• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქარგო ექსპრესი – ავტომობილის ტრანსპორტირების ყველაზე მოკლე და კომფორტული გზა

July 9, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ავტომობილის შეძენა არცთუ ისე მარტივი პროცესია. მანამ, სანამ შენაძენი ჩვენამდე მოვა, საკმაოდ ვრცელ გზას გადის, რაც უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს – უპირველესად კი უსაფრთხოებას. გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ და ავტომობილს თქვენამდე უმოკლეს ვადაში, სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით თქვენამდე მოიყვანს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კომპანია „ქარგო ექსპრესის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ბექა მარგველაშვილს ვესაუბრეთ.

 

 

ბექა, გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია, რაც დაარსდა?

კომპანია „ქარგო ექსპრესი“, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვარ, ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ორი წელია, რაც გამოჩნდა. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით, რომლებიც წლების განმავლობაში ამავე ტიპის სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ.

 

რას მოიცავს კომპანიის საქმიანობა? რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას ავტოიმპორტი წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ავტომობილების შერჩევას, შეძენას, ტრანსპორტირებას აშშ-დან, ევროპის ნებისმიერი წერტილიდან და კორეიდან.

ვემსახურებით როგორც საცალო ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე ავტოდილერებს. ჩვენი მეშვეობით მათ აქვთ საშუალება, მიიღონ წვდომა აშშ-ის წამყვან აუქციონებზე სრულიად უფასოდ.

 

 

რა გზას გადის კომპანიის მიერ შეძენილი ავტომობილი ამერიკიდან საქართველომდე?

თავდაპირველად შერჩეული და უკვე დეტალურად დათვალიერებული ავტომობილი ჩვენი ლოჯისტიკის გუნდის მეშვეობით კვლავ გადის ინსპექტირებას შესაბამის საწყობში, შემდეგ დაცულ სადგომზე იტვირთება კონტეინერში და თავსდება გემზე.

საქართველოში ჩამოყვანილ ავტომობილს ისევ ინსპექტირება უტარდება და მფლობელს აქვს უფლება, ყოველივე ამის შემდეგ ავტომობილი ტერმინალიდან გაიყვანოს.

 

ტრანსპორტირების უსაფრთხოებაზე გვიამბეთ.

უსაფრთხოება ჩვენი კომპანიის მთავარი და მეტად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს კონკრეტული შენაძენი უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიაწოდოს მომხმარებელს.

 

დაახლოებით რა დროა განსაზღვრული შეძენილი ავტომობილის ადრესატამდე მისასვლელად?

ავტომობილის ჩამოსვლის დრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  1. რომელი შტატიდან იგზავნება;
  2. რამდენად წესრიგშია ავტომობილის დოკუმენტაცია;
  3. საზღვაო ხაზების შეუფერხებელი და გამართული მუშაობა.

საშუალოდ ეს დრო განისაზღვრება 45-დან 70 დღემდე.

 

 

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ ავტომობილს შევიძენთ?

აუცილებელია ავტომობილის ისტორიის ზედმიწევნით გადამოწმება. ნახვა და გარკვევა იმისა, თუ რამდენი მეპატრონე ჰყავდა, რა სერვისებს გადიოდა, ჰქონდა თუ არა საგზაო შემთხვევა და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ავტომობილის შეძენა, რაშიც ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
ინტერვიუ

OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026
#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო
ინტერვიუ

#OK! სიცოცხლე მშვენიერია! მთავარია, დაინახო

February 11, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო
ინტერვიუ

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
ინტერვიუ

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ემილი რატაკოვსკი Bottega Veneta-ს 2645 ფუნტის ღირებულების ტრენდული ჩანთით! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

OK! ემილი რატაკოვსკი Bottega Veneta-ს 2645 ფუნტის ღირებულების ტრენდული ჩანთით! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

June 25, 2021
#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

#OK! როგორ ვიყიდოთ კრიპტოვალუტა: ძირითადი გზამკვლევი დამწყებთათვის

February 15, 2024
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა პრინცესა დაიანას ქანდაკება გახსნეს

#OK! პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა პრინცესა დაიანას ქანდაკება გახსნეს

July 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

#OK! ზენდაია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიის სახე ხდება

February 6, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები