• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! უნიკალური ქართული პლატფორმა MM Goods

მარტი 26, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

MM Goods პირველი ქართული უნიკალური პლატფორმაა ინტერიერის ნივთების ყიდვა-გაყიდვის სფეროში. ის აერთიანებს ინტერიერის ახალ და მეორად ნივთებს. MM Goods მომხმარებელს სთავაზობს მასზე მორგებულ, ხარისხიან და სანდო სერვისს. აღნიშნული პლატფორმა მომავალშიც აპირებს საზოგადოების სასიამოვნო სიახლეებით განებივრებას. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა MM Goods – ის შემქმნელებს მანანიკო ხურციძესა და მარიამ აბულაძეს.

გვიამბეთ MM Goods – ის შექმნის შესახებ.

MM Goods  – ის შექმნის იდეა დაგვებადა თვითიზოლაციის დროს, როდესაც ბიზნეს სეგმენტი იძულებული გახდა გადასულიყო ონლაინ გაყიდვებზე. ჩვენი ინსპირაცია გახდა, ერთი მხრივ, ჩვენი ინტერესი ინტერიერის სფეროს მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, სურვილი იმისა, რომ მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის პროცესი გაგვეხადა უფრო კომფორტული და ადვილი. მიზანიც ამაში გამოიხატება, ჩვენ შევქმენით ისეთი ონლაინ პლატფორმა, რომელზეც მოცემული იქნება საქართველოში არსებული ყველა ინტერიერის ბრენდის ნივთები, რაც მომხმარებელს მისცემს საშუალებას მარტივად და ძალიან სწრაფად აარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია. სწორედ ჩვენი პლატფორმა აძლევს მყიდველს საშუალებას შეადაროს ყველა ის ინტერიერის ნივთი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ჩვენს ვებ-გვერდზე.  ბრენდის სახელწოდების პირველი ნაწილი “MM” ასახავს ჩვენი სახელის ინიციალებს, ხოლო რაც შეხება მეორე ნაწილს „Goods” მოიცავს იმ ნივთების ერთობლიობას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ვებ-გვერდზე.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ვებ-გვერდი აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ასპექტს. უპირველეს ყოვლისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინტერიერის ნივთების ფართო არჩევანს, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა ქართული თუ უცხოური ბრენდის მიერ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ 2 წუთში შექმნან თავიანთი ონლაინ მაღაზია, სადაც გასაყიდად განათავსებენ საკუთარ მეორად ან ახალ ავეჯს და ინტერიერის სხვადასხვა ნივთს. ამასთან ერთად, MM Goods თავის მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და სანდო მიტანის სერვისს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რა არის ის მთავარი ნიშა, რაც MM Goods – ს გამოარჩევს?

MM Goods არის ინტერიერის პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია ანალოგი. ბრენდის მთავარი ნიშა ტრიალებს მხოლოდ ერთი კონკრეტული სეგმენტის, ინტერიერის ნივთების ირგვლივ, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენს პლატფორმას უნიკალურს მეორადი ნივთების კონცეფციაც ქმნის. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ MM Goods თავის მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტს, ხარისხიან მომსახურებასა და გემოვნებიან პროდუქციას.

 

სამომავლო გეგმები.

ვფიქრობთ, რომ ჩვენს იდეას განვითარების საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვს. სამომავლოდ აუცილებლად დავამატებთ ახალ, საინტერესო და უალტერნატივო სეგმენტებს, რომლებიც კვლავაც დაკავშირებული იქნება ინტერიერის სფეროსთან. ასევე გვსურს, ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ვაპირებთ საკუთარი ხაზის წარმოებას. დღესდღეობით პლატფორმა მოღვაწეობს მხოლოდ საქართველოში, თუმცა არ გამოვრიცხავთ ჩვენი სერვისის საზღვრებს გარეთ გატანას, რაც დიდი და საინტერესო გამოწვევა იქნება ჩვენთვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.mmgoods.ge
[email protected]

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები
Techno

#OK! პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდების – მილე და ლიბჰერის პროდუქცია ქართველი მომხმარებელისთვის – დაზოგე დრო და ფინანსები

აპრილი 8, 2022
#OK! ელექტრონული კომერცია პანდემიის პირობებში
Techno

#OK! ელექტრონული კომერცია პანდემიის პირობებში

აპრილი 7, 2022
#OK! სოციალური მედიის ლიდერები: აპლიკაცია, რომელსაც ადამიანები 2021 წელს ყველაზე ხშირად იწერდნენ
Techno

#OK! სოციალური მედიის ლიდერები: აპლიკაცია, რომელსაც ადამიანები 2021 წელს ყველაზე ხშირად იწერდნენ

დეკემბერი 30, 2021
Techno

#OK! ფოტოაპარატის ევოლუცია

დეკემბერი 10, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! კრისტიან დიორის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! კრისტიან დიორის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

მარტი 10, 2021
#OK! მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალ Doktor Ballouz-ში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალ Doktor Ballouz-ში მთავარ როლს შეასრულებს

აპრილი 6, 2021
#OK! კაია გერბერი Ports 1961-ის ახალი კამპანიაში: მოდელი სტივენ მეისელის ობიექტივში

#OK! კაია გერბერი Ports 1961-ის ახალი კამპანიაში: მოდელი სტივენ მეისელის ობიექტივში

თებერვალი 4, 2022
#OK! პრინცი ჩარლზი მამის გარდაცვალების შემდეგ Marlborough House-ს ესტუმრა

#OK! პრინცი ჩარლზი მამის გარდაცვალების შემდეგ Marlborough House-ს ესტუმრა

აპრილი 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

მაისი 17, 2022
#OK! სელენა გომესი ქართული ბრენდის Mach & Mach-ის კაბით

#OK! სელენა გომესი ქართული ბრენდის Mach & Mach-ის კაბით

მაისი 17, 2022
#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

#OK! კენდალ ჯენერი FWRD-ის ახალ ფოტოსესიაში

მაისი 18, 2022
#OK! რიანა და ASAP Rocky პირველი შვილის მშობლები გახდნენ

#OK! რიანა და ASAP Rocky პირველი შვილის მშობლები გახდნენ

მაისი 19, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×