და კანის ხარისხის გაუმჯობესება. ძლიერდება იმუნური სისტემა, ალერგიული ფონი მცირდება, წესრიგდება ძილი.

 

 

რა სახის სარეაბილიტაციო და ესთეტიკურ პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

(ნატა):  გარდა ინტრავენური თერაპიისა, ასევე გვაქვს ინიექციური და აპარატული კოსმეტოლოგია. ჩვენთან მუშაობს ძალიან წარმატებული ექიმი-კოსმეტოლოგი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში, საზღვარგარეთ გავლილი აქვს არაერთი პრაქტიკა და  შესაბამისად, მიღებული აქვს განათლება. ასევე, გვაქვს ფიზიოთერაპიის კაბინეტი, სადაც ვთავაზობთ სხეულის მოვლას, როგორც მანუალურად − ხელის მასაჟით, ასევე აპარატით. საქართველოში ჯერჯერობით Icoone-ის სამედიცინო კომპლექტაციის აპარატი მხოლოდ ჩვენ გვაქვს. აპარატი სამედიცინო კომპლექტაციით, ხელს უწყობს ტანისა და სახის გამკვრივებას, რეგენერაციას და გაჯანსაღებას.

როგორ აისახება ინტრავენური თერაპია ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარეგნობასა და თვითშეგრძნებაზე?

(სოფა):  ამჟამად გვაქვს 18 სახეობის ვიტამინების კოქტეილი, რომელშიც შედის beauty glow-ს, ანუ სილამაზის ელექსირი. ასევე, გვაქვს დეტოქსი და ბრეინ-ტონიკი, რომელიც მეხსიერების გაფართოებასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს. გვაქვს fat burner, რომელიც ცხიმის დაწვას უწყობს ხელს და ამასთან, მეტაბოლიზმს ააქტიურებს. გარდა ამისა, თმის ცვენის შემაჩერებელი, ნაბახუსევთან, პოსტკოვიდის სინდრომთან და ვირუსებთან მებრძოლი ვიტამინები.

კლინიკაში ასევე გვაქვს სპორტსმენებისთვის და ფიტნესპროფესიონალებისთვის განკუთვნილი, ვარჯიშის შემდგომ ენერგიის აღმდგენი საშუალებები, ან უბრალოდ, ჩვეულებრივ, ენერჯი-ბუსტი.

ბუნებრივია, მსგავსი სიახლის გაცნობისას მკითხველს დააინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ინტრავენური თერაპია?

(ნატა):  ინტრავენური თერაპიის საიმედოობა მრავალწლიან ისტორიას ემყარება. საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების მიერ შექმნილი კოქტეილების ადმინისტრირებას ჩვენი პროფესიონალი ექთნები ახორციელებენ − ცხადია, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ყოველი გადასხმის წინ ვეცნობით პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას.

პროცედურის გვერდითი მოვლენები მინიმუმამდეა დაყვანილი. იშვიათად, ინიექციის არეში ვლინდება მცირე სისხლჩაქცევა, ქავილი ან სიწითლე, რაც შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. ძლიერი ალერგიული რეაქციები უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს, თავს გრძნობდეს და გამოიყურებოდეს საუკეთესოდ, რისთვისაც ორგანიზმში ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მობილიზაციაა აუცილებელი. გვაქვს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და თითოეული პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა.

როგორი ინტენსივობით არის მისი გამოყენება რეკომენდებული?

(სოფა):  გადასხმის ხანგრძლივობა გრძელდება ერთი საათიდან საათ-ნახევრამდე, ხოლო რაც შეეხება პერიოდულობას, კონსულტაციის შემდეგ ჩვენი თერაპევტი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში, რეკომენდებულია დღეგამოშვებით. იდეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია მინიმუმ 5 კურსის ჩატარება.

გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ.

(ნატა):  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ ქსელის გაფართოებას − როგორც თბილისში, ასევე საქართველოში და სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ რეგიონშიც, რადგან ამიერკავკასიაში ამ მიმართულებით პიონერები ვართ. ვინაიდან ეს თერაპია ევროპასა თუ აშშ-ში უკვე ძალიან წარმატებით მუშაობს და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ვფიქრობთ, ინტრავენური თერაპია ჩვენს რეგიონშიც მსგავსი პოპულარობით იმუშავებს.

 

 

საკონტაქტო ინფო:

მის: თბილისი, აბაშიძის ქუჩა 48

ტელ: 551 200 100

 

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

#OK! დუა ლიპა Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე Maximilian Davis-ის კაბით გამოჩნდა

November 30, 2021
#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

#OK! Story – ფრიდონ სულაბერიძე

May 13, 2025
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

April 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

July 5, 2025
#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

#OK! წარსულის სცენა მომავლის მოძრაობა

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები