ამერიკელმა მსახიობმა გვინეთ პელტროუმ ჟურნალისტებთან დაიჩივლა, რომ საშობაო არდადეგებზე თავს მარტოსულად გრძნობს, რადგან მას და მის მეუღლეს, ბრედ ფელჩაკს დღესასწაულების გატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. 53 წლის მსახიობმა ქმარს „გრინჩი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავად დღესასწაულს აღმერთებს.

„ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს – ის ჩემგან სრულიად განსხვავდება. მე მომწონს საახალწლო დეკორაციები და ფრენკ სინატრას საშობაო ალბომი. მე მთლიანად სადღესასწაულო სულისკვეთებით ვივსები“ – აღნიშნა პელტროუმ თავის პოდკასტში „Goop“.
მსახიობმა სინანულით აღნიშნა, მისი საყვარელი ადამიანი მის სადღესასწაულო სულისკვეთებას არ იზიარებს და შობა არ უყვარს.

„ბრედი ნამდვილი კოშმარია. მას სძულს საშობაო მუსიკა, სძულს საშობაო დეკორაციები, სძულს შემწვარი ინდაური და ტრადიციული ვახშამი. ის მხოლოდ იმას ელის, ეს ყველაფერი როდის დასრულდება! შობის სიყვარულის გამო სახლში ძალიან მარტოსულად ვგრძნობ, თუმცა კარგია, რომ ბავშვები ჩემს მხარეს არიან“ – სიცილით აღნიშნა ვარსკვლავმა.

გვინეტ პელტროუს ქმარი, ამერიკელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ბრედ ფელჩაკი ცნობილია როგორც სერიალების „საშინელებათა ამერიკული ისტორია“, „911“, „სხეულის ნაწილები“, „კლუბი“და სხვა. ბრედს სიუზან ბუკინიკთან ქორწინებიდან ორი ქალიშვილი – 21 წლის იზაბელა და 18 წლის ვაჟი ბროდი ჰყავს.

წინა ქორწინებიდან გვინეტ პელტროუსაც ორი შვილი ჰყავს – 21 წლის ქალიშვილი ეფლი და 19 წლის ვაჟი მოსე. გვინეტის პირველი ქორწინება ჯგუფ Coldpay-ს სოლისტთან კრის მარტინთან შედგა. 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილმა დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! გვინეტ პელტროუ შვილთან ერთად რეკლამაში პირველად გადაიღეს












