• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კართან მოდგა შემოდგომა…

October 4, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

წლებს არასდროს მალავს. ალბათ, იმიტომ, რომ 84 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. სიყმაწვილის განვლილ გზებს დიდი მონატრებითა და სიყვარულით იხსენებს. ყველაფერი კი ფილარმონიით დაიწყო და საოცარი პოპულარობით დაგვირგვინდა. 80-იან წლებში ჩიხლაძეების დუეტმა მთელი საქართველო აამღერა და არავის ტოვებდა გულგრილს… სავსე დარბაზები, გასტროლები და, რაც ყველაზე მთავარია, ხალხის დიდი სიყვარული… უფრო ვრცლად კი ამ ყველაფერზე ქალბატონი მაყვალა ჩიხლაძე მოგვიყვება.

 

ქალბატონო მაყვალა, სიმღერის გარეშე თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?

სიმღერა ჩემი სიცოცხლის ელექსირია – ეს მაცოცხლებს, ეს მაძლიერებს… ისე არ გავა ხოლმე ორი-სამი დღე, რომ გიტარა ჩემთვის მაინც არ ავიღო ხელში და არ ვიმღერო… წარმოიდგინეთ, 5 წლიდან ვმღერი, თვითონ ვაწყობდი აკორდებს…

როგორ დაიწყო ყველაფერი?

გაინტერესებთ, როგორ მოვხვდი ფილარმონიაში? 1969 წელს თენგიზ ჩანტლაძის ჯგუფში ამიყვანეს, როგორც მოლაპარაკე მსახიობი… „მხოლოდ სიცილით“ – ასე ერქვა მინიატიურების თეატრს. ერთი წელი ვიმუშავე იქ და მერე მივხვდი, რომ სიმღერის გარეშე არ შემეძლო… ამ დროს გავიცანი არჩილ ჩიხლაძე – ისეთი ლამაზი ხმის ტემბრი ჰქონდა არჩილს და ჩვენი ხმებიც ერთმანეთს ისე ბუნებრივად შეერწყა… ასე შეიქმნა ჩვენი დუეტი და ყველაფერიც აქედან დაიწყო. სიმღერამ მე და არჩილი უცებ დაგვაკავშირა…

 

 

და პოპულარობა რომ მოვიდა?

ამას არც კი ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას და არ ვაქცევდი ყურადღებას. მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი – ვმღეროდი… ისე მოხდა, რომ ხალხმა ეს სიმღერები აიტაცა… მერე იყო კონცერტები, გასტროლები… გავსებული დარბაზები – მახსოვს, საკონცერტო დარბაზში რომ გამოვდიოდით და „სიჭაბუკეს“და „კართან მოდგა შემოდგომას“ ვმღეროდით, მსმენელი და მაყურებელი ცრემლებს იწმენდდა.

და როგორია ის შემოდგომა, კართან რომ მოდგა – დღეს?

საერთოდ მე შემოდგომა ძალიან მიყვარს, ყველანაირი ფერი რომ ხარობს ბუნებაში – თვითონაც შემოდგომაზე ვარ დაბადებული და, ალბათ, ამიტომაც… კომპოზიტორმა, ოთარ თევდორაძემ, პირადად ჩვენ მოგვიტანა ეს სიმღერა და გვთხოვა, იქნებ შეასრულოთო… მერე ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა… იტალიურადაც კი არის ნათარგმნი…

 

 

დღემდე ბევრ შემსრულებელთან ერთად შეგისრულებიათ ეს და სხვა სიმღერებიც, რამდენად მომხრე ხართ, რომ ძველი ახლებური ვერსიით გაკეთდეს?

ვანო თარხნიშვილთან, გიორგი გაბუნიასთან, ნიკა ნანიტაშვილთან, ზაზა ჩხარტიშვილთან, ზურა მანჯავიძესთან, სულ ბოლოს „მგზავრების“ გიგისთან ერთადაც შევასრულე. თანამედროვეობის ელფერი შესაძლოა ყველა ახალ დუეტსა და ძველ სიმღერაში შეიტანო, მაგრამ ისე არ უნდა შეცვალო მელოდია, რომ კომპოზიტორი დაიკარგოს… ვფიქრობ, ჩვენმა თაობებმა ის მელოდიები არ უნდა დაკარგონ, რაც დიდებულმა კომპოზიტორებმა დაგვიტოვეს…

რა მოგიტანათ „სიჭაბუკის წლებმა“?

ძალიან ლამაზად გატარებული ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები… იმხელა სიყვარული და სითბო მაჩუქა „სიჭაბუკის წლებმა“… ხანდახან ნოსტალგიაც კი მაქვს იმ დროის, იმ ხალხის, ჩემი მეგობრების, იმდროინდელი თბილისის…

 

 

თბილისი…

აი, როგორც სიმღერის გარეშე არ შემიძლია, ისე თბილისის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის ცხოვრება. რა დროც არ უნდა გავიდეს, რანაირი პერიოდიც არ უნდა დადგეს, ჩემთვის ჩემი თბილისი არ იცვლება… სადმე რომ ვარ წასული, უკან დაბრუნებისას, თბილისს რომ მოვუახლოვდები, გული მიჩქარდება, მინათდება – ვიცი, რომ მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი…

არასდროს გიფიქრიათ სხვა ქვეყანაში წასვლაზე? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ მუსიკალური ინდუსტრია სხვა ქვეყნებში უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში…

ალბათ, სხვაგან მეტი წარმატება შეიძლებოდა ყოფილიყო და შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ მე აქაურობის გარეშე ვერსად გავძლებდი…

 

როგორ ფიქრობთ, წლებს რა მოაქვს?

ნოსტალგიაც და გამოცდილებაც… თუმცა გული არასდროს ბერდება…

თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას – როგორ გზას აირჩევდით?

არაფერს შევცვლიდი – ისევ იმ გზას გავივლიდი…

 

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე სტამბოლში ისვენებენ!

#OK! შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე სტამბოლში ისვენებენ!

September 16, 2021
OK! სიახლეების კვალდაკვალ  ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელთან

OK! სიახლეების კვალდაკვალ ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელთან

April 9, 2023
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! გაატარეთ წელიწადის ყველა დრო Holiday Borjomi-ში

February 6, 2023
#OK!  როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

#OK! როგორ ვატაროთ სპორტული სამოსი ეფექტურად – გვასწავლის ტინა კუნაკი

May 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

#OK! ლუვრის დირექტორი მუზეუმის გარშემო ატეხილი სკანდალების ფონზე გადადგა

February 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები