• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

OK! სიახლეების კვალდაკვალ ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელთან

April 9, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჟურნალ OK!-ის მკითხველი მულტიპროფილურ კლინიკა „ენმედიცს“ კარგად იცნობს. დღეს კი უფრო ვრცლად ვისაუბრებთ კლინიკის ლაბორატორიის შესახებ, რომელსაც ბაზარზე გამოარჩევს მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურა. ასევე, აქ შესაძლებელია საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე 1000-ზე მეტი კვლევის ჩატარება უმოკლეს დროში ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა, კლინიკას აქვს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი – ISO, რაც თავის მხრივ მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიონალი ექიმების, ულტრათანამედროვე აპარატურის, თანამედროვე მიდგომების და კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვის დამსახურებაა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მოდებაძემ ისაუბრა.

 

 

თქვენი აზრით, რა განასხვავებს „ენმედიცს“ სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან?

 

„ენმედიცი“ თანამედროვე  ტექნოლოგიებით და უახლესი, მაღალი ხარისხის აპარატურით აღჭურვილი მულტიპროფილური კლინიკაა. კლინიკა  საქართველოში ენდოკრინული სამსახურის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ვაჟა ივერიელმა დააარსა. ბატონი ვაჟა ივერიელის მოწაფეების, უფროსი თაობის გამოცდილება და პროფესიონალიზმი ჰარმონიულად არის შერწყმული ახალგაზრდა თაობის შემართებასა და ახლის ძიების სურვილთან, რაც განაპირობებს თითოეული პაციენტის მიმართ თბილ, გულისხმიერ დამოკიდებულებას და თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობას.

 

გვესაუბრეთ „ენმედიცის“ ლაბორატორიის უპირატესობებზე…

 

კლინიკაში სხვა მიმართულებებთან ერთად, ლაბორატორიულ სამსახურს დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ანალიზატორებით. აქ 1000-ზე მეტი კვლევა ტარდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: იმუნოლოგია, კოაგულაცია, ჰემატოლოგია, ბიოქიმია, ასევე მაღალი ხარისხით სრულდება ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები.

კლინიკას გააჩნია რამდენიმე საოპერაციო ბლოკი და ხშირად ოპერაციის მიმდინარეობის დროს საჭიროა სწრაფი მორფოლოგიური კვლევის ჩატარება ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრისათვის, რისთვისაც თანამედროვე გამყინავი მიკროტომი გამოიყენება, რაც სისწრაფესთან ერთად კვლევის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

 

 

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე აპარატურასა და ანალიზატორებს სპეციფიკური მოვლა და მაღალკვალიფიციური პერსონალი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ კლინიკა სისტემატურად აგზავნის ინჟინრებსა და ლაბორანტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვალიფიკაციის დონის ასამაღლებლად.

საჭიროების შემთხვევაში, ახალი კვლევების დასანერგად ლაბორატორიას აქვს, როგორც ტექნიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსი.

 

ნერგავთ თუ არა სიახლეებს დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიაში?

 

მოგეხსენებათ, რომ დღეს ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, იხვეწება აპარატურა და გამოკვლევების ხარისხი. ჩვენი კლინიკა ცდილობს უმოკლეს დროში დანერგოს არსებული მიღწევები. ევროპაში სულ ახლახან დაიწყეს აქტიური ვიტამინ B12-ის კვლევა. აღნიშნული კვლევა ჩვენს ლაბორატორიაში მალევე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. ასევე, საქართველოში პირველებმა დავნერგეთ საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი 221 საკვებ პროდუქტზე. კვლევა ადგენს, აქვს თუ არა პაციენტს ამ პროდუქტებიდან რომელიმე მათგანზე აუტანლობა, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიის საფუძველი იყოს.

გარდა ამისა, უკვე ადგილზეა მძიმე მეტალების საკვლევი ანალიზატორი, რომელიც ატომურ-აბსორბციული (გრაფიტული) მეთოდით აწარმოებს ისეთი ელემენტების კვლევას, როგორიცაა: ფტორი, სელენი, ტყვია, თუთია. ეს კვლევები ეხმარება ექიმს მედიკამენტის თერაპიული დოზის შერჩევასა და სხვადასხვა პათოლოგიის ეფექტურ მართვაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა კვლევა ადგილზე ტარდება, არ იგზავნება სხვა ქვეყანაში, ეს კი განაპირობებს კვლევის დაბალ ფასს და შესრულების მოკლე ვადას.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის „ენმედიცის“ წარმატების მთავარი საიდუმლო?

კლინიკა „ენმედიცის“ ლაბორატორია უკვე მრავალი წელია მონაწილეობს შვეიცარიის გარე ხარისხის შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის მიერ. მონიჭებული  გვაქვს ხარისხის ISO სტანდარტი, ასევე შემუშავებული გვაქვს ხარისხის კონტროლის  გარკვეული შიდა პროცედურები.

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ გუნდურ მუშაობას, თითოეული რგოლი დიდი  პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ყოველივე ეს კი განაპირობებს ჩვენთან ჩატარებული კვლევების მაღალ საიმედოობას, სიზუსტესა და ხარისხს.

 

 

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები…

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია გაფართოება  საქართველოს მასშტაბით, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს კლინიკის სერვისებით სარგებლობა.

ამჟამად გვაქვს  ფილიალი ბათუმში, თბილისში, კერძოდ, ვაკესა და დიღომში. სულ ახლახან გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი დიდ დიღომში, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად, თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
OK! Business

#OK! ქალების როლი თანამედროვე დეველოპმენტში – FK Development – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

March 8, 2026
#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე
Health & Beauty

#OK! რენიუ – პლასტიკურ/რეკონსტრუქციული ქირურგიისა და ესთეტიკის ინოვაციური სივრცე

March 8, 2026
#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ
ინტერვიუ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

#OK! ბიზნესად ქცეული ჰობი – მაია ლაბაძე

October 16, 2024
#OK! მითია თუ რეალობა? – ის, რაც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესახებ უნდა იცოდე

#OK! მითია თუ რეალობა? – ის, რაც თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შესახებ უნდა იცოდე

February 9, 2022
#OK! სინდი კროუფორდის მონოქრომული იმიჯი! სუპერმოდელის იშვიათი გამოჩენა!

#OK! სინდი კროუფორდის მონოქრომული იმიჯი! სუპერმოდელის იშვიათი გამოჩენა!

April 14, 2021
#OK! „ხეირი ნახე“ − საოჯახო პროდუქტების მიწოდება სახლის კარამდე

#OK! „ხეირი ნახე“ − საოჯახო პროდუქტების მიწოდება სახლის კარამდე

March 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

#OK! Maison d’Amour-ის განვითარება ჩემთვის არის უწყვეტი პროცესი – მალო დოლიძე

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

March 5, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები