ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინებასთან დაკავშირებით ბოლო დროს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად ჭორების გავრცელებას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო. განსაკუთრებით გულშემატკივრებს წყვილის განქორწინებასთან დაკავშირებით ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რა ჯენიფერ ლოპესი Met Gala-ს ხალიჩაზე მარტო წარსდგა. წყვილი 47 დღის განვალობაში ერთად არ გამოჩენილა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ზრდიდა, თუმცა 19 მაისს ჭორები გაქარწყლდა, რადგან ლოპესი მეუღლესთან ერთად კალიფორნიაში ოჯახურ ღონისძიებაზე კვლავ დააფიქსირეს. ისინი ღონისძიებაზე ცალ-ცალკე მივიდნენ, თუმცა ცერემონია ბენის მანქანით ერთად დატოვეს. ასევე შეუმჩნეველი არ ყოფილა, რომ საქორწილო ბეჭედი არცერთს არ ჰქონდა მოხსნილი.
ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ Entertainment Tonight- ს აცნობა, რომ წყვილის ურთიერთობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ისინი დაძაბულობის გამო ცალ-ცალკე ცხოვრობენ და გამოსარკვევად დრო სჭირდებათ.
ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის თითზე ბეჭდის ხილვა იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ისინი პრობლემაზე მუშაობენ და არ ამბობენ უარს ურთიერთობაზე. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას.