• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

გსურთ შეისწავლოთ ინგლისური ენა სწრაფად და ეფექტურად და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე რომელ სასწავლო ცენტრს მიმართო? მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან გიამბობთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცენტრის Cambridge Education Corner-ის შესახებ, რომელიც საზოგადოების წინაშე ახალი ფიალიალით წარსდგა. ეს არის ადგილი,  რომელიც მსურველებს სთავაზობს ენის შესწავლის ძალიან სახალისო მეთოდებს, რაც საბოლოო ჯამში მოგცემთ უმაღლეს შედეგს უმოკლეს დროში. ცენტრი თავიდან ბოლომდე მორგებულია მოსწავლეებზე, ამიტომ თანამედროვე სწავლების მეთოდები და სტრატეგიები მათ საშუალებას აძლევს ენა გაცილებით მარტივად ისწავლონ და ისაუბრონ ინგლისურ ენაზე თავისუფლად. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ გთავაზობთ ინტერვიუს დამფუძნებლებთან გურანდა ხაბეიშვილთან და სალომე გურეშიძესთან, რომლებიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობენ ამ და სხვა საინტერესო სიახლეების შესახებ.

 

 

 

 

 

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია გაიხსნა Cambridge Education Corner-ის ახალი ფილიალი. გვიამბეთ ამის შესახებ. სად მდებარეობს და რა სიახლეებს შესთავაზებთ საზოგადოებას?

დიახ, გაიხსნა Cambridge Education Corner-ის ახალი ფილიალი, რომელიც მდებარეობს თორნიკე ერისთავის ქუჩაძე 8 ნომერში, „კიკვიძის ბაღთან“.

როგორც ცნობილია ცენტრი ემსახურებოდა ინგლისური ენის შესწავლის ნებისმიერ მსურველს, არც ეს ფილიალი იქნება გამონაკლისი. ჩვენთან მოსულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მრავალფეროვანი პროგრამებით. აღსანიშნავია, რომ ასაკი არც აქამდე იყო განსაზღვრული, ამიტომ ახალი ფილიალი მიიღებს როგორც  მცირეწლოვან ბავშვებისთვის და მოზარდებს, ასევე ზრდასრულებს.

 

რა იყო ცენტრის დაარსების მიზანი და მოტივაცია?

Edu Corner არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა – სწორედ ეს დევიზი აერთიანებს ჩვენს ხედვასა და მიდგომებს ენის სწავლებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მოტივაცია.

გვსურდა, რომ შეგვექმნა ისეთი სასწავლო სირვცე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე და ინოვიციური სწავლების მეთოდებს. გვინდოდა ინგლისური ენის სწავლა სულ სხვა კუთხით დაგვენახებინა ჩვენი  მოსწავლეებისთვის. ის რომ ეს პროცესი სულაც არ არის მოსაწყენი, არამედ პირიქით შესაძლოა ძალიან სასიამოვნოც კი გახდეს თუ კი სწორად მივაწვდიდით მათ.  ეს მათთვის საინტერესო, სახალისო, კრეატიული და რა თქმა უნდა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

დიდხანს ვსჯელობდით ზოგადად თუ რა კონცეფცია უნდა შეგვექმნა და რა ტიპის პროდუქტის შეთავაზება გვსურდა ჩვენი მოსწავლეებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში სწავლა უფრო სწრაფი და ეფექტურია. ის აქტიურად არის ჩართული უშუალოდ პროცესში, სადაც ყველაფერი სახალისო, საინტერესო და პრაქტიკაზე დაფუძნებულია.

 

რითი განსხვავდება ცენტრი, რა არის თქვენი ნიშა?

ჩვენი მიზანია დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუკეთოთ ინგლისური ენის სწავლის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეების ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაზე.

ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც მოიცავს სწავლების კომუნიკაციურ მიდგომას, სახალისო, ინტერაქტიულ გაკვეთილებს, თამაშით/კეთებით სწავლებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებმა ენა ისწავლონ ბუნებრივად და სახალისოდ, დავალებაზე/პრობლემაზე და პროექტზე-დაფუძნებულ სწავლებას.

მთავარი ნიშა ზუსტად, რომ ამ თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების სინთეზშია, რომლებიც ჩვენ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ენა გაცილებით მარტივად ისწავლონ და ისაუბრონ ინგლისურ ენაზე თავისუფლად.

 

გვესაუბრეთ შედეგებზე. რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩვენი მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის მათთან პოზიტიული უკუკავშირი. ძალიან გვახარებს და უდიდეს მოტივაციას გვაძლევს მათი შედეგები ჩვენთან სწავლის დროს. პროგრესს, რომელსაც თვითონაც გრძნობენ და თავადაც აღნიშნავენ. ყოველი მოსწავლის მიღწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი! მათი პოზიტიური შეფასებები, თუ როგორი სასიამოვნოა სწავლის პროცესი, ის რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც, ამგვარი სასწავლო პროცესი მათ ენერგიასა და მოტივაციას აძლევთ.

იმისთვის რომ მოსწავლე შედეგზე გავიდეს, ამისთვის ჩვენი კვალიფიცირებული გუნდი (ჩვენი მასწავლებლები და ტრენერები) აქტიურად მუშაობს. ინდივიდუალური უკუკავშირები და კომუნიკაცია სისტემატურ რეჟიმში გვაქვს, რათა ყველა მოსწავლის საჭიროება და ინტერესები გავითვალისწინოთ სწავლის პროცესში. მაქსიმალურ ენერგიას ვდებთ ყველანი ერთად, რომ ჩვენს მოსწავლეებამდე ეს ყველაფერი ეფექტურად მივიტანოთ.

 

რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?

ჩვენი სასწავლო პროგრამები გათვლილია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. გვაქვს კურსები როგორც ბავშვებისთვის (4 წლის ასაკიდან), ასევე ზრდასრულთათვის, რომლებსაც ენის შესწავლა სურთ სამსახურეობრივი თუ ყოველდღიური მიზნებისთვვის.

ბავშვებსა და მოზარდებს ვთავაზობთ ზოგადი ინგლისური ენის კურს, კვირაში 2-ჯერ. ასევე, მათთვის გვაქვს საშაბათო-საკვირაო სკოლა (My English Weekend), სადაც ინგლისურ ენასთან ერთად, ინგლისურენოვანი საგნებია ინტეგრირებული. ამას გარდა, ვუძღვებით ინტენსიურ საზაფხულო სკოლას ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

რაც შეეხება ზრდასრულებს, სწავლება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: არის ზოგადი და სასაუბრო ინგლისური ენის კურსები, ასევე ბიზნეს-ინგლისური, ინგლისური სამსახურებრივი მიზნებისთვის. სასწავლო პროგრამა ბრიტანეთშია შედგენილი და სრულად ერგება ჩვენს აუდიტორიას.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ წასვლა სურთ სასწავლო ან სამუშაო მიზნით, ვთავაზობთ საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ IELTS-ის, TOEFL-ის, SAT-ის კურსებს ბრიტანეთსა და ამერიკაში მიღებული კვალიფიკაციის მქონე გამოცდილ ტრენერებთან.

გარდა ამისა, მსურველებს საშუალებას ვაძლევთ საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, ინგლისში წავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად გაგვყავს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე. გამოცდებისთვის მომზადებაში ისინი დამატებით საფასურს არ იხდიან. პროგრამაში ინტეგრირებული გვაქვს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, რაც დამატებით შესაძლებლობასა და მოტივაციას აძლევთ მოსწავლეებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შედეგი.

 

როგორია სამომავლო გეგმები?

ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს მოკლედ გაგიმხელთ, რეგიონებიდან დაინტერესებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამების განახლება და დამატება, რაც დაინტერესებული ჯგუფების პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 31, 2022
#OK! 6 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც ბენ აფლეკი ხვდებოდა

#OK! 6 ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც ბენ აფლეკი ხვდებოდა

August 21, 2023
#OK! პროფესია ჟურნალისტი

#OK! პროფესია ჟურნალისტი

June 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები