რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Techno

#OK! 3 მთავარი შეცდომა სტარტაპის შექმნის დროს

ნოემბერი 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

სტარტაპის მთავარ შეცდომასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი სტატია, ვებინარი, ავტორიტეტული ანტერპრენერების მოსაზრება, Success Story და სხვა მაგალითები. ჩემი აზრით, სტარტაპის შექმნისას მნიშვნელოვანია გავეცნოთ მათ, ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე და მოვემზადოთ დასაწყისშივე წარმატების გზაზე არსებული უამრავი დაბრკოლებისთვის, რადგან ერთი შეხედვით მარტივმა და არც ისე მნიშვნელოვანმა შეცდომამ დიდი წარმატება შესაძლოა დიდ წარუმატებლობად აქციოს.

მოდით გავიაზროთ, რომელია ეს შეცდომები. თქვენ ხშირად გადააწყდებით ისეთ მოსაზრებებს, როგორებიცაა: R&D-ის გარეშე პროექტის შემუშავება, არასწორი სამიზნე აუდიტორიის დასახვა, კონკურენციის ფუნდამენტური ანალიზის იგნორირება, ბაზარზე ზედმეტად ადრე შესვლა, ბაზრის მოთხოვნის არშესწავლა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი შეცდომებია, თუმცა არ არის კრიტიკული, რადგან მათი გამოსწორება შესაძლებელია დროის რაციონალურ მონაკვეთში.

სხვადასხვა წყარო ხშირად აიდენტიფიცირებს ერთსა და იმავე პრობლემას, Thinking too small − მცირეზე ფიქრი. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის პირველი კრიტიკული შეცდომა სტარტაპის შექმნის დროს, რადგან ცუდ, საშუალო და კარგ იდეას შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, სწორედ მისი მასშტაბია. ცუდი იდეა უტოლდება პატარა იდეას, კარგი იდეა უტოლდება დიდს. თუ ვინმე დაგიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სტარტაპი უნდა აგვარებდეს მცირე, კონკრეტული სეგმენტის პრობლემას, დაუსვით მას შემდეგი შეკითხვა: ვინ არის ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი? ამ შემთხვევაში, ის გიპასუხებთ ხუთი პიროვნებიდან ერთ-ერთს: ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, მარკ ზაქერბერგი. შემდეგ ჰკითხეთ – რამხელაა მათი იდეების მასშტაბი?

ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ, რომ კარგი იდეა ნიშნავს დიდ იდეას, და თუ გვსურს, რომ დიდი იდეა რეალობად ვაქციოთ, საჭიროა ვიპოვოთ გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად შეძლებს ამ იდეის განხორციელებას. სწორედ გუნდის ჩამოყალიბების დროს შეიძლება დავუშვათ მეორე კრიტიკული შეცდომა − არასწორი გუნდის ჩამოყალიბება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეცდომა არ მოგვივიდეს?

 

უნდა განვსაზღვროთ გუნდის წევრების აუცილებელი თვისებები:

  1. დიდი იდეით შეპყრობის უნარი − სტარტაპის დროს, გუნდის წევრი აუცილებლად უნდა იყოს შეპყრობილი დიდი საერთო იდეით, რის გამოც ქმნით გუნდს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, ადამიანი შეძლებს საკმარისი ნიჭის, კრეატიულობისა და ენთუზიაზმის გამოვლენას.
  2. ნიჭიერება − ბევრს ჰგონია, რომ ნიჭი არის რაღაც სტატიკური, თანდაყოლილი თვისება, რომელიც გაქვს, ან არ გაქვს. ჩემი აზრით, ეს მცდარი შეხედულებაა. ნიჭს იწვევს ორი ძირითადი ფაქტორი − სურვილი და შრომისმოყვარეობა. რაც უფრო მეტად გსურს და ცდილობ, მით უფრო ნიჭიერი ხარ. არსებობენ ზე-სურვილისა და ზე-შრომისმოყვარეობის მქონე ადამიანებიც, მათ გენიოსებს ვუწოდებთ. სწორედ ამიტომ, იქნები ბრიყვი, ნიჭიერი თუ გენიოსი, შენი არჩევანია.
  3. კეთილსინდისიერება − ადამიანი შეიძლება იყოს შეპყრობილი დიდი იდეით და გამოავლინოს უნიკალური უნარები, თუმცა ვერ მოგცეს შედეგი, რადგან ამასთან ერთად აუცილებელია კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად არის ადამიანი გუნდისა და იდეის ერთგული.

აღსანიშნავია, რომ მესამე კრიტიკული შეცდომა შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც პირველმა, ასევე მეორე კრიტიკულმა შეცდომებმა. ეს არის დროის არარაციონალურად გამოყენება. მაგალითად, პატარა იდეაზე და დიდ იდეაზე ფიქრი იდენტურ დროს მოითხოვს.

მოდით აღვწეროთ 3 ფაქტორი, რომლებიც დროს ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად განსაზღვრავენ:

  1. ის არააღდგენადი რესურსია − დახარჯულ დროს ხომ ვერ დააბრუნებთ, რადგან წარსულში მომხდარი პროცესების შეცვლა შეუძლებელია.

  1. ის აუცილებლად შეზღუდულია − დრო მუდმივ დინებაშია, რის გამო ის ყოველთვის იხარჯება და სხვამ შესაძლოა შენზე უკეთ გამოიყენოს ეს რესურსი. თუ გსურს წარმატება, არ გაჩერდე, რადგან დრო არ დაგელოდება.

  1. დრო ყველასთვის თანაბარია − აქ არ ვგულისხმობ ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას. თქვენთვის და თქვენი კონკურენტისთვის დრო თანაბარი რესურსია, თქვენი მიზანია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში უფრო მეტი ცვლილება და წინსვლა განახორციელოთ. ამის გამო მას ყველაზე სამართლიანი რესურსიც შეგვიძლია ვუწოდოთ.

ჩემი აზრით, სწორედ ამ სამი შეცდომის გათვალისწინება არის ფორმულა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ერთი შეხედვით შეუძლებელი, რეალობად ვაქციოთ.

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი
Techno

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი

დეკემბერი 2, 2022
#OK! როგორ შეიქმნა www.sfero.ge – ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმა საქართველოში
Techno

#OK! როგორ შეიქმნა www.sfero.ge – ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმა საქართველოში

ნოემბერი 30, 2022
#OK! მაშო ავალიანი DJ-ის პროფესიის შესახებ
Techno

#OK! მაშო ავალიანი DJ-ის პროფესიის შესახებ

ნოემბერი 30, 2022
#OK! Robo Coder • რობო კოდერი – პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური მომავლისკენ
Techno

#OK! Robo Coder • რობო კოდერი – პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური მომავლისკენ

დეკემბერი 7, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! სელენა გომესი ავსტრალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! სელენა გომესი ავსტრალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 21, 2021
#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

ივლისი 7, 2022
#OK! ლილიბეტი – კომფორტული სამოსი პატარებისთვის

#OK! ლილიბეტი – კომფორტული სამოსი პატარებისთვის

ოქტომბერი 4, 2021
#OK! THE BODY SHOP-ის აქტიური ჩართულობით განხორციელებული პროექტები

#OK! THE BODY SHOP-ის აქტიური ჩართულობით განხორციელებული პროექტები

მარტი 15, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

იანვარი 26, 2023
#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

#OK! 10 ვარსკვლავი, რომელიც მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული

იანვარი 25, 2023
#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

იანვარი 24, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

#OK! ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ მეოთხედ იქორწინა

იანვარი 30, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×