• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ესთეტიკური კოსმეტოლოგიის ტენდენციები ტურანა ალიევასგან

April 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ესთეტიკური მედიცინა მთელ მსოფლიოში დღითი დღე წინ მიიწევს და ვითარდება. შესაბამისად, იზრდება ალტერნატივებიც. მედიცინის ეს მიმართულება ყოველდღე ახალ ტრენდს გვთავაზობს, მთავარია, სწორად შევარჩიოთ პროფესიონალი, რომელსაც საკუთარ თავს მივანდობთ. ჟურნალი OK! გიამბობთ ექიმ-კოსმეტოლოგ ტურანა ალიევას შესახებ, რომლის ჩატარებული ოპერაციები და მიღებული შედეგები არასოდეს ტოვებს მომხმარებელს უკმაყოფილოს. მისი მთავარი მიზანი პაციენტებისთვის ბედნიერების მინიჭება და მათთვის საოცნებო შედეგების მიღებაა. მაშ ასე, წაიკითხეთ ინტერვიუ და ამაში თავად დარწმუნდებით.

 

 

ტურანა, გვიამბეთ სილამაზის სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ.

დღესდღეობით, ყველაზე დიდი პოპულარობით, მინიმალური ინვაზიით არაქირურგიული ესთეტიკური ოპერაციები სარგებლობს. დინამიკური შევსების დროს, ერთდროულად ვეხებით სახის სხვადასხვა მხარეს და ბუნებრივი იერის დაცვით ვიღებთ სასურველ შედეგს, რაც დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი გახდა პაციენტების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია დღემდე არ კარგავს პოპულარობას. მეზოთერაპია ისეთი ესთეტიკური პროცედურაა, რომლის დროსაც ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების მიკრონემსების დახმარებით ვავსებთ კანს. ვიყენებთ საკმაოდ ფართო სპექტრში, მაგალითად, თმის ცვენის, კანის სხვადასხვა დაავადების დროს, დაზიანებული კანის აღსადგენად, კანის გაახალგაზრდავებისა და ტენიანობის დაბალანსების დროს. მინდა უფრო ვრცლად შევეხო კანის ტენიანობის დაბალანსებას, რაც გულისხმობს T-ზონას, ანუ როდესაც ცხვირი, ნიკაპი და შუბლი ცხიმიანი, ხოლო სახის დანარჩენი ნაწილი მშრალია. ეს ძალიან ბევრი პაციენტისთვის აქტუალური პრობლემაა. ასევე, სამედიცინო ესთეტიკაში ძალიან პოპულარულია ანტიეიჯინგ პროცედურა − ახალგაზრდობის ვაქცინა. ამას ძირითადად სახისთვის, ხელებისა და კისრისთვის ვიყენებთ.

 

 

როგორია თქვენი მიდგომა და სამუშაო პრინციპი?

ნებისმიერი შედეგისთვის არაერთი გზა არსებობს. თანამედროვე სამედიცინო ესთეტიკაში ყოველთვის იზრდება ალტერნატივებიც. მაგალითად, ერთ-ერთი ახალი ტრენდია PRP, რომელიც საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია, მაგრამ მე არ ვურჩევ ჩემს პაციენტებს. მხოლოდ თმის იმპლანტაციისა და სახის ლიფტ-ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ ვურჩევ.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა და თქვენ რამდენად იცავთ ბუნებრივ იერს?

2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ნიკაპის მკვეთრი ხაზები იყო. როგორც ჩანს, ეს 2021 წელსაც ასე იქნება. სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გავლენით, სახეზე არსებული ხაზები, ნაოჭები, დაღლილობა იზრდება და შესაბამისად, არ იცვლება მოთხოვნა. ტუჩების შევსებაც ყოველთვის მოთხოვნადია. ბუნებრივი იერის დაცვა კი პაციენტების სურვილზეა დამოკიდებული. სწორედ ტუჩის პროცედურის დროს გამოყენებული 9 მეთოდიდან, 4 ბუნებრივი შევსების მეთოდია.

 

ოპერაციებსა და პროცედურებში რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

როცა ვრწმუნდები ლოკალური ანესთეზიის ამოქმედებაზე, ვიწყებ მუშაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის საქმეში. პროცედურების დამთავრებისთანავე, ჩემი პაციენტები სოციალურ ცხოვრებას უბრუნდებიან და ამიტომაც მაქსიმალურად ვიყენებ ეფორსა და სინათლეს, რათა სილურჯე არ დარჩეს. სამუშაო გარემოს ტემპერატურა და გამოყენებული პრეპარატების ერთჯერადობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

 

Spa Salon: Young Beautiful Woman Having Different Facial Treatment. Please, view my other pictures of this series below:

 

რა სიჩქარით იცვლება სილამაზის სექტორში არსებული ტენდენციები?

ყოველ ახალ წელს მოაქვს ახალი ტექნიკები და ტენდენციები. ესთეტიკა ძალიან მრავალფეროვანი სფეროა. ტრენდებით მხოლოდ ჩვენი ალტერნატივები იზრდება, რითაც ექიმსა და პაციენტს უფრო მეტი არჩევანის შანსი ეძლევათ. მე პაციენტების მოთხოვნების გათვალისწინებით ვაძლევ რჩევებს და არა ტრენდების მიხედვით. რაც უნდა სწრაფად იცვლებოდეს ტრენდები და შემოვიდეს ახალი ტექნოლოგია, ერთი რამ უცვლელია − ქალბატონებს მონა ლიზას ღიმილი და ნეფერტიტის კისერი სურთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს
Health & Beauty

#OK! დღეს გვინეტ პელტროუ 51 წლის გახდა – ჰოლივუდის ლამაზმანის “სილამაზის საიდუმლო” და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება ქალბატონებს

September 27, 2023
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023
Health & Beauty

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა
Health & Beauty

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023
#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.
Health & Beauty

#OK! „მე ქალს აღვიქვავ, როგორც სამყაროში ერთერთი ლამაზი ქმნილება და ჩემი პროფესია სწორედ ამ სილამაზის შენარჩუნებას ემსახურება“.

September 21, 2023

ახლა კითხულობენ

#OK Gino Paradise თქვენს ზაფხულს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს – სრულყოფილი დასვენება ქალაქიდან გაუსვლელად!

#OK Gino Paradise თქვენს ზაფხულს დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს – სრულყოფილი დასვენება ქალაქიდან გაუსვლელად!

May 30, 2023
#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

#OK! ,,ჩემი შვილის ბედნიერების გარდა, არაფერი მაინტერესებს” – თეა დარჩია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

January 26, 2023
#OK! პაპარაცებმა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანტიკული კადრები დააფიქსირეს

#OK! პაპარაცებმა ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანტიკული კადრები დააფიქსირეს

June 15, 2021
#OK! რჩევები თავის სწორად მოვლისთვის

#OK! რჩევები თავის სწორად მოვლისთვის

July 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

September 29, 2023
#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

#OK! „აპოსტროფი“ – ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკისათვის

September 26, 2023
#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

September 27, 2023
#OK! “სტილისტის შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო” – სელენა გომესის გამოჩენამ პარიზში სოციალურ მედია აალაპარაკა

#OK! “სტილისტის შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო” – სელენა გომესის გამოჩენამ პარიზში სოციალურ მედია აალაპარაკა

September 25, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები