• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმის ხელოვნება – ნინო კუჭუხიძე პროფესიულ გზასა და ესთეტიკურ მედიცინაზე

July 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნინო კუჭუხიძისთვის ესთეტიკური მედიცინა მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის სფერო, სადაც მედიცინა, ესთეტიკა და ადამიანებთან ურთიერთობა ერთიანდება. უკვე 8 წელია, თავდაჯერებულობისა და ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმას ემსახურება, იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც ესთეტიკური მედიცინა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო. პროფესიული გზა საფუძვლიან ცოდნასა და მუდმივ განვითარებაზე ააგო, განსაკუთრებული ყურადღება კი სახის ანატომიისა და კანის ფიზიოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას დაუთმო. მისი მთავარი მიზანია თითოეული ადამიანის ინდივიდუალური სილამაზის ბუნებრივად წარმოჩენა. საკუთარი პროფესიული გამოცდილების, ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე ტენდენციებისა და იმ ღირებულებების შესახებ, რომლებიც მის საქმიანობას განსაზღვრავს, ნინო კუჭუხიძე ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.

 

 

რა გახდა თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ესთეტიკური მედიცინის სფერო აგერჩიათ და როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?

ესთეტიკური მედიცინა ჩემთვის  შესაძლებლობაა, გავაერთიანო მედიცინის, ესთეტიკისა და ადამიანებთან ურთიერთობის მიმართ ჩემი ინტერესი. სხვისთვის დახმარების გაწევა ბავშვობიდან მიყვარდა და ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის გარეგნობას შინაგან განწყობასა და თავდაჯერებულებაზე. ჩემი პროფესიული გზა რვა წლის წინ დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც ესთეტიკური მედიცინის სფერო საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო იმდენად განვითარებული და პოპულარული, როგორც დღეს.

პროფესიული გზის დასაწყისიდანვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი იმას, რომ ეს სფერო საფუძვლიან ცოდნასა და პროფესიულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომ პირველი ნაბიჯებიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი სახის ანატომიის, კანის ფიზიოლოგიისა და თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის სიღრმისეულ შესწავლას. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურების ტექნიკური შესრულება, არამედ თითოეული ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების სწორად დანახვა, სახის ბუნებრივი ჰარმონიის შენარჩუნება და ისეთი შედეგის შექმნა, რომელიც ადამიანის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.

ნინო, თქვენი აზრით, რა არის თანამედროვე კოსმეტოლოგიის მთავარი დანიშნულება? მხოლოდ გარეგნული ცვლილება თუ ადამიანის თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული პროცესი?

მიმაჩნია, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია გარეგნულ ცვლილებაზე ბევრად მეტია.  პრაქტიკაში ყოველდღიურად ვხედავ, როგორ შეუძლია ერთ სწორად შერჩეულ პროცედურას ადამიანის განწყობის, თავდაჯერებულობის ამაღლება და მისი გაბედნიერება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ესთეტიკური მედიცინის მთავარი დანიშნულება ადამიანის ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა და იმ საუკეთესო ვერსიის წარმოჩენაა, რომელიც თითოეულ ადამიანში უკვე არსებობს.

ვფიქრობ, თანამედროვე კოსმეტოლოგიის არსი არა ადამიანის შეცვლაში, არამედ მისი ინდივიდუალობის, ბუნებრიობისა და შინაგანი თავდაჯერებულობის ხაზგასმაშია.

დღეს უკვე წარმატებული კოსმეტოლოგიური კაბინეტი გაქვთ და მალე ქუთაისში ახალ ესთეტიკურ ცენტრს ხსნით. რას შესთავაზებს ეს სივრცე მომხმარებლებს განსხვავებულსა და განსაკუთრებულს?

ჩემთვის ეს სივრცე ყველაზე დიდი ოცნების ასრულება იქნება. ადგილი, სადაც პროფესიონალიზმი, ინოვაციური ტექნოლოგიები და უსაფრთხოება ერთიანდება. ჩემი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა პირველივე წუთიდან იგრძნოს პრემიუმ ხარისხი, კომფორტი და ნდობა.

ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ადგილი მხოლოდ სხვადასხვა პროცედურებთან არ ასოცირდებოდეს. მინდა, ჩვენს სივრცეში სტუმრობა და საკუთარ თავზე ზრუნვა ადამიანებისთვის ყველაზე სასიამოვნო, მშვიდ და გამორჩეულ გამოცდილებად ვაქციო.

როგორ ახერხებთ ბუნებრივი იერის შენარჩუნებას პროცედურების დროს და რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ბუნებრივი შედეგი ჩემთვის ესთეტიკური მედიცინის უმთავრესი პრინციპია. თითოეულ სახეს აქვს თავისი უნიკალური ანატომია, მიმიკა და პროპორციები. ამიტომ ნებისმიერი პროცედურის მიზანი ამ ბუნებრივი ჰარმონიის შენარჩუნება და ხაზგასმაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სახის ბუნებრივი ჰარმონიის შენარჩუნება და ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურ სილამაზეს გამოკვეთს. სწორედ ამიტომ, როგორც სპეციალისტისთვის, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასება, მისი მოლოდინების მართვა და საჭიროების შემთხვევაში იმ პროცედურებზე უარის თქმა, რომლებიც კონკრეტულ ეტაპზე მისთვის აუცილებელი არ არის. ჩემთვის პრიორიტეტულია პაციენტის უსაფრთხოება და ნდობა, რომელსაც წლების განმავლობაში ერთად ვქმნით.

ესთეტიკური მედიცინა მუდმივად ვითარდება. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება და რა როლი აქვს მუდმივ განვითარებას თქვენს საქმიანობაში?

ესთეტიკური მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, სადაც პროფესიული განათლება და მუდმივი განვითარება აუცილებელი პასუხისმგებლობაა. თანამედროვე მეთოდოლოგიები, ინოვაციური ტექნოლოგიები და უსაფრთხოების პროტოკოლები მუდმივად იცვლება, ამიტომ ცოდნის განახლება პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემთვის პროფესიული განვითარება უწყვეტი და დინამიკური პროცესია, რომელიც საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ აქტიურად ვესწრები პროფესიულ სემინარებს, საერთაშორისო ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კონგრესებს, რადგან მიმაჩნია, რომ ხარისხიანი და თანამედროვე მომსახურების საფუძველი სწორედ მუდმივად განახლებული ცოდნაა.

 

 

თქვენი გამოცდილებით, რა მოლოდინებით მოდიან ადამიანები კოსმეტოლოგთან და როგორ ეხმარებით მათ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის აღმოჩენაში?

ჩემთვის პაციენტის მოლოდინები მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია ამ დროს აუცილებელია.

ხშირად ადამიანები კონკრეტული წარმოდგენებით მოდიან, თუმცა ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობაა, დავეხმაროთ მათ რეალურად გააცნობიერონ, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად. არასდროს ვპირდები ისეთ შედეგს, რომლის მიღწევაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის რეალური, რადგან ვფიქრობ, პაციენტის ნდობა მთავარია.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი და როგორი გსურთ იყოს სივრცე, რომელსაც ქმნით თქვენი პაციენტებისთვის?

ჩემი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ესთეტიკური მედიცინა აღიქმება არა მხოლოდ სილამაზის მიღწევის ინსტრუმენტად, არამედ მაღალი პროფესიონალიზმის, აბსოლუტური უსაფრთხოებისა და ადამიანზე ზრუნვის ერთიან სისტემად. ასევე  მნიშვნელოვანია, თითოეულმა პაციენტმა პირველივე წუთიდან იგრძნოს, რომ მისი სურვილები, ემოციები და ინდივიდუალურობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ კი მსურს, ჩემი სივრციდან გასული თითოეული ადამიანი თავს გრძნობდეს თავდაჯერებულად, ლამაზად, ბედნიერად და ლაღად. ზუსტად ისე, როგორც ამას ქალები ვიმსახურებთ.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 16, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 16, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! ქანიე უესტი “ბალენსიაგას” ნიღბით Alexandre Arnault-ის ქორწილში და რეპერის ექსცენტრიული ჩაცმულობა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

October 19, 2021
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

#OK! კენდალ ჯენერი Miu Miu-ს ტრენდული ფეხსაცმელებით, რომლის ღირებულებაც $1,628-ია

February 1, 2022
#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

#OK! ქანიე უესტი კიდევ ერთი განსხვავებული ნიღბით: რეპერის უახლესი პაპარაცული ფოტოები ნიუ-იორკის ქუჩებიდან

October 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 12, 2026
#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები