• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

OK! მიხარია, რომ ბათუმელმა მსმენელმა მიგვიღო და შეგვიყვარა – ინტერვიუ Barbara Bell-თან

December 30, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Barbara Bell-ს ბათუმელი მსმენელი და ჟურნალი OK!-ის მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა მუსიკალურმა გამოცდილებამ მომღერალი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში დაბრუნდა. უკვე 7 წელია საკუთარ ბენდთან ერთად სიმღერებს ასრულებს, ძალიან მალე კი მსმენელს საავტორო მუსიკას შესთავაზებს. მუსიკალურ კარიერასა და სხვა საინტერესო თემებზე ქართულ OK!-ის Barbara Bell ესაუბრა.

 

რა ადგილი უჭირავს პროფესიულ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

უდიდეს ადგილი, რადგან მუსიკა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 7 წელია ჩემი ბენდი 4UP მყავს, გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი მუსიკოსები არიან, მათთან ერთად სცენაზე დგომა დიდი სიამოვნებაა. 2023 წელი შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იყო, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ცნობილი ადგილის რეზიდენტები ვართ ბათუმში, ამიტომაც ყოველდღიური მუშაობა გვიწევდა. გარდა ამისა, გვქონდა არაერთი გასვლითი და კორპორაციული კონცერტი. მხოლოდ ორი კვირით შევძელი დასვენება.

 

როგორი იყო თქვენი შემოქმედებითი გზა დღევანდელ დღემდე?

სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულმა მუსიკალურმა გამოცდილებამ უფრო გამზარდა და მეტად თავდაჯერებული გამხადა. ის დღეები ძალიან კარგად მახსენდება, ეს იყო უდიდესი გამოცდილება, შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და აქ უკვე 4UP-თან ერთად დავიწყე მუსიკალური კარიერა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. ყოველგვარი დახმარების გარეშე მოვედით აქამდე. სხვათა შორის, სანამ ბათუმში ჩამოვიდოდით, რამდენიმე დღით ადრე შევქმენით ბენდი, შემდეგ თბილისიდან გადმოვედით ბათუმში. მახსოვს ყოველდღე სხვადასხვა ადგილას ვმღეროდით და ასე გაგვიცნო საზოგადოებამ, რომელმაც მიგვიღო და შეგვიყვარა. ასე გავიდგით ფესვები ბათუმში და დღეს უკვე ერთგული მსმენელები გვყავს.

 

ბარბარა, რა არის ურთიერთობებში მთავარი?

არ აქვს მნიშვნელობა, საქმიანი იქნება თუ პირადი ურთიერთობა, უპირველესად უმთავრესია ურთიერთპატივისცემა და ერთგულება. ძალიან ვაფასებ, როდესაც ადამიანი თავის სიტყვასა და დანაპირებს ასრულებს. ზოგადად, ყოველდღიურ წვრილმანებში ვცდილობ დავინახო დადებითი და არ ველოდები რაიმე მასშტაბურს, ამიტომაც წვრილმან დეტალებს შეუძლია ჩემი გაბედნიერება.

ვინ ან რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

რა თქმა უნდა, ჩემი შვილი – ალექსანდრე, რომელიც 5 წლის ხდება. მან შემიცვალა ცხოვრებისეული ხედვაც. რომ არა ის, ერთ ადგილას, ერთ ქალაქში ვერ გავჩერდებოდი. მისმა დაბადებამ კი უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიღვიძა და ჩემთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობის შეგრძნება.

ყოველთვის კარგად გამოიყურებით, როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

მადლობა, დავდივარ სპორტდარბაზში, ვცდილობ მივირთვა ჯანსაღად და შეძლებისდაგვარად მოვერიდო ალკოჰოლს. განსაკუთრებული თავის მოვლის რუტინა არ მაქვს, დღის განმავლობაში ვსვამ ბევრ წყალს.

აღმოჩენა, რომელიც 2023 წელს გააკეთეთ…

მივხვდი, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა სხვა ადამიანზე უფრო ვზრუნავდი და ვფიქრობდი ვიდრე ჩემზე. ამ წელს კი, შეიძლება ითქვას, ცოტა გავეგოისტდი, პრიორიტეტები გადავაფასე, საკუთარი თავი უფრო დავაფასე და გავანებივრე.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ჯგუფისთვის, რადგან დაიღუპა ჩვენი გიტარისტი – მერაბ ჩიქოვანი, გულის პრობლემები ჰქონდა და ეს არ ვიცოდით. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადეთ, რთულია, როცა მეგობრობ ადამიანთან, ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და უცებ აღარ არის. ძალიან საინტერესო მუსიკოსი და კარგი ადამიანი დავკარგეთ.

 

 

სამომავლო გეგმები

ვაპირებთ გასვლას საზღვრებს გარეთაც. გვაქვს რამდენიმე კარგი შემოთავაზება და ღირს ამაზე დაფიქრება, თუმცა ბათუმს არ ვუღალატებთ და ჩვენს მსმენელს ჩვენს საავტორო სიმღერებსაც შევთავაზებთ.

 

საახალწლო სურვილი:

ვისურვებდი მშვიდობა იყოს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი ცხელიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Nino’s Cake art გამორჩეული გემო და ვიზუალი

#OK! Nino’s Cake art გამორჩეული გემო და ვიზუალი

May 9, 2024
#OK! „თამადა“ − მოთვინიერებული მხეცი – ლაშა ჩხაპელიას ირონიულ-პოზიტიური ჰანგები

#OK! „თამადა“ − მოთვინიერებული მხეცი – ლაშა ჩხაპელიას ირონიულ-პოზიტიური ჰანგები

December 26, 2022
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021
#OK! ANNA SUN-  იგრძენი თავი საკუთარ სახლში

#OK! ANNA SUN- იგრძენი თავი საკუთარ სახლში

October 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ოპერის თეატრები

March 13, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები

March 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები