• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

February 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1411.7 ლარით, ხოლო კაცების – 2123.2 ლარით განისაზღვრა. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საათობრივად ქალებს დაახლოებით 16%-ით ნაკლებს უხდიან, ხოლო თვიურად – 21%-ით ნაკლებს, ვიდრე კაცებს. ეს მონაცემები ეფუძნება 2020-21 წლებში სამუშაო ძალის გამოკვლევას. თუ რა არის გენდერული დისკრიმინაციის მიზეზი შრომით ურთიერთობებში, ამ და სხვა საინტერესო თემაზე დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი, დიმიტრი კირხანიდი გვესაუბრება.

 

გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

კერძო თუ საჯარო სამსახურებში მაღალ თანამდებობებს უმეტესად მამაკაცები იკავებენ. სტატისტიკურადაც, მათი ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე ქალის, თუმცა წინა წლებთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია პოზიტიურია, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით იცვლება. ვფიქრობ, ეს ტემპი არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ცვლილების მისაღწევად, მით უმეტეს, როცა გენდერული დისკრიმინაცია იგრძნობა მენტალიტეტშიც და ირიბ მოქმედებებშიც (უფრო ირიბი, ვიდრე პირდაპირი).

 

არის თუ არა დამსაქმებელი ვალდებული, ქალსა და კაცს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გადაუხადოს? როდის შეიცვალა ეს კანონით?

შრომითი კოდექსი გამკაცრდა 2023 წლის დასაწყისში, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ბევრმა დამსაქმებელმა და არც დასაქმებულმა არ იცის ამის შესახებ. რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია ქალს და კაცს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გადაუხადოს. არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს. ჩემთან კომპანიაში ქალებს უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. ამას აქვს ლოგიკური მიზეზები და არა მგონია ჩემი სფერო იყოს გამონაკლისი.

 

 

დიმა, ასევე, ხშირად გვესმის საქართველოში მოქმედ კომპანიებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ. როგორ უნდა დაარეგულიროს დამსაქმებელმა შრომის პირობებთან დაკავშირებული საკითხები?

დამსაქმებელი ვალდებულია, კანონის შესაბამისად დაუდოს ხელშეკრულება პოტენციურ კადრს. არ ამუშაოს არასამუშაო საათებში და არ მისცეს პრიორიტეტი რომელიმე ცალკე აღებულ ადამიანს ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გამო. სადაც ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, მანდ არასწორი მენეჯმენტია. სწორი მენეჯმენტი ნიშნავს რესურსების სწორ განაწილებას და, რაც მთავარია, სწორ დადებით/უარყოფით უკუკავშირს. სამსახურში არ უნდა იყოს პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი. დამსაქმებელმა (თუ დიდი კომპანიაა) არ უნდა ილაპარაკოს ხმამაღლა, თუ საიდან (რომელი დეპარტამენტისგან) შემოუვიდა უფრო დიდი თანხები. არ უნდა აგრძნობინოს, რომ სხვა დეპარტამენტი უფრო არამნიშვნელოვანია. დამსაქმებელს ასევე არ აქვს უფლება, დასვას ის კითხვები, რომელიც არ ეხება სამსახურს/საქმეს/საქმეებს.

 

როგორ ფიქრობთ, დღეს კვლავ აქტუალურია ქალთა უფლებებზე საუბარი?

დიახ, აქტუალურია ბევრი ფსიქოლოგიური თუ სექსუალური შევიწროების გამო. ყველა დამსაქმებელი არის დომინანტურ პოზიციაში და ამას სათავისოდ იყენებს. ეს არის მენტალიტეტი და იგი ჯერ არ შეიცვლება გლობალურად, საჭიროა წლები და კანონის კიდევ უფრო გამკაცრება. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიღებული კანონი არ არის ვიღაცის დაცვა, ეს არის, უბრალოდ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, ეს კი ცალკე პრობლემაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქალთა უფლებები არ არის დაცული სათანადოდ და არც ჩანს ამის პოზიტიური დინამიკა.

სათანადოდ არ არის დაცული ფეხმძიმე ქალის უფლებები, უფრო სწორად, დაცულია ფორმალურად ქაღალდზე, მაგრამ არა პრაქტიკაში. არ არის დაცული არც მივლინებები, ზოგი მივლინება არ ემსახურება კომპანიის მიზანს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის კონკრეტულ/პირად მიზნებს კონკრეტული ქალის ან ქალების მიმართ. ამით ირღვევა მათ შორის ბიზნესგარემოც. ბევრი ახალგაზრდა გოგო მიდის ქვეყნიდან, ხდება ჭკუის გადინება და ამის სხვა ქვეყანაში გამოყენება.

ვფიქრობ, გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს ამ პრობლემებზე და დამსაქმებლის ნაკლებად დომინანტურ პოზიციაზე გადაყვანა კანონითა და მენტალური პრინციპებით.

შრომით კოდექსზე როცა ვსაუბრობთ, რატომღაც, ვსაუბრობთ მინიმულურ ხელფასზე, გათავისუფლებაზე, შვებულებაზე, სამუშაო დროზე, პირობებზე და არა კონკრეტულად აღნიშნულ პრობლემაზე, რომელიც არ იკლებს წლების განმავლობაში. ამ პრობლემის გატანა შეიძლება უფრო მეტ სატელევიზიო ეთერში, რაც ფსიქოლოგიურად ყველა დამსაქმებელზე იმოქმედებს. უფრო მეტი აქტიურობა და მეტი ლაპარაკია საჭირო ამ თემაზე.

 

 

თქვენ ახსენეთ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, ამ მხრივ რა მდგომარეობაა?

სექსუალური შევიწროება იზრდება და ბევრი ახალგაზრდა გოგო ამის გამო არ მიდის სამსახურში, ან მიდის და მერე ამის გამო არ უნდა მუშაობის გაგრძელება. თან ამაზე არსად საუბრობს. გარდა ამისა, ზოგი დამსაქმებელი პრიორიტეტს ანიჭებს მას, ვინც გარეგნულად მოსწონს, რა დროსაც ისევ ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ბევრი ქმარი ამ მიზეზების გამო არ უშვებს ცოლს სამსახურში, რადგან იცის, რომ მსგავსი სიტუაციის ალბათობა მაღალია. ისევ და ისევ დომინანტური პოზიციის გამოყენებას ვუბრუნდებით.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა – ინტერვიუ ნუკი თორაძესთან

#OK! ევროპაში სწავლა დაუვიწყარი გამოცდილებაა – ინტერვიუ ნუკი თორაძესთან

September 5, 2022
#OK! ლედი გაგას გლამურული გამოჩენა “ბრენდონ მაქსველის” კაბით: ვარსკვლავი The Late Show-ს ესტუმრა

#OK! ლედი გაგას გლამურული გამოჩენა “ბრენდონ მაქსველის” კაბით: ვარსკვლავი The Late Show-ს ესტუმრა

November 16, 2021
#OK! რა ეცვათ ვარსკვლავებს “ოქროს გლობუსის” წითელ ხალიჩაზე

#OK! რა ეცვათ ვარსკვლავებს “ოქროს გლობუსის” წითელ ხალიჩაზე

January 11, 2023
#OK! HQD – ელექტროსიგარეტების პრემიუმბრენდი საქართველოში

#OK! HQD – ელექტროსიგარეტების პრემიუმბრენდი საქართველოში

November 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები