• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

გსურთ სახლში მყუდრო გარემო შექმნათ? მაშინ, სწორ ადგილას მოხვდით, რადგან OK! გიამბობთ ძალიან საინტერესო და გამორჩეული პროექტის – inspiration home store-ის შესახებ, რომელიც საზოგადოებას ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა სურნელოვანი სანთლები, კომფორტული საღამურები, კოსმეტიკის ჩანთები და ა.შ… ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ დამფუძნებელი ნათია წივწივაძე უფრო ვრცლად გვიამბობს.

 

Inspiration Home Store გამორჩეულია თავისი გემოვნებიანი ვიზუალითა და ატმოსფეროთი. გვიამბეთ მაღაზიის შექმნის ისტორია.

პირველ რიგში, დიდი მადლობა შეფასებისთვის. inspiration home store თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტია. ჩვენი ბრენდი მომხმარებელს ისეთ ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს, რომელიც სახლში მყუდრო გარემოს ქმნის.

inspiration home store არა მხოლოდ კონკრეტული ნივთების შესახებაა, არამედ ცხოვრების წესზეცაა ორიენტირებული, რომელიც შეიძლება ითქვას, ყველას თავისებური აქვს. ჩვენ კი ვცდილობთ, “ინსპირაცია“ მივცეთ და საკუთარი სტილის და კომფორტის აღმოჩენაში დავეხმაროთ ადამიანებს.

ბრენდი 3 წლის წინ შევქმენით და თავიდანვე ვიცოდით, რომ კოსმეტიკის ჩანთების გარდა კიდევ ბევრი უნიკალური და სასარგებლო ნივთით ვიქნებოდით წარმოდგენილი მაღაზიაში. დაახლოებით, ერთ წელიწადში ასორტიმენტს დავამატეთ “ასაწყობი სანთლები”, რომელიც დღემდე უცხო და გამორჩეულია ქართულ ბაზარზე და ასევე, სურნელოვანი სანთლები, ყველაზე “გემრიელი” არომატებით. შემდგომ კი, სანთლებს მოჰყვა საღამურები – ჩვენთვის წარმოუდგენელია, სახლი და სიმყუდროვე ლამაზი და კომფორტული საღამურის გარეშე.

ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენი მაღაზია უნდა ყოფილიყო საკმაოდ განსხვავებული, ფერადი და ამასთანავე სახლივით მყუდრო, რაზეც არაერთი დეტალით ვიზრუნეთ, მაგალითად, როგორიცაა ფერადი ხალიჩები, გარდამავალი შუქები და ა.შ…

 

 

რა გზა გაიარეთ იდეიდან რეალობამდე და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ხელნაკეთი კოსმეტიკის ჩანთების პირველი მწარმოებელი ბრენდი (2022 წლიდან) და სწორედ, კოსმეტიკის ჩანთებია ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათი, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და დღემდე გამოწვევად რჩება მცოდნე და კეთილსინდისიერი მკერავების პოვნა. ამ ეტაპზე, შესანიშნავი მკერავები გვყავს, თუმცა ბრენდი ეტაპობრივად იზრდება და მუდამ ძიებაში ვიმყოფებით.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევენ Inspiration Home Store-ის. რა არის ის უნიკალური დეტალი, რაც თქვენს მაღაზიას გამორჩეულს ხდის.

ბრენდის მთავარი უპირატესობაა – პერსონალიზაცია. ეს გამოიხატება არამარტო იმ პროდუქტებსა და სერვისში, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ, არამედ უშუალოდ მომხმარებელთან მიმართებასა და კომუნიკაციაში, რაც აბსოლუტურად ინდივიდუალურია ყველასთვის. ჩვენ გრძელვადიანი და ხარისხიანი ურთიერთობების მომხრე ვართ და ამისთვის მხოლოდ ლამაზი პროდუქტი ან ფერადი მაღაზია არ არის საკმარისი. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებელზე და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს პროდუქციაშიც გამოიხატება, თუნდაც მცირე დეტალებით.

საიდუმლო არ არის, რომ როდესაც მომხმარებელი ჩვენს მაღაზიაში შემოდის, მას აღფრთოვანების ემოცია ეუფლება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაღაზიის დატოვების შემდგომ, ეს ემოცია გაორმაგდეს. ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი პროდუქტის გარდა, სწორედ ჩვენი დამოკიდებულება, სწორი განწყობის შექმნა და მომხმარებელზე ზრუნვა არის ის, რაც გამოგვარჩევს.

 

 

რა გზას გადის პროდუქტი სანამ მაღაზიის თაროზე მოხვდება. მუშაობთ კონკრეტულ დიზაინერებთან, ბრენდებთან თუ თავად ეძებთ ინსპირაცის წყაროს?

ყველაფერი იწყება იდეით და “ინსპირაციით”, რომლის წყარო, როგორც ბუნება, ხელოვნება, არქიტექტურა, ფილმი ან უბრალოდ ქსოვილიც შეიძლება იყოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს განწყობას. ხშირად, შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ჩვენს ბრენდთან სრულიად დაუკავშირებელი სფეროც, რაც ვფიქრობთ კიდევ უფრო საინტერესოა.

შემდეგი ეტაპია კომბინაციების შერჩევა – ქსოვილებს, ელვებს და სხვადასხვა დეტალებს თავსატეხივით ვაკავშირებთ და ვაერთებთ, სანამ იდეალურ შედეგამდე არ მივიყვანთ. როდესაც კრეატიული დავალება შესრულებულია, ჩვენ გადავდივართ შემდეგ მნიშვნელოვან და ჯადოსნურ ეტაპზე – ცალკეული დეტალებისგან ხელით ვქმნით ულამაზეს ნივთს.

დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული და მთელი გულით დამზადებული ნივთი პოულობს თავის ადგილს მაღაზიის თაროზე და მოუთმენლად ელის თავის ახალ მეპატრონეს.

პროდუქტიდან დაწყებული, მაღაზიის ინტერიერით დასრულებული – ყველაფერი მხოლოდ ჩვენი გუნდის ნამუშევარია.

ძალიან ბევრ სახლში დღეს “შინაური ესთეტიკა” მნიშვნელოვანი გახდა.  როგორ ერგება თქვენი პროდუქცია ამ ტენდენციას?

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბრენდი კონცეფცია სწორედ სახლის ესთეტიკაზეა აგებული და ზუსტად იმ სიმყუდროვისა და სახლური გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ფერადი, თანამედროვე, მხიარული და დასამახსოვრებელი – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ჩვენი ბრენდი და მაღაზია. ეს არის ზუსტად ის ელემენტები და დეტალები, რომლებსაც ჩვენ სახლის ესთეტიკაში ვხედავთ. ჩვენი პროდუქცია იდეალურად მოერგება როგორც “pop art”-ს, ასევე ძალიან მინიმალისტურ ინტერიერს.

 

 

როგორ ხედავთ Inspiration Home Store-ს რამდენიმე წლის შემდეგ? გაქვთ თუ არა გრძელვადიანი მიზნები ან ოცნებები, რომლებიც გინდათ რეალობად აქციოთ?

პირველ რიგში, ეტაპობრივად, უამრავი ახალი პროდუქტი დაგვემატება და ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში გაფართოებას ვგეგმავთ, რაც  დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ ახალ ლოკაციებს გულისხმობს. ჩვენი მიზანია, რომ „ინსპირაცია“ მთელ ქვეყანას გავუზიაროთ. ჩვენ გვაქვს განსხვავებული, უნიკალური იდეები და კონცეფციები შექმნილი სხვადასხვა ქალაქებისთვის. გარდა ამისა, მიზნები მოიცავს მსგავსი აზროვნების მქონე ადამიანების გაერთიანებას (Community), რაც შეიძლება მეტი ადამიანის შთაგონებასა და მათთვის ძალიან სასარგებლო იდეების გაზიარებას.

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავმა Karen Millen-ის კაბა მოირგო

#OK! საოფისე სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან: ვარსკვლავმა Karen Millen-ის კაბა მოირგო

January 20, 2022
#OK! “ყველა როლი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ, იმის დამსახურებაა, რომ ლეონარდო დიკაპრიო აცხადებს უარს მათზე – კრისტიან ბეილი

#OK! “ყველა როლი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ, იმის დამსახურებაა, რომ ლეონარდო დიკაპრიო აცხადებს უარს მათზე – კრისტიან ბეილი

October 6, 2022
#OK! სელინ დიონის “დიდი დაბრუნება” – VOGUE France

#OK! სელინ დიონის “დიდი დაბრუნება” – VOGUE France

May 6, 2025
#OK! რატომ აუკრძალა გია სურამელაშვილმა ვასო ფხაკაძეს სკეტჩების გადაღება?

#OK! რატომ აუკრძალა გია სურამელაშვილმა ვასო ფხაკაძეს სკეტჩების გადაღება?

February 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ  მერაბ დვალის „ახალი მზერა“

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ მერაბ დვალის „ახალი მზერა“

June 11, 2025
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025
#OK! თავისუფლება უფლებაა

#OK! თავისუფლება უფლებაა

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები