• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მას პლანეტის ულამაზეს ქალსა და „სვინგის ეპოქის სახეს“ უწოდებდნენ.  მთელი მსოფლიოს გოგონები ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ. მას  პატიობდნენ ეტიკეტის თავხედურ დარღვევას, ხოლო სამოსის სტილსა თუ თარგში შეცდომებს ახალ მოდად აღიქვამდნენ. სწორედ მან  შემოიტანა 60-იანი წლების სამყაროში ახალი ინგლისური სტილი The London Look, რომელსაც ახალგაზრდობა აჰყვა, თუმცა, ერთ დღეს სუპერვარსკვლავმა მოულოდნელად მიატოვა პოდიუმი და პროვინციაში მშვიდი ცხოვრება არჩია.

პოდიუმის მომავალი ვარსკვლავი და 60-იანების ყველაზე პოპულარული მოდელი, ჯინ შრიმპტონი, ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიბადა. ჩვიდმეტი წლის ასაკში ჯინი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და კოლეჯში ჩააბარა. გოგონა იმედოვნებდა, რომ მდივნის პროფესიას დაეუფლებოდა და დედაქალაქში სამუშაოს იპოვიდა. ერთხელ, სწავლის პერიოდში, ჯინმა ფილმის კასტინგზე ძალები მოსინჯა. როლზე უარი უთხრეს, თუმცა რეჟისორმა ურჩია, რომ ბედი სამოდელო სფეროში ეცადა.

ჯინმა  რჩევა გაითვალისწინა და სარეკლამო გადაღებების კასტინგებზე სიარული დაიწყო. მალე გოგონა სიმინდის ბურბუშელას რეკლამაში მიიწვიეს, სადაც ფოტოგრაფი დევიდ ბეილი გაიცნო. ეს შეხვედრა ორივესთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და წარმატება და აღიარება მოუტანა.

ჯინ შრიმპტონსა და დევიდ ბეილის შორის შემოქმედებითი კავშირის გარდა, რომანტიკული ურთიერთობა განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ დევიდი დაქორწინებული იყო და შვილს ელოდებოდა.

დევიდმა, რომელიც ფოტოგრაფიაში გზას იკვალავდა, თავისი მოდელი იპოვა, ჯინმა კი იპოვა ფოტოგრაფი, რომელიც მას სხვებზე უკეთ გრძნობდა და შეეძლო მისი განუმეორებელი მშვენიერება და ბუნებრივი პოტენციალი ფირზე გადმოეტანა.

ისინი ერთმანეთს შთააგონებდნენ. ჯინის ფოტოები მოდური ჟურნალების გარეკანებზე სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა. ერთი წლის შემდეგ მათმა დუეტმა სტერეოტიპების მსხვრევა დაიწყო და სტუდიური გადაღებების ნაცვლად, ქუჩის ფოტოსესიების მოდა დაამკვიდრა. ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებულმა ფოტოების სერიამ ბრიტანულ Vogue-ში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

როგორ დაამკვიდრა ჯინმა მინი–კაბების მოდა

ჯინის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა. მას საუკეთესო ფოტოგრაფები და დიზაინერები ეპატიჟებოდნენ. როდესაც ჯინი  კოსმეტიკის ნაწარმს ან კაბას უწევდა რეკლამას, მაყურებელი სტუდიაში განუწყვეტლივ რეკავდა და კითხულობდა, სად შეიძლებოდა პროდუქციის შეძენა.

ერთი კურიოზული შემთხვევის წყალობით, ჯინი მინი-კაბების მოდის კანონმდებელი გახდა. მკერავმა, რომელიც მოდელის ავსტრალიური ვოიაჟისთვის სამოსს კერავდა, თეთრი კაბის ქსოვილის რაოდენობა არასწორად გათვალა და კაბა იმაზე მოკლე გამოვიდა, ვიდრე გეგმავდნენ – ის მუხლებს ზემოთ მთავრდებოდა.

ჯინს მკერავის „შეცდომა“ ისე მოეწონა, რომ მელბურნის იპოდრომზე სწორედ ამ კაბით გამოცხადდა. უფრო მეტიც, სიცხის გამო მან წინდებზე, ხელთათმანებსა და ქუდზე უარი თქვა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი თავხედობა იყო.

მოსალოდნელი სკანდალის ნაცვლად, სასწაული მოხდა – ადგილობრივმა ქალბატონებმა მინი-კაბის მოდა აიტაცეს, რითიც  მამაკაცთა საზოგადება გააბედნიერეს.

Джин Шримптон

სამოდელო კარიერის დასასრული

60-იანების ბოლოს ჯინმა მოდის სამყარო საბოლოოდ დაიპყრო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა. იდეალური ნაკვთების მქონე ულამაზეს მოდელს გრძელი ფეხების გამო მეტსახელად „კრევეტი“ (The Shrimp) შეარქვეს.

ოცდაათი წლის ასაკში, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა ჯინ შრიმპტონმა სამოდელო ბიზნესი მოულოდნელად დატოვა და თაყვანისმცემლებისა და დიზაინერების თვალთახედვიდან გაქრა. როგორც მოგვიანებით აღიარა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მიუღია.

სამოდელო სფეროდან წასვლის შემდეგ, ჯინი ცდილობდა პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა და საზოგადოების ყურადღება აერიდებინა, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა – ხალხის ინტერესი მის მიმართ მეტისმეტად დიდი იყო.

ცნობილია, რომ მალე ჯინი ფოტოგრაფ მაიკლ კოქსზე დაქორწინდა და იმავე წელს ვაჟი, თადეუსი შეეძინა. ერთი წლის შემდეგ წყვილმა კორნუოლის საგრაფოში სასტუმრო „Abbey“ იყიდა და ამ წყნარ, მხარეში დასახლდა. ცოლ-ქმარი დღემდე იქ ცხოვრობს, სასტუმროს კი მათი შვილი მართავს.

ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჯინმა მისცა, მან აღნიშნა, რომ შოუბიზნესიდან ამ სფეროში დაგროვილი ნეგატივის გამო წავიდა. აღნიშნა, რომ საჯაროობა არასოდეს ჰყვარებია და ყოველთვის მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობდა.

ის ძველ ფოტოებს არ ინახავს, რადგან წარსულში დაბრუნება არ სურს, თუმცა ყველასთვის ისევ მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად რჩება, რომლის სილამაზე მნახველს დღემდე აღაფრთოვანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

გაიგე მეტი: დევიდ ბეილიმაიკლ კოქსიჯინ შრიმპტონi

ასევე გაეცანი

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს
OK! News

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?
OK! News

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს
OK! News

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა
OK! News

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 2023 წელს დაბადებული ქართველი ვარსკვლავების შვილები

#OK! 2023 წელს დაბადებული ქართველი ვარსკვლავების შვილები

February 9, 2024
#OK! 4710 − უშბის სიმაღლის განუსაზღვრელობა ხელოვნებაში

#OK! 4710 − უშბის სიმაღლის განუსაზღვრელობა ხელოვნებაში

April 4, 2021
#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

January 30, 2023
#OK! REACH ART VISUAL-ის ინტერვიუ ხელოვან ლევან სონღულაშვილთან და გალერეა WINDOW PROJECT-თან

#OK! REACH ART VISUAL-ის ინტერვიუ ხელოვან ლევან სონღულაშვილთან და გალერეა WINDOW PROJECT-თან

November 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები