• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ანაპეა – ნატურალური ღვინის კონცეფცია

November 3, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ანაპეა“ საოჯახო ბიზნესად ქცეული ცხოვრების წესია. აქ წარმოდგენილი ბუნებრივი ღვინო არ არის რაიმე ჩარჩოში ან სტანდარტში მოქცეული – ღვინის ეს სახეობები, თავისი ბუნებით, ნამდვილი, ცოცხალი და თავისუფალია. ღვინის არომატში იგრძნობა ის ბუნება, სადაც ეს ღვინოა დამზადებული.თითოეულს ინდივიდუალური, გამოხატული ხასიათი და თვისება აქვს, რაც ამ სახეობების განსაკუთრებულობას და დახვეწილობას უსვამს ხაზს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ანაპეას“ შემქმნელს, ხატია დარგუაშვილს.

გვიამბეთ „ანაპეას” შექმნის ისტორია.

„ანაპეა“ ოჯახური ბიზნესია, რომელიც დავაარსეთ 2014 წელს, მას შემდეგ, რაც შევიძინეთ სრულიად არა კულტურული, მიტოვებული მიწა ყვარლის რაიონში, მისიით, რომ შეგვექმნა ეკოსისტემა, გვეწარმოებინა ბუნებრივი/ნატურალური ღვინო, აღგვედგინა ნამდვილი კახური სოფელი, თავისი მეურნეობით, ვენახით, მარნით და საცხოვრებელი სახლებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი თბილისის ქაოსს მოწყვეტა და ბუნებასთან დაკავშირება იყო. პირველი, რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ მიწის, ნიადაგის გამოცოცხლება, რადგან გვჯერა, რომ ღვინის საწყისი მიწაშია. დავიწყეთ მასზე ზრუნვა, რათა აღგვედგინა ნიადაგის ბუნებრივი ბალანსი და მდგომარეობა.

გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი ღვინის ფართო ასორტიმენტზე.

გავაშენეთ 7 უძველესი კახური ვაზის ჯიში: ქისი, ხიხვი, ვარდისფერი რქაწითელი, მწვანე, რქაწითელი, მცვივანი და საფერავი. გარდა ამისა, რითაც ძალიან ვამაყობთ, ძველი ქართული ჯიშების აღსადგენად და საილუსტრაციოდ გავაშენეთ იშვიათი, საკოლექციო 33 ვაზის ჯიში, როგორიცაა:

ოქროულა, საფენა, ინგილოური, ბუერა, იყალთოს წითელი, ღრუბელა და ა.შ.

შევქმენით ეკოსისტემა, რომელიც სრულიად დაცლილია ქიმიური დანამატებისგან, პესტიციდებისგან, ჰერბიციდებისგან, როგორც ვენახში, ასევე ღვინოში.

გვესაუბრეთ „ანაპეას“ ვენახების შესახებ.

ვენახები გვაქვს კახეთის ტერიტორიაზე, ყვარელსა და საგარეჯოში. მიწის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირი ღვინო გამოდის. ნაბიჯ-ნაბიჯ, ბუნებისგან ვსწავლობდით და ვსწავლობთ მეღვინეობას, მევენახეობას, რადგან ის თავად გვკარნახობს, თუ რა არის გასაკეთებელი. ყველაფერს თავისი ციკლი და დრო აქვს. გარდა ამისა, ღვინის დასაყენებლად, ისევე, როგორც დაძველებისთვის, ვიყენებთ მხოლოდ ქვევრს.

სად არის შესაძლებელი თქვენი ღვინის შეძენა?

ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვართ ექსპორტზე, თუმცა საქართველოშიც, რამდენიმე რესტორანში ღვინო აქტიურად იყიდება. შესაბამისად,  ჩვენი ღვინის შეძენა შესაძლებელია როგორც რესტორანში „შავი ლომი“, ასევე „ნინიას ბაღში“.

რას ანიჭებთ უპირატესობას ღვინის შექმნის დროს?

უპირატესობა ბუნებრივ ღვინოს ენიჭება. ნატურალური ღვინო ფილოსოფიაა, ცხოვრების წესია, ვიდრე რაიმე კარგად განსაზღვრული, გაწერილი კატეგორია. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ მიწა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რგოლი, შთამბეჭდავი ღვინის დაყენებისას. არ გამოვიყენებთ ქიმიურ პრეპარატებს, არავითარ პესტიციდს და ჰერბიციდს. ეს, რა თქმა უნდა, მეტ შრომას მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობთ, ეს შრომა აისახება ჩვენი ღვინის სახეობების ხარისხზე. ბუნებრივი ღვინო ცოცხალია, ნამდვილია,  აქვს იმ ყურძნის გემო, რომლისგანაც მზადდება და იმ ადგილის არომატი, სადაც მოდის. ყველას თავისი ინდივიდუალური, გამოხატული ხასიათი და თვისება აქვს, არ ჰგვანან ერთმანეთს. ყველა მათგანს, 39-ივეს სხვადასხვა ბუნება აქვს. ჩვენ არ ვერევით, არ ვცდილობთ გადავაკეთოთ მათი ბუნება და ხასიათი, ვაძლევთ საშუალებას, იყვნენ ნამდვილი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გაზაფხულზე ვგეგმავთ ჩვენი პროექტის დასრულებას. გაიხსნება სასტუმრო, თუმცა ეს არ იქნება სტანდარტული სახის. ვაშენებთ კახურ სოფელს, ნამდვილს, როგორიც იყო საუკუნის წინ. 2 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება სხვადასხვა ტიპის კახური სახლი, ყველა სახლს ექნება საკუთარი ეზო, სადაც სტუმრები თავად შეძლებენ მოყვანილი ბოსტნეულისა თუ ხილის მოკრეფას. ცალკეა სარესტორნო, სადეგუსტაციო, საკონფერენციო და საკონცერტო სივრცე, რომელიც განთავსებულია შუა ვენახში და სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება. გვინდა ვუმასპინძლოთ ჯაზის, კლასიკური მუსიკის ფესტივალებსა თუ კონცერტებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ღვინის მუზეუმი, სადაც სტუმრები გაეცნობიან ღვინის მიგრაციის ისტორიას, ღვინის დაყენების უწყვეტ ტრადიციულ მეთოდებს და იმოგზაურებენ დროში. ბავშვებისთვის ნამდვილ ჯადოსნურ სამყაროს ვქმნით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

[email protected]

Facebook: ანაპეა • Anapea

Instagram: anapea_village

ტექსტი: ნინი ჯიბლაძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026
#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება
Gastro

#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება

July 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები