64 წლის ტილდა სუინტონი, რომელიც თავისი იდუმალებითა და მიმზიდველობით არის ცნობილი, წითელ ხალიჩაზე დღემდე ისევე გასაოცრად გამოიყურება, როგორც ეკრანზე. არამიწიერი სილამაზისა და მოხდენილობის მქონე შოტლანდიელმა მოდელმა და მსახიობმა თითქოს დროზე გაიმარჯვა. ტილდა მოდის ყველაზე გამორჩეულ დიზაინერებთან თანამშრომლობს და მისი სტილი უკვე ძლიერი არქიტექტურული ფორმებისა და მინიმალიზმის სინონიმად იქცა.
ტილდა სუინტონი არასდროსაა მოსაწყენი. მისი სტილი ტრადიციულისგან სრულიად განსხვავდება და ხშირად ისეთივე უჩვეულოა, როგორც მისი როლები. სუინტონის განმასხვავებელ ნიშნად მკაფიო ფორმები და ავანგარდული ჭრები ითვლება, თუმცა ფერიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს – შოტლანდიელი მოდელი თავდაჯერებულად ირჩევს ტონალობებს ყინულოვანი თეთრიდან ალისფრამდე.
20 წლის მანძილზე სუინტონის ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქების უმეტესობა მისი ძველი პარტნიორის, დიზაინერ ჰაიდერ აკერმანის მიერ შეიქმნა. სწორედ ამ უნიკალურმა სტილმა აქცია სუინტონი წითელი ხალიჩის დედოფლად, სადაც განსაკუთრებით აკერმანისა და „შანელის“ მოდის სახლის სამოსში უყვარს გამოჩენა.
“ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემთვის ნამდვილი ცხოვრება ორმოცი წლის შემდეგ დაიწყებოდა – და ასეც მოხდა.” – ტილდა სუინტონი.
2002 წელი
ტილდა კანის კინოფესტივალზე.
2004 წელი
ტილდა წვეულებაზე, რომელიც „ოქროს გლობუსს“ მიეძღვნა.
2006 წელი
ტილდა ლონდონის Serpentine Gallery-ის ზაფხულის წვეულებაზე.
2007 წელი
ჰაიდერ აკერმანის სამოსში კანის ფესტივალზე, ფილმის პრემიერაზე.
„ხშირად “ბატონოს” მეძახიან. ვფიქრობ, ხალხი დაბნეულია და როდესაც მაკიაჟის გარეშე მხედავენ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქალი ვარ“ – ტილდა სუინტონი.
იანვარი, 2008 წელი
ისევ ჰაიდერ აკერმანის მბზინავ სამოსში – სუინტონი მსახიობთა გილდიის პრემიაზე.
2008 წელი
სუინტონი Christian Dior-ის ხალათში Orange British Academy Film Awards-ის ცერემონიაზე, ლონდონში.
2009 წელი
ჰაიდერ აკერმანის სტილში კანის ფესტივალზე.
2009 წელი
თეთრი შარვალ-კოსტიუმი Jil Sander-ისგან, მე — სიყვარული -ს ფოტოკოლზე, ვენეციაში.
2010 წელი
მუქი ლურჯი ასიმეტრიული კაბა ჰაიდერ აკერმანისგან, ბერლინალეზე.
“მშვიდი ადამიანი ვარ. უფრო ბედნიერი ვარ, როცა ჩუმად ვარ.” – ტილდა სუინტონი.
2011 წელი
Jil Sander-ის სამოსში „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე.
2012 წელი
ივ სენ-ლორანის სამოსი Critics’ Choice Movie Awards-ის ცერემონიაზე, ლოს-ანჯელესში.
2013 წელი
ჰაიდერ აკერმანის მბზინავი სამოსი კანის ფესტივალზე, ფილმის „მხოლოდ საყვარელები გადარჩებიან“ პრემიერაზე.
ტილდა სუინტონი შანელის სამოსში საქველმოქმედო ღონისძიებაზე A Tribute to Tilda Swinton ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
2014 წელი
ტილდა კინოაკადემიის გუბერნატორთა პრემიაზე სკიაპარელის მბზინავი კაბით.
2016 წელი
მთლიანად „შანელის“ სამოსში ფილმის Ave, Caesar! პრემიერაზე, ბერლინალეს გახსნის ცერემონია.
2017 წელი
ჰაიდერ აკერმანის ლუქი – ტილდა სუინტონი კანის ფესტივალზე.
2017 წელი
ჰაიდერ აკერმანის მწვანე კოსტიუმში, Okja-ს ფოტოკოლზე, კანის ფესტივალი.
“კოსმეტიკა მომწონს, მაგრამ თუ გინდათ, საკუთარ თავს დაემსგავსოთ, მაშინ ეს საუკეთესო გზა არ არის. მაკიაჟით სხვას ჰგავხართ.” – ტილდა სუინტონი.
2018 წელი
სუინტონი „შანელის“ ლუქში ბერლინალეს გახსნაზე.
2018 წელი
ჰაიდერ აკერმანის კაბაში ფილმის Suspiria-ს ფოტოკოლზე, ვენეციაში.
2020 წელი
ტილდა სუინტონი „შანელის“ სამოსში ვენეციის 77-ე კინოფესტივალის გახსნაზე.
2021 წელი
ჰაიდერ აკერმანის ლუქი კანის ფესტივალზე.
2021 წელი
სკიაპარელის დიდი ზომის ლუქი კანის ფესტივალზე.
2022 წელი
ვენეციის 79-ე კინოფესტივალზე ჰაიდერ აკერმანის სამოსით.
“მომავალზე არ ვფიქრობ და არც მინდა ვიცოდე – რა იქნება. არანაირი გარანტია არ მჭირდება.” – ტილდა სუინტონი.
2022 წელი
ლონდონის BFI-ს კინოფესტივალი. ტილდა სუინტონი ბელა ფრეიდის სამოსში.
2023 წელი
მარაქეშის კინოფესტივალი. ტილდა სუინტონი შანელის ლუქში.
2024 წელი
ფილმის „ოთახი მეზობლად“ პრემიერაზე მადრიდში „შანელის“ ლუქით.
2024 წელი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ „შანელის“ სამოსში.
“ყოველთვის ვიცოდი, რომ ლამაზი არ ვიყავი. ეს დიდი უპირატესობაა. ყველა ჩემი ლამაზი მეგობარი ადრე თუ გვიან საკუთარ სილამაზეს იყენებდა. მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ ლამაზი ნაკვთები ჰქონდათ და შესაბამისად უნდა მოქცეულიყვნენ. მე გოგოდ არ აღმიქვამდნენ და არც თავად ვთვლიდი ქალად საკუთარ თავს.” – ტილდა სუინტონი.
2025 წელი
„ოქროს გლობუსზე“ „შანელის“ ელეგანტური ლუქით.
2025 წელი
ბერლინალე 2025-ზე ისევ „შანელი“.
მარტი, 2025 წელი
ტილდა სუინტონი Chanel-ის სახე VOGUE-ის გარეკანზე.