• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მარიამ ბოლქვაძე ჩოგბურთზე, საყვარელ ქალაქსა და მისწრაფებებზე

September 14, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ბათუმთან ყოველი დაბრუნება ზღაპრულ მოგონებებთან დაბრუნებაა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მენატრება“

თვლის, რომ წარმატება მაშინ მოდის ადამიანთან, თუ მას მთელი გულით უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს, მიაჩნია, რომ მუდმივი მუშაობა საკუთარ თავთან, შესაძლებლობების სწორად შეფასება და ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა წინაპირობაა შემდგომი გამარჯვებებისთვის. რას ურჩევს მომავალ ჩოგბურთელებს, რომელი აჭარული კერძი ენატრება ყველაზე მეტად და როგორია მისი თავისუფალი დრო – OK! ბათუმის ფურცლებიდან გაეცანით უფრო ახლოს ბათუმელ ჩოგბურთელს, „ნურ სულთანის“ 60 000 ტურნირის გამარჯვებულ მარიამ ბოლქვაძეს.

პირველი ინტერესი…

ძალიან აქტიური და ენერგიული ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მქონდა  სპორტული მონაცემები, მაგალითად, ძალიან სწრაფად დავრბოდი. 9 წლის ვიყავი როცა ლონდონში ნათლიაჩემის შვილს ჩოგბურთის ვარჯიშზე გავყევი, სადაც ბურთებს ვუგროვებდი. იმდენად მომეწონა ეს სპორტი, რომ დედას ვთხოვე საქართველოში როცა დავბრუნდებით მეც შემიყვანე აღნიშნულ სპორტზე-მეთქი. ასე მოულოდნელად, უბრალოდ გასართობად დავინტერესდი ჩოგბურთით, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა და კარგად გამომდიოდა, რომ რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ პროფესიულად დავუფლებოდი.

პირველი მნიშვნელოვანი მოგება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

პირველი მნიშვნელოვანი მოგება, ალბათ, ჩემი პირველი პროფესიული ტურნირის ფინალის ტიტულია. ნახევარფინალში ხშირად გავდიოდი, მაგრამ რამდენიმეჯერ წავაგე, როცა მოვიგე, მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიფასდება ის შრომა და ძალისხმევა, რისთვისაც იბრძვი.

რომ მიაღწიო წარმატებას…

ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პროფესია. თუ შენი საქმე გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ, ამავდროულად, შრომაც თუ არ გეზარება, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. მთავარია, არასდროს დანებდე, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე მიზნისკენ მიმავალ გზას.

 

„ნურ სულთანის“ ტურნირის გამარჯვებული გახდით, რუსი მეტოქე დაამარცხეთ, რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის?

„ნურ სულთანის“ ტურნირის მოგება კიდევ ერთი დიდი საფეხური იყო ჩემთვის, რადგან ისევ დავუმტკიცე ჩემს თავს, რომ შემიძლია. ისედაც მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ აღნიშნულმა მოგებამ უფრო განმიმტკიცა ეს განცდა.

ქალაქი, ლამაზი მოგონებებით…

ჩემი ყველაზე ლამაზი და ფერადი მოგონებები ბათუმს უკავშირდება, ძალიან მიყვარს ის და სულ მენატრება, ჩემი პატარაობის სიმბოლოა ეს ქალაქი. რამდენჯერაც ჩამოვდივარ, იმდენჯერ უფრო ლამაზი და განსხვავებული მხვდება, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. მასთან ყოველი დაბრუნება ზღაპრულ მოგონებებთან დაბრუნებაა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მენატრება.

მოგვიყევით რომელ ქვეყანაში ხართ, ამჟამად რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის განრიგი?

ამჟამად ამერიკაში მივდივარ… ამერიკის ღია პორველობამდე 3 ტურნირს ვითამაშებ და შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპს. ძალიან დიდი შემართებით ვარ და მჯერა ყველა ის ჩანაფიქრი, რომელიც ჩემს პროფესიულ ზრდა-განვითარებას უკავშირდება, ყველაფერი ისე იქნება როგორც მინდა რომ იყოს.

რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ აღნიშნულ სპორტში?

ვინც ახლა იწყებს ჩოგბურთის თამაშს ვეტყვი, რომ ძალიან რთული სპორტია. ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო და მარტოობის არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. ასე რომ, თუ გიყვართ და გსიამოვნებთ თამაში აუცილებლად გაყევით ბოლომდე.

თავისუფალ დროს…

ძალიან მიყვარს ხატვა, კითხვა, თუმცა ტურნირების დროს ყველაზე კარგი განტვირთვა ხატვაა ჩემთვის და, რა თქმა უნდა, კარგი მუსიკა, რომელიც  მოტივაციას მაძლევს და საბრძოლო განწყობას მიქმნის.

ყველაზე მეტად, რომელი აჭარული კერძი გენატრებათ? 

რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპური. დიდი სიამოვნებით ჩამოვფრინდებოდი ახლა ბათუმში, შევჭამდი აჭარულ ხაჭაპურს და დავბრუნდებოდი უკან.

მნიშვნელოვანია…

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო დამოუკიდებელი. დედა ბავშვობიდან სულ იმას მეუბნებოდა, რომ აუცილებელია იყო წარმატებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი. ვცდილობ დედისთვის მიცემული ყველა პირობა ბოლომდე შევასრულო.

სოციალურ ქსელში ხშირად გმობთ ძალადობას, რა არის თქვენი გზავნილი, როგორც მოძალადეების, ასევე ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მიმართ?

რა თქმა უნდა, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას. როდესაც ვკითხულობ რაიმე სტატიას, ან სიახლეს ამ თემასთან დაკავშირებით, თავს ძალიან უძლურად ვგრძნობ, რადგან ძალიან ბევრი მსხვერპლია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და არც კი ვიცი მე რა შემიძლია რომ ვურჩიო მათ. ალბათ, ის, რომ ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა პოლიციაში დარეკვა და დახმარების თხოვნა. არასდროს გაჩუმდეთ როცა ძალადობენ თქვენზე, ან სხვაზე, ასეთ დროს დუმილი დანაშაულია.

რომელ ცნობილ ადამიანთან ერთად ითამაშებდით ჩოგბურთს, მიირთმევდით ფინჯან ყავას და ისაუბრებდით ბევრს…

ჩოგბურთს დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი როჯერ ფედერერთან, რაც შეეხება ყავას Zoe Kravitz-თან ერთად დავლევდი და ბევრს ვისაუბრებდი.

სიმღერა, რომელსაც  ყველაზე ხშირად უსმენთ…

ხშირად ავიკვიატებ ხოლმე სიმღერებს და მანამ ვუსმენ, სანამ არ მომბეზრდება, ამ მომენტში Folamour-ის Resonate ამოვიჩემე.

რას ისურვებდით საქართველოსთვის…

საქართველოსთვის ვისურვებდი სტაბილურობას და სიმშვიდეს.

 

 

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სილამაზის სალონი „კონტრასტი“ – ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

#OK! სილამაზის სალონი „კონტრასტი“ – ხარისხი და კომფორტი ერთ სივრცეში

July 12, 2023
#OK! კაილი ჯენერის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი სპანდექსის სამოსით!

#OK! კაილი ჯენერის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი სპანდექსის სამოსით!

March 30, 2021
#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

#OK! ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავი

June 3, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები