• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ვიზიონერი თანამედროვე სტომატოლოგიაში – ინტერვიუ სოფო რამიშვილთან

April 14, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

16-წლიანი სამედიცინო გამოცდილება, ინოვაციებისადმი ერთგულება სტომატოლოგიაში და საკუთარი კლინიკა, რომელიც სამედიცინო სფეროში ღირსეულ სიტყვას ამბობს. ექიმი-თერაპევტი, ქირურგი და პაროდონტოლოგი – სოფო რამიშვილი გვიყვება თავის პროფესიულ გზაზე, ინოვაციურ ხედვებსა და მიზნებზე.

 

 

 

სოფო რამიშვილი: სტომატოლოგიური კლინიკა „ესთეტიკი“ 15 წელია, რაც ბაზარზეა. საზოგადოებას ვთავაზობთ სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს უახლესი ტექნოლოგიებით. ჩემი გატაცება ყოველთვის იყო ცოდნისა და ინოვაციების მუდმივი ძიება ჯანდაცვის სფეროში. მზად ვარ განვახორციელო უახლესი მიღწევები პაციენტების შედეგების გასაუმჯობესებლად.

გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა, როგორ აერთიანებთ ტექნიკურ გამოცდილებას თანაგრძნობასთან, რათა სტომატოლოგთან ვიზიტი უფრო კომფორტული გახადოთ?

ჩემთვის სტომატოლოგია არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის გზა, დავეხმარო ადამიანებს, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნონ. მე მას ვხედავ, როგორც ჩემი ცხოვრების შესაძლებლობას სწავლის, ადაპტაციისა და პროფესიული წინსვლისკენ და ამ მხრივ საკუთარ პრაქტიკასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია დავეხმაროთ პაციენტებს სირთულეების სწორად აღქმასა და მათგან თავის დაღწევაში, როდესაც ისინი კონსულტაციისთვის მოგვმართავენ. ეს არის პრევენცია, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის გამოვლენა და სწორი მკურნალობის დაგეგმარება.

 

 

რა გხდით უნიკალურს? როგორ მოქმედებს პიროვნული თვისებები თქვენს პრაქტიკაზე?

ჩემი მიზანია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ პოზიტიური და სანდო გამოცდილების შექმნა მათთვის, ვინც ჩემს კლინიკაში მოდის. ტექნიკური უნარების გარდა, მჯერა, რომ ჩემი თანაგრძნობა და კომუნიკაცია ხელს უწყობს ნდობისა და კომფორტის შექმნას. აუცილებელია პაციენტებმა თავი მშვიდად იგრძნონ იმისთვის, რომ ისინი აქტიური მონაწილეები გახდნენ მკურნალობის პროცესში.

გვიამბეთ თქვენი პროფესიული მიღწევების შესახებ…

აკადემია IDEA-მ შესაძლებლობა მომცა იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო ცენტრში Micros-ში წარმატებით წარმედგინა ჩემი ნამუშევარი, „არხთა მექანიკური დამუშავება“, რომელიც მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებული გახდა და კომპანიამ შეიტანა თავის პრეზენტაციაში, როგორც მომავალი მასტერკლასების მუდმივი განხილვის საგანი.

გარდა ამისა, ჩართული ვიყავი პროფესიულ საზოგადოება GSPI-ში, სადაც გახლდით საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატი (2027-28) და ივენთების ორგანიზატორი. ვმუშაობდით ცვლილებებზე, – პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში ინოვაციური მიდგომების შემოტანაზე. ამ ხნის განმავლობაში მოწვეული  იყვნენ სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, ჩვენი მხრიდან განვახორციელეთ ვიზიტები მათთან, რათა სიახლეებს გავცნობოდით. სწორედ ამ პერიოდში გახლდით იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების წევრი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საგანმანათლებლო გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდას. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ პროფესიულმა განათლებამ მომცა ბიძგი, მონაწილეობა მიმეღო და დავსწრებოდი კონფერენციებს ევროპის სხვადასხვა ქეყანაში და ასევე ამერიკაში – კერძოდ კი ნიუ-იორკში, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ მასშტაბურ სტომატოლოგიურ გამოფენას Greater NY Dental Meeting-ი, რომელიც მეასე საიუბილეო შეხვედრა იყო და სადაც ვიზიტით იმყოფებოდნენ ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბის დონის პროფესორები. დავესწარი ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპიკერების სალექციო ნაწილს, როგორიცაა: Alan Atlas /Barry Musikant და სხვები. ვფიქრობ, ძალიან ინფორმაციული იყო ჩემი ვიზიტი, გავეცანი სიახლეებს, ვნახე ინოვაციური საჭიროებისა და შედეგიანობის ნაზავი.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გამოწვევა და პრობლემა, რომელიც სტომატოლოგებს გვხვდება, სწორედ ასეთი ნაყოფიერი ინფორმაციების გაცვლის წყალობით შეიძლება გადავჭრათ. აქვე დავამატებდი, რომ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ინსპირაციის წყაროა, თანამედროვე მიდგომები წარმატებით დავნერგო ჩემს კლინიკაში.

 

თქვენი წვლილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში…

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვმუშაობდი, იყო პრევენციული ჯანდაცვის კონფერენციის ორგანიზება, Oncoline Georgia-სთან ერთად GSPI-ს ჩართულობით, სადაც ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ კავშირი პრევენციული ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობასა და პირის ღრუს ჯანმრთელობას შორის. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რას ისახავს მიზნად ცნობიერების ამაღლება და წვლილი, რომელიც უფრო ფართო მიდგომით უნდა დაინერგოს ჯანდაცვის სისტემაში.

 

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

სტომატოლოგიის მიღმა დაკავებული ვარ სხვადასხვა სპორტული აქტივობით, ამჟამად გატაცებული ვარ ჩოგბურთით, რომელსაც ბავშვობის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით მივუბრუნდი. შემოქმედებითობაც დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. მიყვარს ლექსების წერა და მხიარული, პოზიტიური ვიდეოების შექმნა, ასევე, სამზარეულოში კულინარიული ექსპერიმენტები. ეს ყოველივე მეხმარება, ცხოვრებისეულ გამოწვევებს დადებითად მივუდგე.

 

როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

ჩემი დევიზია ყოველთვის ვიარო წინ – განვითარებისკენ. ორიენტირებული ვარ სტომატოლოგიურ სფეროში ინოვაციების დანერგვაზე, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინტეგრირებაზე, რათა გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა და შედეგი. იმედი მაქვს, რომ ჩემი ცოდნითა და პროფესიონალიზმით დიდხანს ვემსახურები და თავს დავამახსოვრებ ჩემს პაციენტებს.

სტომატოლოგიაში ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა ისწავლო, გაიზარდო და რეალურად უკეთესობისკენ შეცვალო პაციენტების ჯანმრთელობა და მათი ღიმილი. მომავალს ბევრი შესაძლებლობა აქვს და მეც მაქვს რამდენიმე ჩანაფიქრი თუ იდეა, რომელთა განვითარებაც ძალიან მსურს და აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხებზე.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი, პირადი არქივი

ასევე გაეცანი

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 21, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპა ოჯახთან ერთად ალბანეთში ისვენებს!

#OK! დუა ლიპა ოჯახთან ერთად ალბანეთში ისვენებს!

August 13, 2021
#OK! მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარსკვლავები

#OK! მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარსკვლავები

December 15, 2023
#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

March 31, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

March 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

November 16, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

#OK! რატომ ვიმატებთ წონას ზამთარში და როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა

November 15, 2025
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები