• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სპორტდარბაზი „წრე“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მულტიფუნქციური ცენტრი „წრე“ აერთიანებს როგორც სატრენაჟორო დარბაზს, ისე კრივის, პილატესის, იოგას, აერობიკის, სპინინგისა და სხვა წრეებს. გარდა ამისა, ეს არის სივრცე, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და გამორჩეული დიზაინის ტრენაჟორები. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან „წრე“ იტალიური პრემიუმსატრენაჟორო ბრენდის, „პანატას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა საქართველოში. აღნიშნული ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით, სანდოობითა და დიზაინით. უფრო ვრცლად ამ სიახლის შესახებ ჟურნალ OK-ის „წრის“ დირექტორი, ალექსანდრე წერეთელი ესაუბრა.

 

როგორია „წრის“ შექმნის ისტორია?

„წრის“ შექმნის იდეა 7 წლის წინ გაჩნდა. ბრენდის მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები არა მხოლოდ საკუთარი სხეულის გასაჯანსაღებლად ივლიდნენ, არამედ სხვადასხვა წრეში ჩაერთვებოდნენ და ახალ გატაცებებს იპოვიდნენ.

გარდა ამისა, „წრე“ არის სივრცე, სადაც განსხვავებული ადამიანები საერთო მიზნის მისაღწევად იკრიბებიან, იძენენ ახალ მეგობრებს და, უბრალოდ, დამღლელი დღის წინ ან სულაც დღის ბოლოს განტვირთვას პოულობენ.

 

 

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

იმისათვის, რომ ჩვენს დარბაზში ვარჯიში მომხმარებლისთვის უფრო მოქნილი ყოფილიყო, ჩვენ მათ მხოლოდ ერთი ტიპის ულიმიტო აბონემენტი შევთავაზეთ. აღნიშნული აბონემენტით შესაძლებელია სხვადასხვა უფასო წრეზე დასწრება, როგორიცაა: კრივი, იოგა, პილატესი, აერობიკა, სპინინგი, მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშები და სხვ.

იმ მომხმარებლებს, ვისაც სურთ დასახულ მიზანს უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ, ჩვენი დარბაზი სთავაზობს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მწვრთნელების ინდივიდუალურ გაკვეთილებს როგორც ფიტნესის, ასევე კრივის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, 5-16 წლამდე ბავშვები ჩვენთან კრივისა და ტანვარჯიშის გაკვეთილებზე მოიყვანონ.

ასევე, ჩვენს დარბაზში მომხმარებლებს სისტემატურად შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ველოსიპედებით 1 დღის განმავლობაში და ისარგებლონ საოჯახო და სტუდენტური ფასდაკლებებით.

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გახდით იტალიური ბრენდის „პანატას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

იტალიური პრემიუმსატრენაჟორო ბრენდი „პანატა“ უკვე 60 წელია ფიტნესბაზარზე ოპერირებს, რაც მას ყველაზე ძველ იტალიურ სატრენაჟორო კომპანიად აქცევს. ბრენდის მთლიანი ფიტნესხაზი პრემიუმხარისხის ნედლეულითაა დამზადებული იტალიაში. ჩვენი სპორტდარბაზი „წრე“ უკვე მეშვიდე წელია „პანატას“ აღჭურვილობით სარგებლობს და სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გვიბიძგა გაგვეფორმებინა პარტნიორობა აღნიშნულ ბრენდთან.

სექტემბერში ვიმყოფებოდი იტალიაში, ქალაქ აპიროში, სადაც მდებარეობს „პანატას“ ქარხანა, რათა ჩემი თვალით მენახა სამუშაო პროცესი. გავიცანი რუდი პანატა, „პანატას“ დამფუძნებელი, რომელიც დაარსების დღიდან ქმნის ახალ ტრენაჟორებს საკუთარი ოჯახური ბიზნესისთვის. ბრენდის ისტორია რუდი პანატას ავტოფარეხიდან დაიწყო და მათ პროდუქციას დღეს უკვე მსოფლიოს 90 ქვეყნის ბაზარზე შეხვდებით. მიხარია, რომ ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეუერთდა და „წრე“აღნიშნული იტალიური პრემიუმსატრენაჟორო ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „პანატას“ პოპულარობა განაპირობა ცნობილი მსახიობის, ბოდიბილდერისა და ფიტნესინდუსტრიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, არნოლდ შვარცენეგერის ღრმა სიმპათიამ და ერთგულებამ „პანატას“ ბრენდის მიმართ.

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „პანატას“ ფიტნესბაზარზე?

„პანატას“ საერთაშორისო პოპულარობა და ხარისხის აღიარება განპირობებულია მუდმივი განვითარების სურვილითა და ინოვაციებისკენ სწრაფვით. სხვა სატრენაჟორო ბრენდებისგან განსხვავებით, იგი ყოველწლიურად ქმნის ახალ აღჭურვილობას, რომელიც ბიომექანიკური ფუნქციით, ესთეტიკურობითა და სანდოობით გამოირჩევა.

მოგეხსენებათ, იტალიელები გემოვნებითა და საკუთარი დიზაინით გამოირჩევიან, ამ მხრივ „პანატას“ სატრენაჟორო აღჭურვილობაც არ არის გამონაკლისი. „პანატას“ კარდიოხაზის დიზაინი ცნობილ იტალიურ დიზაინერულ სახლს, „პინინფარინას“ ეკუთვნის. აღნიშნული ხაზის დიზაინით სარგებლობენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: „ფერარი“, „ბენტლი“, „ალფა რომეო“ და სხვ.

გარდა გამორჩეული დიზაინისა, „პანატა“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს 2000-ზე მეტი დეტალის ფერის კომბინაციასა და საკუთარი სამკერვალო სახლის ბრენდირებას. სწორედ ეს მატებს „პანატას“ პროდუქციას ინდივიდუალურობას, რისი წყალობითაც სპორტდარბაზები მარტივად გამოირჩევა კონკურენტებისგან.

 

 

სამომავლო გეგმები…

ჩვენმა გამოცდილებამ და მრავალრიცხოვანი მომხმარებლის თხოვნამ დაგვარწმუნა, რომ დარბაზი უნდა გაფართოვდეს და გაიზარდოს. ახალ ფილიალში, გარდა იმ მეგობრული და პროფესიონალური გარემოსი, რომელსაც „წრე“ უკვე 7 წელია სთავაზობს მომხმარებელს, ჩვენი სტუმრები ასევე იხილავენ „პანატას“ უახლეს პროდუქციას. ახალი ფილიალი იფუნქციონირებს როგორც სპორტდარბაზი და ამავდროულად იქნება შოურუმიც, სადაც მომხმარებელი საკუთარი თვალით ნახავს და მოსინჯავს „პანატას“ უახლეს პროდუქციას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჰეილი სტეინფილდი Versace-ს ძვირადღირებული ორეულით! მომღერალი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! ჰეილი სტეინფილდი Versace-ს ძვირადღირებული ორეულით! მომღერალი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 13, 2021
#OK! “მოცეკვავე მილიარდერის” – ჯანლუკა ვაკის მცირეწლოვან ქალიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

#OK! “მოცეკვავე მილიარდერის” – ჯანლუკა ვაკის მცირეწლოვან ქალიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

April 17, 2021
#OK! რას ეძებენ ქართველები GOOGLE-ში ყველაზე ხშირად?

#OK! როგორ ინანიებენ ადამიანები ცოდვებს ონლაინ

December 10, 2021
#OK! როგორ გამოიყურება კაილი ჯენერი მშობიარობის შემდეგ: ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა

#OK! როგორ გამოიყურება კაილი ჯენერი მშობიარობის შემდეგ: ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა

March 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! 2026 წლის ოსკარის პროგნოზები – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სეზონი

#OK! 2026 წლის ოსკარის პროგნოზები – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სეზონი

March 11, 2026
#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი  მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

#OK! Flex Fitness – მეტი, ვიდრე ფიტნესკლუბი მხარდაჭერის და შინაგანი ტრანსფორმაციის ადგილი

March 9, 2026
#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

#OK! 7 ფილმი ქალებზე, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს

March 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები