• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ბიომეურნეობა „ფონა“

September 5, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

უკვე 8 წელია, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიომეურნეობა „ფონა“ მებოსტნეობას, მეხილეობას, მემარცვლეობას, მემინდვრეობასა და მეფუტკრეობას ეწევა. გარდა ამისა, საშრობში აწარმოებენ ხილისა და ბოსტნეულის ჩირს, აშრობენ სხვადასხვა მცენარეს ჩაისთვის. რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს კიდევ ერთი მიმართულება დაემატა − ქართული ხორბლის ჯიშების წარმოება. „ფონას“ დამფუძნებლების მიზანი იყო, მარცვლიდან პურამდე წარმოების ჯაჭვის შეკვრა − ხორბლის მოყვანიდან მის სუფრაზე მოხვედრამდე სრული ბიომეურნეობის პროცესის წარმართვა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, OK! Gastro Book გთავაზობთ ინტერვიუს პაატა წულაიასთან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ბიომეურნეობას უდგას სათავეში.

 

 

უპირველესად გაგვაცანით ბიომეურნეობა „ფონა“. რა სახის საქმიანობას ეწევა და რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?

ბიომეურნეობა „ფონა“ 2014 წელს მეგობრებისა და თანამოაზრეების მიერ დაარსდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და სოფელ ფონაში ეწევა საქმიანობას. მის სარგებლობაშია 100 ჰექტარი მიწის ფართობი.

ბიომეურნეობა „ფონა“ დაარსებიდან დღემდე ავითარებს სოფლის მეურნეობის დარგებს − მებაღეობა-მებოსტნეობას, მემინდვრეობა-მემარცვლეობას, მეხილეობას, მევენახეობას და მეფუტკრეობას.

2017 წლიდან გვაქვს საშრობი საწარმო, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა ხილის ჩირს, ვაშრობთ ბოსტნეულს, აგრეთვე, ვამზადებთ მცენარეულ ჩაის.

2021 წლიდან ვამუშავებთ ქვის წისქვილს, ვამზადებთ ჩვენ მიერ მოწეული მარცვლის − წითელი დოლის, თეთრი თავთუხის, ჭვავისა და სიმინდის ფქვილს.

2022 წლიდან ავამოქმედეთ საცხობი, სადაც ვაცხობთ ჩვენი ფქვილისგან პურს.

აგრეთვე, ვაწარმოებთ მეცხოველეობისთვის კომბინირებულ საკვებს და საკვებ ბალახს.

 

 

რა იყო „ფონას“ დაფუძნების თავდაპირველი და მთავარი მიზანი?

ჩვენი მეურნეობის შექმნის მთავარი მიზანი იყო, გვემუშავა ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის მეთოდით. მოგვეყვანა სოფლის მეურნეობის პროდუქტები ისე, რომ გარემო არ დაგვეზიანებინა შხამ-ქიმიკატებით, ქიმიური სასუქებით.

შესაბამისად, 2016 წლიდან წარმატებით გავიარეთ გარდამავალი 3-წლიანი პერიოდი და 2019 წელს მივიღეთ კავკასსერტის ბიოსერტიფიკატი. მას შემდეგ ჩვენს მეურნეობას ყოველწლიურად უტარდება ინსპექტირება და იღებს ბიოსერტიფიკატს.

 

რა მიგაჩნიათ ბიომეურნეობა „ფონას“ დამახასიათებელ ნიშად?

ჩვენი მეურნეობისთვის დამახასიათებელია ის, რომ სათესლე მასალად ვიღებთ ჩვენსავე გამოყვანილ თესლს, მხოლოდ ჯიშებს და არა ჰიბრიდებს. აგრეთვე, ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ თესლბრუნვას, ნიადაგის ორგანულ განოყიერებას სიდერაციით და კომპოსტით. მნიშვნელოვანია ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება მულჩირებით და წვეთოვანი რწყვის მეთოდით.

 

 

როგორია მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე?

სამომავლოდ, გვაქვს განვითარების, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის რაოდენობის გაზრდის რესურსი, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე ნაკლებია. არცერთი სავაჭრო ქსელი არ არის დაინტერესებული საქართველოში წარმოებული პროდუქტის ბიოდახლის მოწყობით. არადა, მსგავსი წამოწყება დიდი სტიმული იქნებოდა ჩვენი და ჩვენნაირი მეურნეობების განვითარებისთვის. არასაკმარისია ის მცდელობები, რასაც ხელისუფლება იჩენს ბიოწარმოების განვითარებისთვის. საქმეს წაადგებოდა ბიომეურნეობებთან უშუალო დიალოგი.

 

სად შეგვიძლია „ფონას“ პროდუქტის შეძენა?

დღესდღეობით, ჩვენი პროდუქცია იყიდება თბილისის რამდენიმე მაღაზიაში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ბიოპროდუქტების რეალიზაციაზე. მათი პოვნა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე.

 

ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

მომავალი წლის გაზაფხულიდან იხსნება ბიომეურნეობა „ფონასთან“ არსებული სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი „გეა“. სასწავლო ცენტრში მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ აკრედიტებული ბიოდინამიკური მებოსტნეობის გადამზადების კურსი. ცენტრში შესაძლებელი იქნება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, სასწავლო ნაკვეთზე მუშაობა, ცხოვრება და დასვენება.

 

ასევე გაეცანი

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში
Gastro

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში

September 7, 2023
#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“
Gastro

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023
#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“
Gastro

#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“

September 7, 2023
#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში
Gastro

#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ტყის პირველი ბაღი ღია ცის ქვეშ – „ბუნებარე“ თამაშის წესებს ცვლის

#OK! ტყის პირველი ბაღი ღია ცის ქვეშ – „ბუნებარე“ თამაშის წესებს ცვლის

May 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! NBA-ის ყველა მოთამაშე, რომელთანაც ქენდალ ჯენერს რომანი ჰქონდა

#OK! NBA-ის ყველა მოთამაშე, რომელთანაც ქენდალ ჯენერს რომანი ჰქონდა

April 24, 2021
#OK! როგორი იყო ლეგენდარული ჯეინ ბირკინის სტილი: შთაგონება ყოველდღიურობისთვის

#OK! როგორი იყო ლეგენდარული ჯეინ ბირკინის სტილი: შთაგონება ყოველდღიურობისთვის

July 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 85 წლის გახდებოდა

September 23, 2023
#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

#OK! ლაილა მოსი Perfect Magazine-ისა და Valentino-ს ერთობლივ წვეულებას დაესწრო

September 19, 2023
#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

#OK! AD BLACK SEA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

September 20, 2023
#OK! თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შერიგდნენ!

#OK! თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შერიგდნენ!

September 18, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები