• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გემოვნებისა და კრეატივის სინთეზი ქალაქში ყვავილების სახლი „ლილია“

June 8, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სადღესასწაულო განწყობას განსაკუთრებით ალამაზებს მრავალფეროვანი მცენარეები, ყვავილები, რომლებიც კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის მნიშვნელოვან მომენტებს. კომპანია „ლილია“ ყვავილების ქართული ბრენდია, რომელიც ქუთაისის ბაზარზე 3 წელია ოპერირებს და საზოგადოებას დახვეწილ პროდუქტსა და დასამახსოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ის სხვადასხვა მომსახურებას აერთიანებს. უფრო ვრცლად კომპანიის საქმიანობა და მიზნები დამფუძნებელმა,

ლანა რუსეიშვილმა გაგვაცნო.

უპირველესად, გაგვაცანით ყვავილების სახლი „ლილია“ …

„ლილია“ არის ყვავილების სახლი, რომელიც მესამე წელია დაარსდა და ცდილობს ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ჩვენთან შესაძლებელია მომხმარებელმა რამდენიმე ტიპის მომსახურება მიიღოს, შეუკვეთოს სასურველი თაიგული როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ, საკურიერო მომსახურებასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე: ქორწილი, დაბადების დღის წვეულება, ორგანიზაციის გახსნის დღე, ნათლობა და მრავალი სხვა. ასევე ადგილზე გვაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ყვავილი არაერთი ქვეყნიდან, სასაჩუქრე ბოქსები, ფუმფულა სათამაშოები. ლილიას გუნდი ყოველთვის ცდილობს, ახალ გამოწვევებს აუბას მხარი და თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე ზღაპრულად აქციოს. ამას გარკვეულწილად ჩვენი მრავალრიცხოვანი და კმაყოფილი მომხმარებელი მოწმობს.

როგორ და რატომ გაჩნდა „ლილიას“ შექმნის იდეა?

ლილია საკმაოდ რთულ პერიოდში დაფუძნდა, 2020 წელს, მსოფლიო პანდემიის დროს, მაშინ, როცა არსებული ბიზნესები იკეტებოდა ან ონლაინრეჟიმში აგრძელებდა ფუნქციონირებას. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, გაგვეხსნა ყვავილების სალონი, რადგან ფინანსური დავალიანების გამო ორივეს შეწყვეტილი გვქონდა  სწავლა. მზადება მცირე ბიზნესსესხით დავიწყეთ. ზუსტად ორ კვირაში ვიპოვეთ ფართი და ვიქირავეთ. ყველაფერი, თითოეული დეტალი საკუთარი ხელით შევქმენით. უამრავი ენერგია და გათენებული ღამე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ოცნება აგვეხდინა. მინდა ვთქვა, რომ რისკი იყო ძალიან დიდი, რადგან როგორც აღვნიშნე, ქვეყანაში რთული ეპიდვითარება სუფევდა. ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია და გავაცნობიერეთ, რომ ამ სფეროში ქუთაისში რამდენიმე ისეთი კომპანია ფუნქციონირებდა, რომელთანაც კონკურენცია რთული იქნებოდა. თითქმის ყველა გვიმეორებდა, რომ იმ მოცემულობაში ბიზნესის დაწყებისა და ყვავილების სახლის გახსნის დრო არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, გავბედეთ და დავიწყეთ. თავდაპირველად პატარა ყვავილების სალონი გვქონდა. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, გვიფიქრია, რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ არ დავნებდით და დღემდე მოვედით. რასაკვირველია, უფრო ძლიერები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული იყო სხვა ბიზნესებისგან ის, რომ ფლორისტი და დიზაინერი გვყავდა ბიჭი, რომელიც ძალიან მოსწონდა მომხმარებელს. ერთი წლის შემდეგ გავფართოვდით და გადავედით ახალ ლოკაციაზე ( თამარ მეფის 41), სადაც დღემდე ვაგრძელებთ მუშაობას.

 

 

რატომ შეარჩიეთ ეს სახელი თქვენი ბრენდისათვის?

ლილია ერთ-ერთი განსხვავებული და ლამაზი ყვავილია. გვინდოდა მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი სახელწოდება ყოფილიყო.

რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დიზაინის შექმნის პროცესი?

სირთულეები ძალიან ბევრია, ახლა ორმაგად, რადგან მეუღლე ამჟამად საზღვარგარეთაა და მარტო მიწევს გავართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამას ჩემი გუნდის წევრები მიადვილებენ. პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა დაგეგმო, მოიფიქრო დიზაინი, გააკეთო მონახაზი და შესთავაზო მომხმარებელს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესები. დატვირთულ პერიოდში ერთდროულად რამდენიმე დიზაინი გვაქვს სხვადასხვა ლოკაციაზე და გვიწევს როგორც დღისით, ასევე ღამით მუშაობაც, რათა თითოეული ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი გავხადოთ.

როგორია მომხმარებელთა უკუკავშირი?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვართ. ამას ჩვენი მომხმარებლები განსაზღვრავენ, იმდენ დადებით და თბილ ემოციებს გვიზიარებენ. განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებსაც საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვეხმარებით.

მინდა თითოეულ ჩვენს მომხმარებელს მადლობა გითხრათ. მიყვარხართ, ჩვენ თქვენით შევძელით, კიდევ უფრო მეტი შეგვექმნა.

რა არის „ლილიას“ მთავარი ხელწერა, რაც მას სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს?

„ლილია“ ეს არის ბრენდი, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი და მუდამ ცდილობს ყველა სიახლეს აუწყოს ფეხი. მთავარი ხელწერა კი, ჩემი აზრით, მომსახურებაა, რისთვისაც მადლობა ჩემს გუნდს, ასევე დიზაინი – სადა და ორიგინალური.

სამომავლო გეგმები…

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, წინ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. გვინდა კიდევ უფრო გავფართოვდეთ, დავამატოთ რამდენიმე სერვისი, თუმცა ერთს დაზუსტებით ვიტყვი და გპირდებით, რომ ვიქნებით კომპანია, რომელიც მუდამ მომხმარებლის სურვილზე იქნება ორიენტირებული.

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე, ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 21, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი ნიუ ორლეანსში დააფიქსირეს

#OK! ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად: წყვილი ნიუ ორლეანსში დააფიქსირეს

June 9, 2021
#OK! ბელა ჰადიდი ბრიტანული Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! ბელა ჰადიდი ბრიტანული Vogue-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

July 20, 2022
#OK! შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გაუჩინარებიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს

#OK! შინეიდ ო’კონორის 17 წლის შვილი გაუჩინარებიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს

January 14, 2022
#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

May 20, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

#OK! 15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

November 20, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 22, 2025
#OK! სოფი მარსო 59 წლის გახდა – ფრანგი მსახიობი და მისი სტილი

#OK! სოფი მარსო 59 წლის გახდა – ფრანგი მსახიობი და მისი სტილი

November 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები