• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! სილამაზის ახალი საზომი – რატომ არის „სუფთა“ სახე უფრო ლამაზი და ძვირი, ვიდრე მაკიაჟიანი

October 29, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

სულ ახლახან აღფრთოვანებულები ვიყავით მაკიაჟის თამამი ექსპერიმენტებით, დღეს კი ახალ ტრენდად და სტატუსის სიმბოლოდ „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე“ იქცა. ჩვენ გიამბობთ, როგორ შეცვალა ბუნებრივი იერის ტენდენციამ – Clean Girl (სუფთა გოგონა) არა მარტო ჩვენი მაკიაჟის ჩანთები, არამედ მთელი სილამაზის ინდუსტრია.

ალბათ შენიშნეთ, რომ ბოლო დროს ბლოგერები მძიმე ტონალური კრემების ნაცვლად, მსუბუქ BB კრემებს ირჩევენ, მრავალფეროვანი თვალის ჩრდილების ნაცვლად, ჰაილაითერის ნაზ ბზინვარებას, ხოლო რთული ვარცხნილობების ნაცვლად, ბუნებრივად გაშლილ თმას. ბუნებრიობისკენ გლობალური სწრაფვა წარმავალ მოდაზე მეტი გახდა. ეს მთელი ფილოსოფიაა, რომელიც დაიწყო როგორც სოციალური მედიის ტენდენცია, მაგრამ მალე ნამდვილ კულტურულ კოდად იქცა.

რა არის „სუფთა სახის“ ესთეტიკა?

ტენდენცია, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, ადვილად ამოსაცნობია: ჯანსაღი კანის სველი ბზინვარება, ფაქიზი ვარცხნილობა, „შიშველი“ ფრჩხილები და მშვიდი ფერის სამოსი. ეს არის გოგონას სახე, რომელიც თითქოს იოგას სეანსის შემდეგ შხაპიდან ახლახან გამოვიდა და მწვანე სმუზი მშვიდად მოსვა.

Дженнифер Лоуренс. Источник фото - соцсети

ჯენიფერ ლოურენსი

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ფენომენის ფესვები გაცილებით ღრმაა. „სუფთა სახის“ ესთეტიკის პოპულარობა სოციალურ მედიაში იდეალურად გასწორებულ და გაფილტრულ ფოტოებზე პასუხია. ციფრული ხმაურისა და ვიზუალური პერფექციონიზმის ეპოქაში ადამიანებს ნამდვილი და ბუნებრივი სულ უფრო მეტად იზიდავთ.

ეს ფუფუნებაზე უარის თქმა არაა, უფრო მისი თავიდან გააზრებაა. დღეს სტატუსის მთავარი მაჩვენებელი არა ცნობილი ბრენდის ლოგო, არამედ მოვლილი კანი და შინაგანი ჰარმონიის განცდაა.

Мишель Пфайффер. Источник фото - соцсети

მიშელ პფაიფერი

პამელა ანდერსონის ეფექტი

ამ კულტურული ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პამელა ანდერსონის გარდასახვა გახდა. მსახიობი, რომელიც ყველას ქერა თმით, წითელი საცურაო კოსტიუმით და მკვეთრი, თითქმის ვულგარული მაკიაჟით ახსოვს, 2023 წლიდან საზოგადოებაში თითქმის სრულიად უმაკიაჟოდ ჩნდება. ეს გადაწყვეტილება მისთვის თავისუფლებისა და საკუთარი თავის მიღების სიმბოლოდ იქცა.

Памела Андерсон. Источник фото - соцсети

პამელა ანდერსონი

პამელას ბუნებრივი იერი საზოგადოებამ ქალურობისა და ევროპული მინიმალიზმის განსახიერებად აღიქვა. მისი მაგალითი აჩვენებს, რომ ნამდვილი მიმზიდველობა საკუთარ თავთან ჰარმონიულ ყოფნაში და არა თავსმოხვეულ სტანდარტებში მდგომარეობს.

Памела Андерсон. Источник фото - соцсети

როგორ ცვლის „სისუფთავის“ ტენდენცია სილამაზის ინდუსტრიას
სილამაზის სფერომ ახალ მოთხოვნას მყისიერი პასუხი გასცა:

მაკიაჟი

მძიმე ტონალური კრემების ადგილს ნელ-ნელა მსუბუქი აზიური BB და CC კრემები და soft focus ეფექტის მქონე საშუალებები იკავებენ. მათი მიზანი აღარ არის სახეზე „ნიღბის“ მორგება, მხოლოდ კანის ბუნებრივი სილამაზისა და ჯანმრთელობის ხაზგასმაა.

კოსმეტოლოგია

Хейли Бибер. Источник фото - соцсети

ჰეილი ბიბერი

პაციენტები სულ უფრო ხშირად სთხოვენ სპეციალისტებს, რომ სახე ბოტოქსით „არ გაუყინონ“ და ცოცხალი, ბუნებრივი მიმიკა შეუნარჩუნონ. პრიორიტეტი იმ პროცედურებს ენიჭება, რომლებიც  კანის ხარისხს აუმჯობესებს – ბიორევიტალიზაციას, რბილ პილინგებს და ა.შ.

ფრჩხილები და თმა

აქაც მინიმალიზმია. ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოკლე ფრჩხილებსა და ნუდ ფერის მანიკურს ან მკურნალობის ეფექტის მქონე, ვიტამინებით გამდიდრებული  ლაქების სასარგებლოდ, საერთოდ უარს ამბობენ გელ- ლაქზე.
რაც შეეხება ვარცხნილობას, აქაც მთავარი ტენდენცია ბუნებრიობაა, რომელსაც გარეგნულად სიმარტივე ახასიათებს, მაგრამ რეალურად პროფესიონალურ მოვლას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

Источник фото - соцсети

„იდეალური“ ბუნებრიობის მეორე მხარე

მრავალი უპირატესობის მიუხედავად, Clean Girl ტენდენციას საშიში მხარეც აქვს. სისუფთავისკენ სწრაფვა შეიძლება მეოე უკიდურესობაში გადაიზარდოს და ერთი მიუღწეველი იდეალი მეორით ჩაანაცვლოს. ახლა მხოლოდ გლუვი კანი აღარ კმარა – ის ფაიფურივით უნაკლო უნდა იყოს. ასეთი მაღალი მოთხოვნა საკუთარ თავზე ზრუნვას სიამოვნების ნაცვლად მკაცრ დისციპლინად აქცევს, სადაც ნებისმიერი უმნიშვნელო ნაკლი მარცხად აღიქმება.

Тильда Суинтон. Источник фото - соцсети

ტილდა სუინტონი

უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალურ ქსელებში ნანახი „ბუნებრივი“ იერის უკან ხშირად ძვირადღირებული მოვლის საშუალებების, კოსმეტოლოგის შრომისა და ზუსტად შერჩეული განათების გარდა, სპეციალური ფილტრებიც დგას. შესაბამისად, ამ იდეალის დევნამ შეიძლება დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს.

Кейт Уинслет. Источник фото - соцсети

კეიტ უინსლეტი

რა ელის ამ ტრენდს მომავალში?

Clean Girl ესთეტიკის პოპულარობის პიკმა ალბათ უკვე ჩაიარა, თუმცა მისი ფილოსოფია კიდევ დიდხანს დარჩება. მოვლა ჯანმრთელობა და მინიმალიზმი უბრალოდ მოდა აღარ არის, ეს ცხოვრების სტილია. და ბოლოს, მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ ტენდენციიდან შეიძლება მივიღოთ, ასეთია- „სუფთა სილამაზე“ გვაძლევს საშუალებას საკუთარი თავი მივიღოთ, ჩვენს ღირსებებს ხაზი გავუსვათ და ვიზრუნოთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კეთილდღეობაზე. ეს კი ის ტენდენციაა, რომელიც არასდროს გავა მოდიდან.

 

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “მინიმალისტური დეტალები მის სილამაზეს ყველაზე მეტად გამოკვეთს” – 48 წლის ანჯელინა ჯოლი ნიუ-იორკში შენიშნეს

ასევე გაეცანი

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?
OK! News

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 22, 2025
#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს
OK! News

#OK! დანია 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს

November 22, 2025
#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?
OK! News

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა
OK! News

#OK! კევინ სპეისი სექს-სკანდალის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა

November 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქეთევან გოგილაშვილი

#OK! ქეთევან გოგილაშვილი

March 7, 2021
#OK! როგორ გამოიყურებიან „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავები დღეს? ყველასათვის საყვარელი მსახიობების ევოლუცია!

#OK! როგორ გამოიყურებიან „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავები დღეს? ყველასათვის საყვარელი მსახიობების ევოლუცია!

August 28, 2021
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 10, 2025
#OK! 27 წლის შემდეგ: როგორ გამოიყურება Clueless-ის ვარსკვლავი ალისია სილვერსტოუნი

#OK! 27 წლის შემდეგ: როგორ გამოიყურება Clueless-ის ვარსკვლავი ალისია სილვერსტოუნი

September 18, 2023

კვირის ჰიტები

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

#OK! Sony ლაბუბუს სათამაშოს შესახებ ფილმს გადაიღებს

November 20, 2025
#OK! კრიზისი ჩემპიონის პირად ცხოვრებაში – ილია თოფურიას მეუღლემ განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა

#OK! კრიზისი ჩემპიონის პირად ცხოვრებაში – ილია თოფურიას მეუღლემ განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა

November 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები