• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა, თუმცა ამ საკითხის გარშემო მუდმივად დავაა. არიან ექიმები, რომელთა პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად არ იყენებენ ხორცის პროდუქტებით მდიდარ კვებით რეჟიმს.

პაციენტებს ურჩევენ მიიღონ ძირითადად ბოსტნეული და ხილი. ნაკლები მარცვლეული და ხორცი. მე ვარ ჰემატოლოგი და ჩემი პაციენტების უმრავლესობას სისხლნაკლებობა აღენიშნება. ძალიან ხშირად ანემიის მიზეზად სისხლწარმოქმნაში მონაწილე ვიტამინების, უპირატესად რკინის დეფიციტი სახელდება.

 

 

რკინა ყველაზე მეტაბოლური ვიტამინია და ჩვენს ორგანიზმში ხვდება მხოლოდ საკვებით. რკინის მიღება საქონლის ხორცით ყველაზე მარტივია. ჩემი დიალოგი პაციენტებთან ხშირად მათი კვების რეჟიმის გამოკვლევით იწყება. არიან ადამიანები, ვეგეტარიანელები, ვეგანები, რომლებიც ხორცის პროდუქტებს არ იღებენ. ასეთ შემთხვევაში ვცდილობ ვიტამინების მოსალოდნელი დეფიციტი გარკვეული მედიკამენტებით ავაცილო თავიდან.

ზოგადად სწორი კვება, ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების რისკი. კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება.

 

 

ცილები ანუ პროტეინები სიცოცხლისათვის აუცილებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენენ და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს შეადგენენ. ცილები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს. აკისრიათ სატრანსპორტო ფუნქცია. მონაწილეობენ ქსოვილების ზრდაში, ბიოქიმიური პროცესების წარმართვაში. პროტეინების დღიური მოთხოვნილება ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის და დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე.

არსებობს მცენარეული და ცხოველური ცილა. პროტეინით მდიდარი საკვებია: ხორცი, კვერცხი, ყველი, რძე, წითელი ლობიო, თევზი (ორაგული), პარკოსანი მცენარეები, თხილეული, მარცვლეული.

ცხიმები ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით, ცხიმში ხსნადი ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისთვის, ენერგიისათვის, ასევე გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის. ცხიმი არის ენერგიის ყველაზე ძნელად ათვისებადი წყარო, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ეფექტური.

ყველა ცხიმი არ არის ერთნაირი. გარკვეული ცხიმები საერთოდ არ არის სასარგებლო. ზოგიერთ მათგანს კი ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. ცხიმები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცილები და ნახშირწყლები. მათი ერთობლიობა ენერგიით ავსებს ჩვენს ორგანიზმს. ჯანმრთელი ცხიმები ზოგადად მნიშვნელოვანია კვებითი რაციონისთვის, მაგრამ ასევე საჭიროა მათი ზომიერი მოხმარება, რადგან ყველა ცხიმი მაღალკალორიულია. სასურველია არაჯანსაღი ცხიმი ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ცხიმებით.

 

ნახშირწყლები სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს და ჩვენი ორგანიზმის ძირითად საწვავს წარმოადგენს. ნახშირწყლების ორი ტიპი არსებობს: რთული და მარტივი. რთული ნახშირწყლები ნაკლები სისწრაფით შეითვისება. რთულ ნახშირწყლებს შეიცავს: პური, ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი.

მარტივი ნახშირწყლები კი სწრაფად ათვისებადი ნივთიერებებია. მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს: ხილი, რძის პროდუქტები.

ვიტამინების ძირითად წყაროს მცენარეული საკვები წარმოადგენს. თუმცა ვიტამინები მოიპოვება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც, მაგალითად: ხორცში, კვერცხსა და რძის პროდუქტებში.

დაბალანსებული კვების დროს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინი ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება, ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს მათი მიღება დამატებით სხვადასხვა პრეპარატის სახით აღარ სჭირდება. ვიტამინების მოთხოვნილება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ბავშვებს, მოზარდებს, პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე ხნიერ ადამიანებს ვიტამინების შედარებით მეტი რაოდენობა ესაჭიროებათ. მკვეთრად შემცირებული რაციონის მქონე დიეტების დაცვისას ან კვებიდან გარკვეული პროდუქტების ამოღების შემთხვევაში აუცილებლად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი.

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. მიიღეთ ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, განვითარებისა და ორგანიზმის ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Fashion News

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი და რიკარდო ტიში Palais De Tokyo-ში გამართულ გამოფენას დაესწრნენ

#OK! ირინა შეიკი და რიკარდო ტიში Palais De Tokyo-ში გამართულ გამოფენას დაესწრნენ

October 19, 2021
#OK! 83 წლის ალ პაჩინოს არ სჯეროდა, რომ მეგობარი ქალი ორსულად მისგან იყო, ამიტომ დნმ-ის ტესტი ჩატარება მოითხოვა

#OK! 83 წლის ალ პაჩინოს არ სჯეროდა, რომ მეგობარი ქალი ორსულად მისგან იყო, ამიტომ დნმ-ის ტესტი ჩატარება მოითხოვა

June 8, 2023
#OK! მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში – ინტერვიუ საბა ხერგიანთან

#OK! მომავალი ლიდერების გაძლიერება ციფრულ ეპოქაში – ინტერვიუ საბა ხერგიანთან

December 27, 2024
#OK! უცნაური და ბევრისთვის უცნობი ფაქტები არიანა გრანდეს შესახებ!

#OK! უცნაური და ბევრისთვის უცნობი ფაქტები არიანა გრანდეს შესახებ!

June 26, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 24, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

#OK! „ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის“ – 10 წლის შემდეგ ყველა სახლში რობოტი იქნება?

November 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები