ქალბატონებს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ჯანმრთელობის ფასად უჯდებოდათ. აღნიშნული ტენდენცია, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანდათანობით კარგავს აქტუალურობას. 21-ე საუკუნეში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, სულ უფრო გაიზარდა მოთხოვნა თავის მოვლის ორგანულ პროდუქციაზე. შესაბამისად, კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი ბრენდები ცდილობენ აჰყვნენ თანამედროვე გამოწვევებს და თავის სრულფასოვანი მოვლისთვის მომხმარებელს შესთავაზონ ეფექტური ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური პროდუქცია.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოს ბაზარზე, რომლისთვისაც პარაფარმაციის პრიორიტეტული მიმართულებაა ევროპული ორგანული კოსმეტიკური ბრენდების წარმოდგენა და შეთავაზება საკუთარი მომხმარებლისთვის.
და მაინც, რამ გამოიწვია ორგანულ კოსმეტიკაზე მზარდი მოთხოვნა? რა უპირატესობები აქვს მას და არის თუ არა უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? რომელ ორგანულ და ნატურალურ ბრენდებს გვთავაზობს სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“? რა მახასიათებლებით გამოირჩევა ფრანგი ქალბატონების რჩეული ორგანული კოსმეტიკური პრემიუმბრენდი Montbrun, რომელიც ექსკლუზიურად წარმოდგენილია სააფთიაქო ქსელ „იმპექსში“. ამ საკითხებზე კომპეტენტურ და ამომწურავ ინფორმაციას გაგვიზიარებენ „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი ნინო დგვეფაძე და „იმპექსის“ კოსმეტიკური ბრენდების ექსპერტ-ტრენერი მერი წიკლაური.
ქალბატონო ნინო, თვალშისაცემია, რომ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელისთვის მნიშვნელოვანია, თავის მომხმარებელს შესთავაზოს ორგანული და ნატურალური კოსმეტიკა. თქვენი ხედვით, რამ განაპირობა ორგანულ კოსმეტიკაზე მოთხოვნის ზრდა?
(ნინო დგვეფაძე): აღსანიშნავია, რომ გლობალურად ორგანული და ნატურალური პროდუქციის ბაზრის მზარდი დინამიკა ფიქსირდება. ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის მიმართ კეთილგანწყობა, მზარდი მოთხოვნა, ცხოვრების ჯანსაღ წესთან არის დაკავშირებული. კანის მოვლის საშუალებებში გამოყენებული სინთეტური პროდუქტების საფრთხის შემცველობის შესახებ საზოგადოებაში გათვითცნობიერებულობის დონის ამაღლებამ, ხელი შეუწყო ორგანული კოსმეტიკის ბაზარზე ინოვაციებს. აღნიშნულმა განაპირობა პროდუქციის განვითარების მეთოდოლოგიების მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. თუ ადრე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკა მხოლოდ უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, ბაზარზე მოთხოვნამ და სექტორში მომხდარმა ინოვაციურმა გარდაქმნამ, აღნიშნული პროდუქტები ძალიან ეფექტური გახადა.
საქართველოში ნატურალურ და ორგანულ კოსმეტიკაზე გამოკვეთილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ სტრატეგიაა ორგანული და ნატურალური ბრენდების იმპორტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული პროდუქციის შეთავაზება. ჩვენს ქსელში წარმოდგენილი ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ყველა ბრენდი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ, ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატებს: COSMOS ORGANIC, COMSOS NATURAL, ECOCERT ან/და წამყვანი ევროპული ქვეყნის ადგილობრივ სერტიფიკატს, როგორიცაა AIAB (იტალია), NaTrue (გერმანია).
ქალბატონო ნინო, ფრანგი ქალბატონების რჩეულ ორგანულ ბრენდ Montbrun-ის გარდა, კიდევ რომელი ორგანული კოსმეტიკის ბრენდებია წარმოდგენილი „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში?
ამჟამად, ფრანგი ქალბატონების რჩეულ ბრენდ „მონბრანის“ გარდა, „იმპექსში“ წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ქვეყნების ნატურალური და ორგანული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი: PHYTORELAX (იტალია), INTRA (იტალია), ALPHANOVA (საფრანგეთი), COSNATURE (გერმანია). ყველა მათგანი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული ორგანული კოსმეტიკის სერტიფიკატებს. თითოეულ ბრენდს გავლილი აქვს დერმატოლოგიური შემოწმება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა ბრენდებმა უკვე საქართველოშიც მოიპოვეს მომხმარებლის ლოიალური დამოკიდებულება.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მისი სტრატეგიიდან გამომდინარე, გეგმავს კიდევ უფრო გააფართოოს ორგანული კოსმეტიკური ბრენდების არჩევანი ქსელში და ბევრი საინტერესო სიახლე შესთავაზოს ქართველ ქალბატონებს მათი სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის.
ქალბატონო მერი, რა უპირატესობები აქვს თავის მოვლის ორგანულ პროდუქციას და როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს ჯანმრთელობაზე?
(მერი წიკლაური): ორგანული ბრენდები სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან მათი პროდუქცია არ შეიცავს ისეთ მავნე ინგრედიენტებს, როგორებიცაა: პარაბენი, ფენოქსიეთანოლი, ფტალატები, სილიკონი, არომატიზატორი და ა.შ. ეს ინგრედიენტები წარმოადგენენ პოტენციურ ალერგენებს და საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას, რადგან ადამიანის კანი ყველაზე დიდი ორგანოა და ის ღრუბელივით იწოვს მასზე მოხვედრილ ინგრედიენტებს.
ორგანული პროდუქტი, ქიმიური ინგრედიენტების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, არ ნიღბავს კანის ნაკლოვანებებს დროებითი შემავსებლებით და ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგზე. მისი ფორმულები წარმოდგენილია ძლიერი ბიოაქტიური ინგრედიენტებით, რომელიც მოქმედებს უჯრედულ დონეზე და გრძელვადიან პერსპექტივაშიც მოაქვს დამატებითი სარგებელი. მათი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით, მაგალითად: „მონბრანის“ ოქროსფერი ხაზის თვალის ასაკსაწინააღმდეგო საცხზე განხორციელებული კლინიკური კვლევის თანახმად, დადასტურებულია, რომ მისი გამოყენებიდან 1 საათში კანი ხდება უფრო გლუვი, ხოლო 42 დღის შემდეგ, ნაოჭები მცირდება 32%-ით.
პროდუქციის ღირებულების საკითხზე მინდა აღვნიშნო, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების ფასი ხარისხთან შესაბამისია, თუ გავითვალისწინებთ მათ ფასეულობას. ინგრედიენტების ხარისხიდან გამომდინარე, საკმარისია პროდუქციის მცირე რაოდენობით გამოყენება, რაც, საბოლოოდ, თანხას გვაზოგვინებს. გარდა ამისა, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია როგორც თავის მოვლის პრემიუმორგანული კოსმეტიკური ბრენდები, ისე ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი ბიუჯეტური ორგანული კოსმეტიკა. აღსანიშნავია, რომ „იმპექსის“ ექსკლუზიური ორგანული კოსმეტიკური ბრენდები წარმოებს ევროპის წამყვან ქვეყნებში: საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში.
ორგანული ბრენდები ეკომეგობრულები არიან. კომპანიები, რომლებიც ორგანულ პროდუქტებს ქმნიან, გამოირჩევიან გარემოზე განსაკუთრებული ზრუნვით, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ორგანული პროდუქციის შეფუთვა ბიოდეგრადირებადია და არ აბინძურებს გარემოს. პროდუქცია ასევე არ იტესტება ცხოველებზე და ვეგანურია.
უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სახის ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას პროდუქტებში შემავალი მავნე ინგრედიენტები?
(მერი წიკლაური): კანისა და თმის მოვლის საშუალებებში ბევრი მავნე ინგრედიენტი გვხვდება: PEG − თითქმის ყველა პროდუქტის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც მიღებულია ნავთობისგან და ძალიან ტოქსიკურია. სულფატები − სინთეზური ასაქაფებელი ნივთიერება, რომელიც არღვევს კანის ჰიდროლიპიდურ შრეს, იწვევს კანის გაღიზიანებას და შესაძლოა, დაზიანებას. პარაბენი − მავნე კონსერვანტია, რომელიც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს კანის გაღიზიანებას და სიმსივნურ დაავადებებს. ფტალატები − აზიანებს ენდოკრინულ სისტემას. კვლევებით დადგენილია კავშირი მამრობითი სქესის ახალშობილებში ქალური სასქესო ნიშნების გამოვლენასა და ამ ნივთიერების გამოყენებას შორის. სილიკონი − შესაძლოა, გამოიწვიოს თმის ცვენა და კანის გაღიზიანება.
რით არის გამორჩეული Montbrun-ის ბრენდის პროდუქცია?
(მერი წიკლაური): „მონბრანის“ ბრენდის სრული ასორტიმენტი მზადდება მონბრანის მთის თერმული წყლის ბაზაზე, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, პროვანსის რეგიონში. მონბრანის მთის ძირში მდებარეობს კურორტი, სადაც აღნიშნული თერმული წყლით მკურნალობენ კანის სხვადასხვა დაავადებას: ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი… მონბრანის თერმული წყალი გამოირჩევა განსაკუთრებული დამამშვიდებელი ეფექტით, ამცირებს კანის სიწითლეს და გაღიზიანებას. თერმული წყლის ბალანსირებული მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას და ტენიანობის შენარჩუნებას, რაც განაპირობებს მის ჯანსაღ იერს, სიგლუვეს და ელასტიკურობას.
ბრენდი გვთავაზობს სახის, ტანისა და თმის მოვლის პროდუქტებს, რომლებიც მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის რჩეული ინგრედიენტებით. პროდუქტების დამზადებისას, ბრენდი არ იყენებს ქიმიურ, მავნე კონსერვანტებს და პოტენციურ ალერგენებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „მონბრანის“ პროდუქტები იდეალურია ყველა ტიპის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის. ბრენდი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ, ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატებს: COSMOS ORGANIC და ECOCERT. პროდუქცია დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მოხარული ვარ, რომ ფრანგი ქალბატონების რჩეული პრემიუმბრენდი Montbrun ხელმისაწვდომია საქართველოში „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში და უკვე იმ ქართველი ქალბატონების არჩევანიც გახდა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სილამაზესთან ერთად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, სთავაზობს მას ორგანული და ნატურალური კოსმეტიკის ფართო არჩევანს და განაწყობს სიცოცხლისთვის, სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის.
OK! advertorial
ფოტო: ალექსეი სეროვი