• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ტოტალ შარმ დენტი – ციფრული სტომატოლოგია

July 7, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანმრთელი პირის ღრუ მხოლოდ ლამაზ ღიმილს არ ნიშნავს. ჯანსაღი კბილების შენარჩუნებით ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ კბილების მოვლას და დავიცვათ ის აუცილებელი წესები, როგორიცაა: სწორი კვება, დაავადებების პრევენცია – რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ღრძილების დაავადება და პირის ღრუს სხვა პრობლემები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ მულტიპროფილურ კლინიკას – „ტოტალ შარმ დენტს“, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საზოგადოებას სთავაზობს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას სტომატოლოგიური მომსახურების ყველა მიმართულებით. კლინიკის დამფუძნებლის, ალბინა ქაჯაიას თქმით, მას სურდა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა უმაღლესი ხარისხის მასალები და ტექნიკა, შეექმნა კლინიკა, სადაც სტომატოლოგია იქნებოდა სრულად ციფრული და უპასუხებდა თანამედროვეობის ყველა გამოწვევას.

 

 

რა იყო „ტოტალ შარმ დენტის’“ გახსნის მიზანი?

(ალბინა ქაჯაია): კლინიკა „ტოტალ შარმი“ ცნობილია პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. „ტოტალ შარმ დენტის“ პირველი ფილიალი თბილისში გავხსენით. მიზანი იყო, დამეფუძნებინა თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა ხარისხიანი მომსახურებით, უახლესი აპარატურითა და სასიამოვნო გარემოთი. მიხარია, რომ კლინიკის დაარსებიდან მცირე დროში ჩვენ უკვე დავიმსახურეთ პაციენტების ნდობა. ჩვენ ვქმნით სიმყუდროვეს და კომფორტს როგორც პატარა პაციენტებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც.

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, უახლესი აღჭურვილობა და პრემიალური ხარისხის ევროპული მასალები, რასაც ვიყენებთ ჩვენს კლინიკაში, საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ მკურნალობის ხარისხის მაღალ სტანდარტებზე.

 

გუნდი, რომელიც „ტოტალ შარმ დენტს“ ქმნის…

(ალბინა ქაჯაია): ვამაყობ ჩემი გუნდით და ექიმებით, ძალიან გამიმართლა მათში. ჩვენ ერთად მოვახერხეთ სულ რაღაც 1 წელიწადში ბაზარზე საპატიო ადგილის დამკვიდრება ხარისხიანი მომსახურების, უმაღლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი ექიმების დამსახურებით. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს განვითარდეს, ფეხი აუწყოს დარგის სიახლეებს და პაციენტებს ბედნიერება მიანიჭოს.

მინდა წარმოგიდგინოთ კლინიკა Total Charm Dent-ის მთავარი ექიმი, არჩილ აფხაძე. იგი გახლავთ ექიმი-სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, პერიოქირურგი, იმპლანტოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. არჩილმა წარჩინებით დაამთავრა ომსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია.  კლინიკური ინტერნატურის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვში, ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევითი და ყბა-სახის ქირურგიის ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატურაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ჩაირიცხა კლინიკურ ასპირანტურაში და წარმატებით დაიცვა დისერტაცია.

მისი გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის, მუშაობდა მოსკოვის წამყვან კლინიკებში. იგი რეგულარულად აუმჯობესებს თავის უნარებს კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეობით მთელ მსოფლიოში. არჩილი სპეციალიზებულია ქირურგიულ სტომატოლოგიაში, პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში, ის გახლავთ უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ  ბატონი არჩილ აფხაძე, როგორც უბადლო პროფესიონალი, „ტოტალ შარმ დენტის“„ოქროს ხელებია“.

 

 

(არჩილი): ძალიან სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა ისეთი პროფესიონალისგან, როგორიც ქალბატონი ალბინაა. არ შემიძლია მეც არ აღვნიშნო, თუ როგორ ვამაყობ ჩვენი გუნდით, მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე სპეციალისტებით, რომელთაც სტაჟირება გავლილი აქვთ საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის სპეციალისტები სისტემატურად ესწრებიან საერთაშორისო კონფერენციებსა და მასტერკლასებს. გუნდის თითოეული წევრი ისწრაფვის მუდმივი განვითარებისა და სიახლეებისკენ. სწორედ პროფესიონალი ექიმების და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ შესანიშნავი კლინიკური შედეგები.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

არჩილ აფხაძე, კლინიკა Total Charm dent-ის მთავარი ექიმი, ყბა-სახის ქირურგი, ექიმი-სტომატოლოგი: „ტოტალ შარმ დენტი“ არის მაღალტექნოლოგიური მულტიპროფილური კლინიკა, სადაც სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი. დაწყებული დიაგნოსტიკიდან, მაგალითად: 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის გარეშეც თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია, სამ განზომილებაში ხდება კბილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების დათვალიერება. კეთდება ცეფალომეტრია, ასევე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დიაგნოსტირება და სხვ. ვიყენებთ ვიზიოგრაფიას, ვცდილობთ დიაგნოსტირების ეტაპი ჩვენი პაციენტებისთვის მაქსიმალურად ინფორმაციული და კომფორტული იყოს. დეტალურად ვაკეთებთ ფოტოპროტოკოლს, რათა პაციენტმა შეძლოს ვიზუალურად შეაფასოს პრობლემა, ასევე, ის გვეხმარება მონაცემების შედარება მკურნალობამდე და მის შემდეგაც მოხდეს.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტის მკურნალობა განიხილება კომპლექსურად და სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალისტის ჩართულობით. ვიყენებთ ულტრაბგერით აპარატს – ქირურგიულ პიეზოტომს, მათ შორის რთული რეტენციული კბილების ექსტრაქციის დროს. მისი მოქმედება მიმართულია მხოლოდ მაგარი ქსოვილებისკენ და არ აზიანებს რბილ ქსოვილებს, შესაბამისად, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს აქვს ნაკლები შეშუპება, ტკივილი, დისკომფორტი, ხდება ჭრილობის სწრაფი შეხორცება და რეაბილიტაციის დროის შემცირება.

 

 

ჩვენს კლინიკაში ასევე გამოიყენება კბილების გათეთრების უახლესი სისტემა – ZOOM4. აგრეთვე ჩვენი ექიმები მუშაობენ ინტრაორალური სკანერით, რომლის გარეშეც ციფრული სტომატოლოგია წარმოუდგენელია. სულ რამდენიმე წუთში ხდება კბილების ფორმის, ზომის დასკანერება და სამგანზომილებიან პროგრამაში გადატანა. ეს გვარიდებს იმ უსიამოვნო პროცედურას, რაც ადრე იყო – კბილების ანაბეჭდის აღება. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმარებული იმპლანტაცია გვეხმარება მივიღოთ საუკეთესო კლინიკური შედეგები: ტრავმატიზმის დაბალი ხარისხი, ოპერაციის ხანგრძლივობისა და გართულებების რისკის შემცირება, ინდივიდუალური მიდგომა, შემცირებული პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პაროდონტოლოგია. პროფესიონალური ჰიგიენისა და პაროდონტოლოგიური მკურნალობისას გამოიყენება უმაღლესი, ულტრათანამედროვე შვეიცარიული აპარატი – Prophilaxis Master EMS – „პროფილაქს მასტერი“. მისი საშუალებით ხდება წმენდა და პაროდონტოლოგიური მკურნალობის ჩატარება. პირის ღრუს ჰიგიენა, შვეიცარიული GBT პროტოკოლით, კბილის ნადებების ინდიკაციით, წარმოადგენს კბილების წმენდის ყველაზე კომპლექსურ მეთოდს. დღესდღეობით GBT პროტოკოლი სტომატოლოგიის ინოვაციური მეთოდია და ხელს უწყობს კბილების ზედაპირზე ბიოაპკისა და ბაქტერიული ნადებების ხარისხიან განადგურებას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ დავიწყოთ დილა ენერგიულად? – 5 წესი ჯანსაღი ძილისთვის
Health & Beauty

#OK! როგორ დავიწყოთ დილა ენერგიულად? – 5 წესი ჯანსაღი ძილისთვის

July 2, 2025
#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა
OK! News

#OK! Diddy-ს სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტირების ბრალდება არ დაუმტკიცდა

July 2, 2025
#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია
Fashion

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს
OK! Men

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საკონდიტრო „ითი“ − უცვლელი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! საკონდიტრო „ითი“ − უცვლელი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი

March 10, 2021
#OK! 50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

#OK! 50 წლის ილონ მასკი მეშვიდე შვილის მამა გახდა

March 14, 2022
#OK! პაემანზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! პაემანზე მიმავალი კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 11, 2022
#OK! ზენდეია ივ სან ლორანის 1982 წლის ოტ კუტიურით ESSENCE Black Women in Hollywood Awards დაჯილდოებისთვის

#OK! ზენდეია ივ სან ლორანის 1982 წლის ოტ კუტიურით ESSENCE Black Women in Hollywood Awards დაჯილდოებისთვის

April 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

#OK! დიზაინერი ფერმერების ოჯახიდან – სიმონ პორტე ჟაკმუსის წარმატების ისტორია

July 2, 2025
#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

July 1, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

#OK! მარიონ კოტიარი და გიიომ კანე დაშორდნენ

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები