• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! მარგო რობის გზა გაჭირვებული ბავშვობიდან “ბარბის” ჰოლივუდურ ცხოვრებამდე

July 2, 2025
საკითხავი დრო: 24 წუთში წასაკითხი

ჰოლივუდი ბევრი ადამიანისთვის კაშკაშა ვარსკვლავებით სავსე ზღაპრულ ადგილთან ასოცირდება, კინოსამყაროს ცენტრთან, სადაც ყველა ოცნება ხდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინდუსტრიის ყველაზე გამოჩენილი ვარსკვლავებისთვის ამ “უნაკლო ჰოლივუდურ ცხოვრებამდე” მისვლა მარტივი აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ზოგიერთ მსახიობს გაუმართლა, რადგან ცნობილი მშობლები ჰყავდა, ზოგიერთს კი შეძლებულმა ოჯახის წევრებმა როგორც ფინანსური დახმარება და სწავლის დაფინანსება, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაუწიეს. თუმცა, არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებმაც გამოიარეს ცხოვრების ურთულესი გზა სრულიად მარტოებმა, რომ საწადელისთვის მიეღწიათ, შეითავსეს არაერთი პროფესია და იმუშავეს თავდაუზოგავად, იმისთვის, რომ ბავშვობის ოცნება აეხდინათ. სწორედ ასეთ ვარსკვლავებს მიეკუთვნება ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი, რომელმაც ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ნიჭიერი დაწარმატებული მსახიობის ტიტულის მიღებამდე დიდი გზა განვლო.

 

 

 

გასული წლების განმავლობაში შეითავსე არაერთი საქმიანობა, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და წინ აღუდექი მშობლების გადაწყვეტილებას გამხდარიყავი წარმატებული იურისტი. რატომ მაინცდამაინც მსახიობობა, რა გიზიდავდა ამ პროფესიაში?

მე ყოველთვის მიყვარდა ეს საქმიანობა, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა ჩემი სურვილი არ გაითვალისწინეს და მაიძულეს მესწავლა სამართალზე, მათ უნდოდათ იურისტი გამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამომდიოდა ეს საქმე და ვფიქრობ, რომ წარმატებული იურისტი გამოვიდოდი სწავლა სწორედ ამ მიმართულებით რომ გამეგრძელებინა, ამით ვერანაირ სიამოვმებას ვერ ვიღებდი. ვერ ვგრძნობდი იმას, რომ ამ საქმის კეთება ბედნიერებას მანიჭებდა, ამიტომაც, ერთხელ თავი დავანებე ყველაფერს და გადავწყვიტე ჰოლივუდში წავსულიყავი.

 

ყველაფერი ისეთი მარტივი არ იყო, როგორც გარედან ჩანს. სანამ სამსახიობო კარიერას დავიწყებდი, მანამდე გამოცდილება უნდა მიმეღო და რაც ყველაზე მთავარია, უნდა მქონოდა საკმარისი შემოსავალი, რომ მეცხოვრა, ელემენტარულად მეარსება. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მაღაზიაში, შემდეგ გავხდი ბავშვების ძიძა, ცოტა ხნის შემდეგ კი Subway-ში დავიწყე სენდვიჩების გაკეთება. ბევრ ადამიანს დღემდე არ სჯერა, თუმცა ძალიან ბევრი საქმიანობა შევითავსე. ჩამოთვლილთან ერთად, ვიმუშავე აფთიაქში ფარმაცევტად, საკვებ ობიექტში მიმტანად, მწმენდავად და შემდეგ დამლაგებლად. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა ჩემი ოცნების ასახდენად, მაგრამ ერთი წამითაც არ მინანია არცერთი გადაწყვეტილება.

 

არის კონკრეტული ფილმი, რომლის ნახვისგანაც მიღებულმა შთაბეჭდილებამ ამ პროფესიის სიყვარული შთაგაგონა?

დიდი სიამოვნებით ვიტყოდი ფილმებს Hiroshima mon amour, In the Realm of the Senses ან 2001: A Space Odyssey, თუმცა ვის ვატყუებ, ფილმი, რომელმაც კინოსამყარო შემაყვარა და ამ პროფესიით დამაინტერესა არის George of the Jungle. არმკითხით, რატომ მიყვარდა ეს ფილმი, მაგრამ წლების წინ რადიკალურად შეცვალა ამ ფილმის ნახვამ ჩემი წარმოსახვა, აზროვნება და სრულიად კინოსამყარო.

როდის დარწმუნდნენ შენი მშობლები, რომ ნამდვილად პროფესიონალი მსახიობი იყავი, ეს კი იყო შენთვის რეალური საქმიანობა და არა ჰობი?

სიმართლე გითხრათ, მანამ, სანამ მათ ნიუ–იორკში, Times Square-ზე, ცათამბრჯენზე ჩემი პოსტერი არ დაინახეს, მანამდე ეს ვერ გააანალიზეს. ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ იმის გადასალახად და გასააზრებლად, რომ არ ვაპირებდი უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ დრო და დრო ყველაფერი შეიცვალა, ჩემი პოსტერის დანახვის შემდეგ ვიგრძენი, რომ ისინი ჩემით ამაყობდნენ, მათ მართლა უხაროდათ ჩემი წარმატება.

ძალიან მოკრძალებული ოჯახის წევრები მყავს. მახსოვს, ბავშვობაში, როდესაც კინოში დავდიოდით, პირველი, რასაც დედა ამბობდა, იყო იმის აღნიშვნა, თუ როგორი ძვირი ღირდა კინოს ბილეთი, პოპკორნი და კოკა–კოლა. ჩვენთვის თითოეული პენი მნიშვნელოვანი იყო. ფულის დაზოგვის მიზნით დედა პოპკორნს სახლში აკეთებდა და შემდეგ კინოში სწორედ ის მიგვქონდა.

 

 

დღევანდელი საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს ვარსკვლავებს, ზოგჯერ უმიზეზოდ. არასწორი ინფორმაცია კი როგორც წესი ძალიან სწრაფად ვრცელდება. არის თუ არა კონკრეტული თემა, რომელზე საუბარიც გულს ტკენს, რადგან ზუსტად იცი, რომ სიმართლე არაა?

ის, რომ მე ჩემს თავისუფალ დროს ძირითადად ძვირად ღირებულ იახტებზე ვატარებ, ვმოგზაურობ და ვფიქრობ მხოლოდ მდიდრულ გარემოზე, საჩუქრებსა და გართობაზე. ნეტავ, მართლა ასე იყოს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ დილით როდესაც ვიღვიძებთ, ჩვენ უნაკლოები ვართ, ვიცვამთ აბრეშუმის ხალათს და უდარდელად ვატარებთ დღეს, მაგრამ ეს ასე არაა. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში ჩემი ტექსტების სწავლას ვანდომებ, გადასაღებ მოედანზე მუშაობაში გლამურული არაფერია, თუ ჩვენ წითელ ხალიჩაზე გამოვდივართ მოწესრიგებულები და ლამაზები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ასეა. ჩვენც გვაქვს ზოგჯერ პრობლემები, რადგან ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

 

თქვენ თავად ალაგებთ სახლს, წმენდთ იატაკებს, რეცხავთ ჭურჭელს, სახლში არგყავთ არცერთი დამხმარე. რამდენიმე ინტერვიუში ახსენეთ ეს, თუმცა ადამიანები დღემდე არ გიჯერებენ.

დიახ, ერთხელ ქუჩაში შემხვდა ჩემი გულშემატკივარი, რომელმაც საუბრის დროს მკითხა თუ რამდენი ადამიანი მუშაობდა ჩემთვის სახლში, მე კი ვუპასუხე, რომ არცერთი. მან არ დამიჯერა და გაეღიმა. მე ჩემით ვწმენდ იატაკებს, მტვერს, ვრეცხავ ჭურჭელს, ვალაგებ ეზოს, მე ეს ყველაფერი სიამოვმებას მანიჭებს გარკვეულწილად. როდესაც მაქვს დრო და შემიძლია, რომ გავაკეთო ეს ყველაფერი, რატომ უნდა დავჯდე უსაქმოდ დაგავაკეთებინო სხვას?

 

რას ეტყოდი გოგონებს, რომლებსაც სურთსგახდნენ მსახიობები და რომელთათვისაც შენ მისაბაძი მაგალითი ხარ?

ნუ ეცდებიან გაიზარდონ ნაადრევად. მინდა, დავაკონკრეტო, რას ვგულისხმობ ამაში, ნუ ეცდებიან გამოტოვონ ცხოვრების საინტერესო ეტაპები მხოლოდ იმის გამო, რომ მოუთმენლად ელიან რა მოხდება მომავალში. ყველა პერიოდს აქვს თავისი ხიბლი და ამ მოგზაურობით უნდა დატკბნენ.

 

გაიგე მეტი: Margot Robbieბარბიმარგო რობი

ასევე გაეცანი

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება…  ზურაბ ჯეგნარაძე მუსიკოსი ბათუმიდან
OK! კულტურა

#OK! მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება… ზურაბ ჯეგნარაძე მუსიკოსი ბათუმიდან

January 5, 2026
#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა
OK! News

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

December 28, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები
OK! კულტურა

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

#OK! iHerb პირველი სპორტული ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია: Sport Fest Georgia 2023

September 22, 2023
#OK! ქალები ქალებისთვის

#OK! ქალები ქალებისთვის

June 17, 2025
#OK! კომფორტის ზონიდან გამოსვლა დასახული მიზნის მისაღწევად – ინტერვიუ თეო ზანგურაშვილთან

#OK! კომფორტის ზონიდან გამოსვლა დასახული მიზნის მისაღწევად – ინტერვიუ თეო ზანგურაშვილთან

March 11, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები