• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ჰარმონია საკუთარ თავთან

April 6, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

„სწრაფად ცვალებად და ტურბულენტურ გარემოში ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული უნარები, უფრო შემოქმედებითი ხედვა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამიტომაც ხდება ეს პროფესია უფრო და უფრო მოთხოვნადი და საინტერესო. ქოუჩინგი ახდენს აზროვნებისა და შემოქმედებითობის სტიმულირებას, ხელს უწყობს მოტივაციას. ქოუჩინგი ადამიანებს ეხმარება გაიგონ, რა უნდათ, სწორად დასახონ თავიანთი მიზნები, დაგეგმონ ქმედითი ნაბიჯები და განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ თავიანთი მიზნები“, – მითხრა ინტერვიუს ჩაწერისას ადამიანმა, რომელიც 22-წლიანი გამოცდილების შემდეგ უარს ამბობს საკუთარ მიღწევებზე მარკეტინგულ საქმიანობაში, ტოვებს ტოპ-მენეჯერის თანამდებობას და სრულიად ახალ პროფესიაში – ქოუჩინგში პოულობს საკუთარ თავს. დღეს პროფესიონალი, სერტიფიცირებული ქოუჩია და ეხმარება ადამანებს არა მხოლოდ ქოუჩინგის მიმართულებით, არამედ ემოციების მართვაში. მაშ ასე, თამუნა ჩიჩუას გზა მარკეტინგიდან ქოუჩობამდე, ერიქსონის უნივერსიტეტი, ემოციური ინტელექტის სკოლა და წიგნი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთან. ვრცლად ნახეთ ინტერვიუში:

 

თამუნა, როდის მიხვდით, რომ ქოუჩინგი იყო თქვენი ინტერესის სფერო?

 

მივხვდი მაშინ, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემს ძირითად საქმიანობაში თავი უკვე ამოწურული მქონდა. განვითარების ადგილი ყოველთვის არის, მაგრამ როდესაც საქმე სიამოვნებას აღარ განიჭებს, ე. ი. ცვლილებების დროა. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ მარკეტინგული კვლევების მიმართულებით მთელი 22 წელი ვიმუშავე. უკვე ჩემი კარიერის მწვერვალზე ვიყავი, როდესაც ქოუჩინგის სასერტიფიკატო კურსი აღმოვაჩინე. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მივხვდი, რომ დარჩენილი ცხოვრების აქტიური წლები ამ საქმისთვის მინდოდა დამეთმო. შესაბამისად, კარიერა ქოუჩინგის მიმართულებით გავაგრძელე – მივიღე პროფესიონალი ქოუჩის ხარისხი და ამასთანავე, გავხდი ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი საქართველოში.

 

 

მოგვიყევით, რა ხდება ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტში?

 

ეს არის ქოუჩინგის ყველაზე ცნობილი, მასშტაბური და დიდი ისტორიის მქონე საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელსაც დღეს წარმომადგენლობა უკვე 40 ქვეყანაში აქვს. მისი ყველაზე პოპულარული პროგრამა, „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ ერთი მხრივ სასერტიფიკატო პროგრამაა, და ამასთანავე, სრულიად ტრანსფორმაციული პროცესი თითოეული მონაწილისთვის. გარდა ახალი პროფესიის შეძენისა, ეს პროგრამა ადამიანებს ეხმარება განიცადონ პიროვნული ტრანსფორმაცია და გახდნენ უფრო ეფექტურები, პროდუქტიულები და რეალიზებულები.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქოუჩინგის ცოდნა დღევანდელ რეალობაში?

 

სწრაფად ცვალებად და ტურბულენტურ გარემოში ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული უნარები, უფრო შემოქმედებითი ხედვა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამიტომაც ხდება ეს პროფესია უფრო და უფრო მოთხოვნადი და საინტერესო. ქოუჩინგი ახდენს აზროვნების და შემოქმედებითობის სტიმულირებას, ხელს უწყობს მოტივაციას. ქოუჩინგი ადამიანებს ეხმარება გაიგონ რა უნდათ, სწორად დასახონ თავიანთი ამოცანები, დაგეგმონ ქმედითი ნაბიჯები და განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ თავიანთი მიზნები.

 

თქვენ, როგორც ქოუჩმა, ვიწრო სპეციალობად აირჩიეთ ემოციური ინტელექტი. რას გულისხმობს ემოციური ინტელექტი?

 

ემოციური ინტელექტი ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც დღეს თანამედროვე სამყაროს აქვს. ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მისაღებად ადამიანს სჭირდება ემოციური წონასწორობის შენარჩუნება, შედეგებზე დაფიქრება, თანაგრძნობა და სხვების ემოციების გათვალისწინებაც. ასევე მნიშვნელოვანია ქმედების მუხტი, ენერგია, შემართება. არსებობს ემოციური ინტელექტის სხვადასხვა კომპეტენციები, რომელთა განვითარება შესაძლებელი და აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული, ხალისიანი, საჭირო დროს დაფიქრებულიც და ემპათიურიც. იმიტომ, რომ ემოციური ინტელექტი, ეს არის ბალანსი ემოციებსა და ფიქრებს, გულსა და გონებას, ემოციურ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს შორის. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ემოციური ინტელექტის ქოუჩინგი ეხმარება ადამიანებს ზომიერებაში, ემოციების გონივრულ მართვაში იმისათვის, რათა სრულყოფილი ბედნიერებით იცხოვრონ და იყვნენ უფრო რეალიზებულები, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

 

როგორც ვიცი, თქვენ რამდენიმე წელია, რაც „ემოციური ინტელექტის სკოლა“ დააარსეთ და მომხმარებელს თქვენს საავტორო პროგრამებს სთავაზობთ. რამდენად შესაძლებელია მსურველთა მიღება ამ სკოლაში?

 

ეს არის სკოლა უფროსებისთვის და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მსურველისთვის ღია და ხელმისაწვდომია. აქამდე მხოლოდ კორპორაციულად ვატარებდი ჩემს საავტორო პროგრამებს ემოციური ინტელექტის მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გაიზარდა მოთხოვნა, გადავწყვიტე გამეკეთებინა სპეციალიზებული სკოლა. ახლა უკვე ნებისმიერი პროფესიის და სამსახურებრივი სტატუსის ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ემოციური ინტელექტის მისთვის საინტერესო კურსზე დარეგისტრირდეს და გააცნობიეროს ძალიან ბევრი საინტერესო ნიუანსი ჩვენი ემოციების მართვისა და მათი წარმატებისთვის გამოსაყენებლად.

 

 

„ჰარმონია საკუთარ თავთან“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც გაერთიანებულია თქვენი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ემოციური ქოუჩინგის მიმართულებით. რას გვეტყოდით ამ წიგნის შესახებ?

 

პანდემიის დროს ემოციური ინტელექტის თემაზე ინსტაგრამპროგრამა გავაკეთე ქალებისთვის. შარშან კი გადავწყვიტე ეს მასალა, პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგალითები და თეორიული ნაწილი წიგნის სახით გამომეცა. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ქალებს, და არა მხოლოდ მათ, დაეხმარებათ მართონ საკუთარი თავი რთულ სიტუაციებში და გააცნობიერონ მნიშვნელოვანი საკითხები პირადი თუ პროფესიული ცხოვრებიდან. წიგნში 3 ნაწილია: 1) საკუთარი თავის ცოდნა, 2) საკუთარი თავის მართვა და 3) საკუთარ თავზე ზრუნვა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის სასწავლო სახელმძღვანელო ან ფსიქოთერაპიის ალტერნატივა. წიგნის მიზანია ქალების თვითგანვითარებაში ხელშეწყობა ცხოვრების უკეთესად გააზრებისა და გაუმჯობესებისთვის. წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება საგამომცემლო მაღაზიებში, წიგნის ქსელებსა და ემოციური ინტელექტის სკოლის საიტზეც.

 

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის იშვიათი გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

October 18, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანელი ქალებისა და ბავშვების შესახებ ისტორიები მსოფლიოს გააცნოს

#OK! ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანელი ქალებისა და ბავშვების შესახებ ისტორიები მსოფლიოს გააცნოს

August 21, 2021
#OK! ჯასტინ ბიბერს ახალი ვარცხნილობის გამო აკრიტიკებენ

#OK! ჯასტინ ბიბერს ახალი ვარცხნილობის გამო აკრიტიკებენ

April 27, 2021
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი შერიგდნენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი შერიგდნენ

August 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები