• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

საქართველოში სტიგმასთან ბრძოლა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე თავად პრობლემასთან გამკლავება. ადამიანები თავიანთი პრობლემებით იმ სტიგმის მიღმა რჩებიან, რომელიც ნებისმიერ განსხვავებულ გამოცდილებას თან ახლავს. დამოკიდებულებასა და თანადამოკიდებულებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბევრი სტიგმა არსებობს. განსჯის შიში დამოკიდებულს აიძულებს გაჩუმდეს და პრობლემა დამალოს, ხოლო თანადამოკიდებულ ადამიანს აიძულებს მუდმივად გაამართლოს. სტიგმა უხილავია, მაგრამ მისი შედეგები ყველას ეხება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საუბრის უფლება. სწორედ ამიტომ OK! „გამოსავალთან“ ერთად წარმოგიდგენთ პროექტს, რომლის მიზანიც საჯაროდ იმ პრობლემებზე საუბარია, რომლებსაც ადამიანები სტიგმის გამო ხშირად მარტო უმკლავდებიან.

 

რეზო ღოღობერიძე („გამოსავალის“ დამფუძნებელი): 2016 წელს, როცა „გამოსავალს“ ვაფუძნებდით, ნეგატიური სტიგმა ძალიან ძლიერი იყო საქართველოში. ყველაზე მძიმე იარლიყს, რასაც დღემდე დამოკიდებულ ადამიანს აწებებენ, არის : „ცუდი ადამიანი“, „უნებისყოფო“ . იმის ნაცვლად, რომ მას საზოგადოებამ უწოდოს „ადამიანი პრობლემით“, რომელსაც დახმარება სჭირდება. დამოკიდებულს ხშირად უყურებენ როგორც უნებისყოფოს, მატყუარას, საფრთხეს. თანადამოკიდებულს კი საერთოდ ვერ ამჩნევენ – ფიქრობენ, რომ, უბრალოდ, „ნერვიულია“ ან „ზედმეტად ერევა სხვის ცხოვრებაში“. სინამდვილეში, ორივე მხარე დაავადების წრეშია. განსხვავებული სიმპტომებით, თუმცა საერთო პრობლემით. დამოკიდებული ადამიანის მიმართ ხშირად ჩნდება შიში, ბრაზი, სირცხვილი, რასაც ადამიანი მკურნალობამდე კი არა, სიჩუმემდე მიჰყავს. ამ პრობლემას კი გაჩუმებით ვერ შეებრძოლები – პირიქით, გამოსავალი საჯაროობაა. გამოსავალი იწყება ამ სამი კომპონენტისგან: განათლება, პირადი ისტორიების გაჟღერება, სისტემური მხარდაჭერა. მიხარია, რომ ჩვენ ვართ პირველები, ვინც სწორედ ამას ვაკეთებთ, რადგან „გამოსავალში“ ყველას გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეგვიძლია ერთად, ღიაობით, სხვების დახმარების სურვილითა და სავსე მოტივაციით.

ფოტო: ნიკოლოზ მესხი

 

 

სანდრო კაკულია („გამოსავალის“ პოდკასტის ავტორი და წამყვანი): ნებისმიერ დამოკიდებულებას ოდითგანვე თან ახლავს სტიგმა. არსებობენ ქვეყნები და სოციუმები, სადაც სტიგმა განსაკუთრებით ძლიერია. საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი ქვეყნების სიაშია. ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, საბჭოთა კავშირის დროს კი ალკოჰოლზე დამოკიდებულება და მოხმარება საშინელ დანაშაულად ითვლებოდა. ეს ისტორიულად მოგვყვება, ამიტომ არის, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის ჭირდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. 2016 წლიდან, რაც „გამოსავალმა“ არსებობა დაიწყო, ადამიანები ერთი პრობლემის გარშემო შეხვდნენ და გაერთიანდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტიგმასთან გასამკლავებლად, თუ შეიძლება, რომ საბრძოლო იარაღი დავარქვათ, არის საჯაროობა. ნებისმიერ ფორმატში უნდა გამოვნახოთ დრო დისკუსიისთვის, ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება.

 

 

 

გიორგი მახარაძე (მსახიობი): დღესაც დამოკიდებული ადამიანების მიმართ უამრავი სტიგმაა შემორჩენილი: „ნარკომანი“, „უპასუხისმგებლო“, „მიუღებელი“. მგონია, რომ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი საჭიროა, რადგან თავიდან ბოლომდე იცვლება მიდგომა, როცა იგებ, რომ დამოკიდებულება დაავადებაა და არა არჩევანი. დღეს რაღაც კუთხით შეიცვალა დამოკიდებულება. ზოგადად ვფიქრობ, რომ ცოდნაა ყველაფრის წამალი და გამოსავალი. როცა ცოდნა გაქვს – რას ნიშნავს დამოკიდებული და თანადამოკიდებული ადამიანი და რასთან გამკლავება უწევთ მათ, მანდ სტიგმაც მთავრდება.

 

 

მარიამ ნადირაძე (მსახიობი): დღეს ყველაზე მეტად დამოკიდებული და თანადამოკიდებული ადამიანების მიმართ ცნობიერებაა ასამაღლებელი. მიხარია, რომ ბოლო დროს ადამიანებმა საჯაროდ დაიწყეს პრობლემებზე საუბარი, რაც სხვებს აგრძნობინებს, რომ მარტო არ არიან. როცა დამოკიდებულ ადამიანს იარლიყს აკრავენ, ცუდ ადამიანად აღიქვამენ, საზოგადოებიდან კვეთენ, აღიარება და გამოსავლის ძებნა ძალიან რთულია. აღიარება პრობლემის მოგვარების მნიშვნელოვანი ეტაპია, შესაბამისად, დღეს ამ თემაზე ხმამაღლა რომ ვსაუბრობთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

გიორგი ბახუტაშვილი (მსახიობი): მენტალური ჯანმრთელობა ადამიანს ცხოვრების გამოწვევებსა და „შტორმებთან“ გამკლავებაში ეხმარება. ის გვაძლევს ძალას, დავრჩეთ ფხიზლები, არ დავკარგოთ საკუთარი თავი და გავაგრძელოთ სრულყოფილი, ხარისხიანი ცხოვრება. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა – თითქოს რთულ პერიოდში დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანია. სინამდვილეში, დახმარების თხოვნა პრობლემის შეგუებაზე უარის თქმა, სისუსტე კი არა, სიძლიერეა. სტიგმასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მექანიზმი გაზიარება, საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარია, რაც სხვებს გამოსავლის პოვნაში ეხმარება.

 

მარი გოშხეთელიანი (ვიზაჟისტი): „გამოსავალში“ ჩემი მეგობრის რჩევით მივედი. როცა დავიწყე სიარული, ჩემ გარშემო ბევრმა ადამიანმა მკითხა: „შეენც? შენც გჭირდება?“ „გამოსავალი“ როდესაც ესმით, ყოველთვის ჰგონიათ, რომ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა. დამოკიდებული შეიძლება იყო საკვებზეც, ურთიერთობებზეც, ნებისმიერ რამეზე, ამიტომ ყველაფერს სჭირდება გამკლავება. „გამოსავალი“ კი არის სივრცე, სადაც უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს, შეიყვარებ შენს თავს და ისწავლი დამოკიდებულების გარეშე ცხოვრებას.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

#OK! მარტის თვეა ჩვენი….

March 14, 2023
#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

September 16, 2023
#OK! ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო

#OK! ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა მოუგო

May 28, 2021
#OK! ბიანკა ბალტი, პენელოპა კრუზი, ადრიანა ლიმა, ჰელენ მირენი და სხვები ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე

#OK! ბიანკა ბალტი, პენელოპა კრუზი, ადრიანა ლიმა, ჰელენ მირენი და სხვები ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე

September 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

#OK! „არსებობს შიშისა და დაღლილობის წუთები“ – ქეით მიდლტონმა კიბოსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

February 5, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები