• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბასკეთის კულინარიულ ცენტრთან პარტნიორობით, გურჯაანში კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსოფლიოს წამყვანი − ბასკეთის კულინარიული ცენტრის, შეფმზარეულებმა 11 და 14 ივლისს საქართველოში, კერძოდ ბაზარი ორბელიანზე არსებულ გასტროსკოლაში, ტრენინგები მოქმედი სუ‑შეფებისთვის, შეფ დე პარდიეებისთვის და დემი შეფებისთვის ჩაატარეს. აღნიშნული ტრენინგები „კავკასიის უნივერსიტეტის“ მიერ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით, პროექტისთვის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ განხორციელდა.

პროექტის შემდეგი ეტაპი შემოდგომაზე ჩატარდება, სადაც აღნიშნულ ტრენინგებზე შერჩეული საუკეთესო 4 შეფმზარეული ფართო აუდიტორიას ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ 2024 წელს კახეთში, კერძოდ გურჯაანში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ბასკური კულინარიის ცენტრი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სიმბოლური გასტრონომიული სკოლაა. აღნიშნულ თემაზე უფრო დეტალურად ჟურნალ OK!-ის ესაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში − ბუბა ლეჟავა.

 

უპირველესად, გვესაუბრეთ ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფმზარეულების მიერ ჩატარებულ ტრენინგზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია ქართველი სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და გასტრონომიის სექტორში პროფესიონალთა და ტრენერთა ინოვაციური მოდელის შექმნა. ამჟამად, საქართველოში გასტრონომიის მიმართულებით არ არსებობს პროფესიული გადამზადების პროგრამები, რომლებიც შექმნილია ასეთი დონის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამრიგად, პროფესიული გასტრონომიული განათლება და საქართველოს მთელი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია ისარგებლებს ცოდნისა და გამოცდილების გადაცემით ევროპული გასტრონომიის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრისგან.

ტრენინგები ორი მიმართულებით ჩატარდა: კრეატიულობა/სერვირება და გასტრონომიული ტრენდები/ავანგარდის ტექნიკა. ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალურ გასტრონომიულ ტენდენციებს, ასევე, ავანგარდული კულინარიის ტექნიკებს, „ახალი ინგრედიენტების“ გამოყენებასა და კრეატიული კერძების შექმნას.

როგორ გაჩნდა ბასკური კულინარიის ცენტრის საქართველოში შექმნის იდეა?

ბასკეთის კულინარიის ცენტრთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე წელია. ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში წამყვანი სასწავლებლის თუ ორგანიზაციის შემოყვანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს მოითხოვს დროს. შედგა რამდენიმე ორმხრივი ვიზიტი, შეხვედრები გაიმართა გასტრონომიის ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებთან: კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, გასტრონომია-კულინარიის ასოციაციებთან, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან და ა.შ. 2021 წლის სექტემბერში კი ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და ბასკეთის კულინარიის ცენტრს შორის.

ხელშეკრულების ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრი დაეხმარება კავკასიის უნივერსიტეტს კავკასიის გასტრონომიის აკადემიის (CAG) შექმნაში, აკადემიური და ტრენინგ-პროგრამების განვითარებაში და სხვადასხვა საინტერესო პროექტში.

კავკასიის გასტრონომიის აკადემიის მიერ პირველი სტუდენტების მიღება იგეგმება 2024-2025 აკადემიურ წლებში, თუმცა ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

 

გვესაუბრეთ კავკასიის გასტრონომიული აკადემიის მიზანზე.

კავკასიის გასტრონომიული აკადემია არის კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმის თანამშრომლობა, სადაც საჯარო და კერძო სექტორი ერთიანდება ერთი მიზნის მისაღწევად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მოხდება კავკასიის გასტრონომიული აკადემიის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ყველა სამუშაოს ჩატარება, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ბასკეთის კულინარიის ცენტრთან პარტნიორობით, საგანმანათლებლო (პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო) პროგრამების შექმნა და ოპერირება. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია საქართველოში.

გასტრონომიული აკადემიის მიზანია, ინდუსტრიის პროფესიონალებთან ერთად განავითაროს თანამედროვე, ინოვაციური, მსოფლიოს წამყვან პრაქტიკაზე დაფუძნებული ქართული გასტრონომიის ეკოსისტემა აკადემიური და ტრენინგ-პროგრამების შექმნით.

თქვენი აზრით, რამდენად განვითარებულია გასტრონომიული ტურიზმი საქართველოში?

ვფიქრობ, საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება გასტრონომიული ტურიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ქვეყნის იერსახეს ყველაზე ავთენტურად წარმოაჩენს. საქართველო, თავისი უნიკალური გასტრონომიით, მართლა საინტერესო ქვეყანა შეიძლება იყოს ტურისტებისთვის. უდიდესი პოტენციალია როგორც გასტრონომიული ტურების, ისე ღვინის და აგრო მიმართულების რეგიონული ტურების მოსაწყობად. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს არა მარტო აღმოჩენას/წარმოჩენას უძველესი ქართული ავთენტური გასტრონომიის, არამედ მათ პოპულარიზაციას და ენოგასტრონომიულ ტურისტულ მარშრუტებში დამკვიდრებას, რაც ადგილობრივი აგროტურიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალაც შეიძლება გახდეს. ჩვენ გვაქვს ყველის უნიკალური სახეობები, თავისი ძალიან ავთენტური მომზადების ტექნოლოგიებით. გვაქვს ღვინის მრავალი სახეობა, ღვინის წარმომავლობის მთავარ ლოკაციად მოვიაზრებით და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიაც ამას ადასტურებს, სხვა კვლევებს რომ დავანებოთ თავი. ამ მხრივ საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ უდიდესი პოტენციალის ასათვისებლად კიდევ უზარმაზარი შრომაა გასაწევი.

ასევე გაეცანი

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის
Gastro

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები