• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრი – ბიზნესს სჭირდება მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურება

February 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბიზნესის სწორი მართვისთვის აუცილებელიც კია კონსულტაცია, ფინანსური მენეჯმენტი, საბუღალტრო საკითხების მოწესრიგება და სხვა ისეთი სერვისები, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია გთავაზობთ. კომპანია „დიმჰოლდინგი“ თანამშრომლობს როგორც ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესთან. მისი მიზანია, საქართველოს ბაზარზე ის ასოცირდებოდეს ხარისხთან, ნდობასა და პროფესიონალიზმთან. თუ როგორია საქართველოში განვითარებული ბიზნესსაკონსულტაციო საქმიანობა და რა უპირატესობები აქვს ბაზარზე „ დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრი“, ამის შესახებ უფრო ვრცლად მისი დამფუძნებელი, დიმიტრი კირხანიდი გვესაუბრა.

 

დიმიტრი კირხანიდი: DCKK არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს მაღალხარისხიან საბუღალტრო, იურიდიულ და იუსტიციის სრულ მომსახურებას. ჩვენ კლიენტებს ვეხმარებით ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: კომპანიების რეგისტრაცია და მისი თანმდევი ბიუროკრატიული საკითხები, დოკუმენტაციების მომზადება, ხელშეკრულებების შედგენა, დროის გარკვეულ შუალედში (წლიური თუ თვიური) ფინანსური ანალიზი და ა. შ.

 

გვესაუბრეთ უპირატესობაზე, რატომ უნდა გააკეთოს კომპანიამ თუ ინვესტორმა თქვენზე არჩევანი?

პროფესიონალიზმი არის ის, რითაც ჩვენი გუნდი გამოირჩევა, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის კვალდაკვალ გამოგყვებათ სასურველი შედეგის მიღწევამდე. DCKK-ს გუნდი აერთიანებს ბუღალტრებს, იურისტებსა და იმ თანამშრომელთა ჯგუფს, რომელიც ასრულებს ყველანაირ სამუშაოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროში და სხვადასხვა სასამართლო უწყებებში.

რეალისტური მოლოდინები – შემდგომი რამ, რასაც, ასევე, აუცილებლად ვუსახავთ ჩვენს კლიენტებს. ადეკვატური მოლოდინი ადეკვატურ შედეგს მიგვაღებინებს.

მოვიტან კონკრეტულ მაგალითსაც, რომელიც ადასტურებს ჩვენთან თანამშრომლობის ეფექტურობას: ქ. თბილისში, ნიშნიანიძის 30 ნომერში არსებულმა სასტუმრომ ერთხელაც გადაწყვიტა ჩვენი დახმარებით გადაეჭრა ის საბუღალტრო პრობლემები, რომლებიც დაწესებულებას ფუნქციონირებაში დიდ პრობლემებს უქმნიდა. მას შემდეგ ინვესტიციებმა ზრდა დაიწყო და ბოლოს 6 მილიონ დოლარს მიაღწია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია!

 

 

რამდენად მოთხოვნადია ზოგადად ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება? და როგორაა საქართველოში განვითარებული ბიზნესსაკონსულტაციო საქმიანობა?

მოდი, გადავხედოთ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რიცხვის ცვლილებას უკანასკნელი წლების განმავლობაში. სტატისტიკაზე ხელი ყველას მიგვიწვდება, შესწავლაც არ დაგვჭირდება, რადგან ცვლილება ნათლად ჩანს – ბიზნესრეგისტრთა რიცხვი ყოველწლიურად ათიათასობით ერთეულით მატულობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ყველაზე აქტუალურია. მთავარია გვქონდეს იდეა და მისი რეალიზებისთვის საჭირო რესურსები, დანარჩენში კი თავისუფალი ხართ, გზა ხსნილია როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის. თუკი, მაგალითად, საფრანგეთში ბიზნესის წამოსაწყებად ან უკვე წამოწყებულის ფილიალის გასახსნელად აუცილებელია ბანკში ანგარიშის გახსნა, ხოლო გერმანიაში ამ ანგარიშიდან თანხის გამოყენება ძლიერ შეზღუდულია, ლიმიტი ქმედებებში უზომოდ გვბოჭავს. საქართველოში კი ეს ყოველივე გაცილებით მარტივია.

რაც შეეხება ბიზნესსაკონსულტაციო საქმიანობას საქართველოში, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიები უშვებენ, არის საკუთარი მომსახურების კლიენტებისთვის საკმაოდ დაბალ, ზოგჯერ სულაც მიზერულ ფასებში შეთავაზება, აქედან გამომდინარე, შესაბამისი დაბალი ხარისხის მომსახურების გაწევა. ასეთ კომპანიებში სპეციალისტების კვალიფიკაცია ფიზიკურად ვერ ამაღლდება, ვინაიდან დამქირავებელს შესაბამისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსები არ გააჩნია. ასეთი სპეციალისტების საქმე კი ხშირად დაუსრულებელი რჩება, კლიენტი კი, თავისთავად, – უკმაყოფილო. ის მეორედ ასეთ დაწესებულებას აღარ მიმართავს, – ნდობა დაკარგულია. თავად კომპანია კი კლიენტების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება.

სწორედ ამიტომ „ დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრი“ მომხმარებელთა ნდობაზეა ორიენტირებული. ჩვენ ნებისმიერი – საბუღალტრო, იურიდიული თუ იუსტიციის საკითხების მოგვარების სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ. კლიენტს ჩვენი სახით ჰყავს დამხმარე მექანიზმი, შემდგარი პროფესიონალთა კოლექტივისგან, რომელსაც უკვე ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოძიებული აქვს, დოკუმენტაცია მომზადებული და კლიენტსაც აღარაფერი ევალება, გარდა იმისა, რომ ჩვენს საქმიანობას თვალი ადევნოს და პერიოდულად, გამოცხადდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში, ასევე ჩვენი თანხლებით. როგორც ხედავთ, ჩვენ სერვისების სრულ პაკეტს ვთავაზობთ მათ.

 

რა რჩევებს მისცემდით ინვესტორებს?

რა თქმა უნდა, სასურველია ფინანსური რესურსების მაქსიმალურად მოზიდვა და ჩართვა ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივას განვიხილავთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად გაღებული ხარჯებით მომავალში მოგებას პოვებთ. რაც მეტია შენატანი, მით მეტია თქვენი მოგება, ყველაფერი მარტივია.

 

როგორია თქვენი საკონსულტაციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივა? სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენ ვგეგმავთ, მჭიდროდ გავიდგათ ფესვები საქართველოს ბაზარზე და პარალელურად გავიდეთ საზღვარგარეთის ფართომასშტაბიან ბაზარზე. ჩვენი მიზანია, გრძელვადიანი და ერთგული ურთიერთობის დამყარება ინვესტორებთან, რაც, თავისთავად, ორმხრივ ძალისხმევასა და ჩართულობას გულისხმობს, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. გელით „დიმიტრი კირხანიდის საკონსულტაციო ცენტრში”, სადაც გრძელვადიანი ურთიერთობა მოკლე ვადებში იწყება!

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 11, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”
OK! Business

#OK! ორი ახალი რესტორანი “კესანე ჯგუფისგან”

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქენდის სვეინფული მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში ისვენებს (ფოტოები)

#OK! ქენდის სვეინფული მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში ისვენებს (ფოტოები)

July 29, 2022
#OK! მენეჯერი – ლიკა მენაღარიშვილი

#OK! მენეჯერი – ლიკა მენაღარიშვილი

April 5, 2025
#OK! Armani Beauty-ის პირველი ტრანსგენდერი სახე ვალენტინა სამპაიო გახდა

#OK! Armani Beauty-ის პირველი ტრანსგენდერი სახე ვალენტინა სამპაიო გახდა

November 15, 2021
#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

February 10, 2026
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები