• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დაიჯერე საკუთარი შესაძლებლობების – ინტერვიუ მაია ლაბაძესთან

June 9, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

წარმოგიდგენთ ტურისტული სააგენტო Apple Tour-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მაია ლაბაძეს, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს წინა ნომრებიდან. მუდმივად განვითარებისკენ, ახლის ძიებისკენ მიისწრაფვის და მიაჩნია, რომ ყოველთვის უნდა ეცადო, სხვადასხვა სფეროში გამოცადო საკუთარი თავი, მიიღო დამატებითი ცოდნა, რომელიც უფრო ძლიერ ადამიანად ჩამოგაყალიბებს. ამიტომ მუდმივად გამოცდას უწყობს საკუთარ თავს და როგორც თავად ამბობს, იმარჯვებს კიდეც ამ გამოწვევებზე.

 

 

 

ქალბატონო მაია, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თქვენს საქმიანობას. ამჯერად უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ იმ გზის შესახებ, რომელიც დღემდე გაიარეთ.

მოგესალმებით, მე ვარ მაია ლაბაძე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ OK!-ს გუნდი და თქვენი მკითხველი დაინტერესდა ჩემი განვლილი გზითა და საქმიანობით. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია – ქართველი ქალი აფხაზეთში.

ვცხოვრობდი აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში, ოჯახთან ერთად. იმ პერიოდში ტურიზმი ჩემი ჰობი იყო, მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ლოკაციის აღმოჩენა, კულტურასა და ტრადიციებში ჩაღრმავება. ამ ინტერესმა მიმიყვანა იქამდე, რომ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში გიდად. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ შემეძლო მეტი, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი სააგენტო. ეს გზა სავსე იყო გამოწვევებითა და ემოციებით. თუ მანამდე ჩემი პასუხისმგებლობა მხოლოდ გიდობა იყო, ახლა უკვე თავად ვქმნიდი ტურებს, ვგეგმავდი მარშრუტებს, ვანგარიშობდი ხარჯებს და ბევრ სხვა დეტალზე ვზრუნავდი. ეს პერიოდი იყო ომის შემდეგ.

ქართველ ქალად მოღვაწეობა ჩემთვის აფხაზეთში განსაკუთრებული სტატუსი იყო. მიმიღეს დიდი სიყვარულით. შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დედა აფხაზი მყავს, ხოლო მამა – ქართველი. ამავდროულად, ვმუშაობდი სკოლაში, ვასწავლიდი ინგლისურ ენას.

 

გამოწვევები და სირთულეები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდათ?

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უკვე მყარად ვიყავი ფეხმოკიდებული, ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს იყო ჩემი შვილის განათლება. მინდოდა ქართულად ესწავლა, რაც სამწუხაროდ, აფხაზეთში შეუძლებელი იყო, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში.

ისევ თავიდან მომიწია ცხოვრების ახლიდან აწყობამ, თუმცა მზად ვიყავი ყველა სირთულისთვის, რადგან მე ვიყავი სახლში – ჩემს ქალაქში. სიამოვნებით ვიღებდი ყველა სირთულეს, ამ პრობლემებში გავიზარდე.

არ მქონდა საქართველოში არანაირი შემოსავლის წყარო. ვფიქრობდი, როგორ დამეღწია თავი უმუშევრობისთვის და დაიბადა იდეა, რომ ჩემი გამოცდილება და საყვარელი საქმიანობა ჩემს ქალაქში გამეგრძელებინა.

როდის და როგორ დააფუძნეთ სააგენტო Apple Tour?

სწორედ ამ გამოწვევებმა გადამაწყვეტინა დამეფუძნებინა საკუთარი ტურისტული სააგენტო – Apple Tour. სწორედ ასე დაიწყო ტურიზმის სფეროში ჩემი ახალი ეტაპი, უკვე ბათუმში.

დღეს ვფლობ ამ სააგენტოს და ვატარებ ავტობუსის ტურებს საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით. მანამდე ვმუშაობდით როგორც შიდა, ისე საგარეო ტურებზე – ავიაბილეთებზე, დაზღვევაზე, ტურების სრული პაკეტებით.

რამ იქონია გარდამტეხი გავლენა თქვენს საქმიანობაზე?

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ დადგა პანდემიის პერიოდი. ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესს, მათ შორის მეც შემეხო პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობა. ტურიზმი გაჩერდა. ზიანი მივიღე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ საქმიანობა გამეგრძელებინა, მხოლოდ ავტობუსის ტურებზე ფოკუსით და დღემდე ასე ვაგრძელებ.

რა არის თქვენთვის ტურიზმი?

ტურიზმი ჩემთვის არის მოლაპარაკება, დიპლომატია, სიყვარული, კულტურა, ტრადიცია და ისტორია. ღირებულებები, რომლებიც ყველა დროში ფასობს!

ოჯახზე მოგვიყევით.

მამა პროფესიით მეზღვაურია, დედა – პედაგოგი. მყავს ორი და – თბილი, მეგობრული და მუდმივად მხარში მდგომი ოჯახი მყავს. ყველაზე დიდი მოტივატორი კი ჩემი შვილია, რადგან მისი დამსახურებით თავს არასოდეს ვაძლევ მოდუნების უფლებას.

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

ჩემს გეგმებზე ხმამაღლა არ მიყვარს საუბარი, სანამ სრულად არ განხორციელდება. გამოცდილებამ მაიძულა, გავჩუმდე და ვიმოქმედო. ზოგადად შემიძლია გაგიზიაროთ, რომ ახლა ვმუშაობ ჩემს გეგმებზე, თუმცა გეტყვით, რომ ეს საქმიანობა არ უკავშირდება ტურიზმის სფეროს.

 

 

დაბოლოს…

დაბოლოს, რაც ყველაზე ემოციურია ჩემთვის:

როცა აფხაზეთში ვცხოვრობდი,

აფხაზეთში ვიყავი ქართველი,

ახლა, როცა ბათუმში ვცხოვრობ,

ბათუმში ვარ აფხაზი.

ამით კი ვამბობ მხოლოდ ერთს,

მე ვარ ქართველი!

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ლაურა ზოიძე

ასევე გაეცანი

#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა
ინტერვიუ

#OK! ერთხელ წიგნი გადავშალე… და იქიდან ჯადოსნურმა შუქმა ამოანათა

June 9, 2025
#OK! რობოტული ნეირორეაბილიტაცია – ინოვაციური მკურნალობის მეთოდი Memorial Hospitals Group-ში
OK! Doctors

#OK! რობოტული ნეირორეაბილიტაცია – ინოვაციური მკურნალობის მეთოდი Memorial Hospitals Group-ში

June 9, 2025
#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან
OK! Business

#OK! შეუძლებელი არაფერია – პროფესიული რჩევები და ინსპირაცია ქალი ლიდერისგან

June 9, 2025
#OK! გიმნაზია სპორტი – სივრცე, სადაც ჩემპიონები იზრდებიან
ინტერვიუ

#OK! გიმნაზია სპორტი – სივრცე, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

June 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ზოგჯერ მინდა უბრალოდ “მე” ვიყო, თუნდაც 30 წუთით და არა “ბელა” – ბელა ჰადიდი

#OK! ზოგჯერ მინდა უბრალოდ “მე” ვიყო, თუნდაც 30 წუთით და არა “ბელა” – ბელა ჰადიდი

September 27, 2023
#OK! “შესანიშნავი წყვილი იქნებოდა” – როგორ გამოეხმაურა ბრედ პიტის და მარგო რობის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე საზოგადოება

#OK! “შესანიშნავი წყვილი იქნებოდა” – როგორ გამოეხმაურა ბრედ პიტის და მარგო რობის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე საზოგადოება

January 13, 2023
#OK! ჯანსაღი და იოლი სამზარეულო

#OK! ჯანსაღი და იოლი სამზარეულო

December 4, 2021
#OK! ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე 20 ბრიტანელი მსახიობი ქალი

#OK! ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე 20 ბრიტანელი მსახიობი ქალი

August 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გიმნაზია სპორტი – სივრცე, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

#OK! გიმნაზია სპორტი – სივრცე, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

June 9, 2025
#OK! ხელოვნება, როგორც ემოციის გადმოცემის საშუალება

#OK! ხელოვნება, როგორც ემოციის გადმოცემის საშუალება

June 9, 2025
#OK!”დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე  Mrs. Prince” – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

#OK!”დიახ, ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince” – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა

June 9, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი – ცხოვრების ახალი თავი

#OK! ანჯელინა ჯოლი – ცხოვრების ახალი თავი

June 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები