• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ვახო ჟორჟოლიანი – ყველა დროის საუკეთესო ბლუზმენი

ივლისი 19, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მუსიკალურ ინდუსტრიაში შესვლა და თავის დამკვიდრება დამერწმუნეთ არ არის მარტივი, მითუმეტეს პოსტ-საბჭოთა საქართველოში, სადაც რკინის ფარდის მიღმა ინფორმაცია არც შემოდიოდა და არც გადიოდა, ამ სტატიაში გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც ბევრი დაბრკოლების მიუხედავად დიდ წარმატებას მიაღწია. საქართველოში  ბლუზის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბლუზ  მუსიკოსია, როგორც საქართველოში ასევე მის მეორე სამშობლო – ისრაელში.

როგორც თავად გვიყვება ბლუზი მის ცხოვრებაში დიდ  შთაგონებად და მეგზურად  იქცა,   90-იანი წლებიდან მან დაიპყრო მსოფლიოს საუკეთესო სცენები – ისრაელში, ამერიკაში და საქართველოში, უკრავდა ისეთ ლეგენდებთან როგორებიც არიან: ბიბი კინგი,  დევიდ ლი დურჰამი, ბილ ეიბლი, დევიდ ლი ტომსონი, ალფონსო სანდერსი,  ბადი სპიჩერი,  ქერი ბეილი, ბილი ბრანჩი, ბრენფორდ მარსალესი და სხვები.

მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს ვახო ჟორჟოლიანთან, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვიამბობს ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

 

 

 ვახო, როგორ  აღმოჩნდით მუსიკალურ სამყაროში?

მე მუსიკოსების ოჯახში დავიბადე, განათლებაც შესაბამისი მივიღე  –  სპეციალური მუსიკალური სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” და კონსერვატორია. დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი სული ბლუზმა გაიტაცა, ამან განაპირობა, დიდი ინტერესი გიტარისა და ბლუზ ჰარპის მიმართ. მუსიკალურ სკოლაში გვეკრძალებოდა სხვა ჟანრებით დაინტერესება, ისეთებით, როგორიც არის ბლუზი და ჯაზი, ეს ჩემში დიდ პროტესტს იწვევდა, ამიტომ დავიწყე ინტენსიური მუშაობა ჩემს თავზე. სახლში  ფირსაკრავი  გვქონდა,  მამას  ფირფიტების არაჩვეულებრივი კოლექცია, დღე და ღამე ვუსმენდი,  ვსწავლობდი და ვეძებდი ინფორმაციას, იმ პერიოდისთვის რაც კი შეიძლებოდა, რომ  მომეპოვებინა.

პირველი სერიოზული პერფორმანსი  1994 წელს 17 წლის ასაკში,  კლუბ „Irish Pub” ში შედგა, იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი და  ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც  ხელოვანები იკრიბებოდნენ, რადგან ეს იყო შესაძლებლობა, მოესმინათ ცოცხალი მუსიკა  და რაც მთავარია ბლუზი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ   იმ პერიოდში  ცოცხალი მუსიკა თითქმის არსად არ სრულდებოდა. იმხელა მოთხოვნა და  დაინტერესება გამოიწვია ბლუზმა, რომ   ყოველდღე “შოუ” მქონდა, ეს იყო ჩემი ტრამპლინი,  რამაც გარდა იმისა, რომ გამზარდა პროფესიონალურად, ძალიან  დიდი პოპულარობა მომიტანა საქართველოში.

 

ვახო, კონსერვატორიაში ძალიან წარმატებული სტუდენტი იყავით,  ფლობთ მრავალ ინსტრუმენტს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ პიონერი, ვინც კონსერვატორიის სცენიდან ბლუზი პირველად გააჟღერა. გვიამბეთ ამის შესახებ. 

პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო და ამიტომაც ვამბობ, რომ მიუხედავად მძიმე 90–იანებისა, ჩვენი თაობისთვის ეს პერიოდი დიდი  ეპოქალური გარდატეხა იყო. კონცერტის ჩატარების შემოთავაზება, პირადად რექტორისგან მივიღე, უკვე რამხელა ცვლილებები მიდიოდა ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი შეხედვით ვითომც არაფერი, მაგრამ ეს რაღაცის დასაწყისი იყო, რომელიც საბოლოოდ ჯაზის ფაკულტეტის გახსნით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება სხვადასხვა ინსტრუმენტის ფლობას, კლარნეტზე ვსწავლობდი, ეს ჩასაბერი ინსტრუმენტია, ამიტომ ძალიან გამიადვილდა ტუჩის ჰარმონიკის, საყვირის  და საქსაფონის შესწავლა. გიტარაზე დრამზე და ფორტეპიანოზე დაკვრა 8 წლის ასაკიდან დავიწყე, შემდეგ სლაიდ გიტარაზე დაკვრით დავინტერესდი. სახლში პატარა მუსიკალური სტუდია გვქონდა,  იმ დროისთვის ჩემთვის საინტერესო და უცხო ინსტრუმენტით აღჭურვილი, ამან გააღვივა  ჩემი ინტერესი  სხვადასხვა ინტრუმენტების მიმართ და ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების დიდი თავგადასავალი.

 

2009 წელს ისრაელში, გახდით  წლის საუკეთესო ბლუზმენი, 2018 წელს  კი საუკეთესო ბლუზ-ჰარპის შემსრულენლის ჯილდო აიღეთ, ხართ ისრაელის ბლუზის ასოციაციის საპატიო წევრი, ჩაწერილი გაქვთ ოთხი ალბომი და 2 სინგლი, მიღებული გაქვთ რამდენიმე ჯილდო როგორც საუკეთესო ბლუზმენს, როგორ შეძელით უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

დედა ებრაელი მყავს და 90–იან წლებში როცა ომი იყო საქართველოში, ჩემი ოჯახი ისრაელში წავიდა ემიგრაციაში. მე  საქართველოში დავრჩი რადგან კონსერვატორიაში ვსწავლობდი და 2000 წელს როცა დავამთავრე,  შემდეგ გავემგზავრე, ჩემს ოჯახთან. მართალია ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, თუმცა  ამ გადმოსახედიდან, ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა,  როცა ძალიან გიყვარს შენი საქმე.

არცერთ შესაძლებლობას არ ვუშვებდი ხელიდან და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია ძალიან დიდი იყო, მე მოვხვდი მუსიკოსების ისეთ გარემოში, რომლებიც ისრაელში ყველაზე წარმატებულები და პოპულარულები არიან: შაი ბარუხი, იოსი ტანური, დანიელ კრიმან, ასაფ განზმან, ბრედლი ფიშ, ელი მელა გორდონ, გაბი ვაისმან, ლიბი ჰარტი და სხვა მრავალი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩაწერილი მაქვს ოთხი ალბომი ისრაელის წამყვან ბლუზ მუსიკოსებთან,   აქედან ერთ–ერთი ჰიტი “morning lite”, რომელიც   ერთი წლის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. ისრაელის რადიო არხებზე, დაკრული მაქვს უამრავ ფესტივალზე: “ვუდსტოკი”, “იერუსალიმის დღეები”, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალები. როდესაც 2009 წელს  გამომაცხადეს წლის საუკეთესო ბლუზმენად, ეს იყო აბსოლუტური შოკი, არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია, ისრაელმა მე მომცა შესაძლებლობა და  გამიღო კარი მთელს მსოფლიოში.

ვახო თქვენ ხართ ერთადერთი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც  ამერიკაში მისისიპის ბლუზის კონკურსზე I ადგილი აიღო და ეთადერთი ქართველი, რომელმაც ისტორიულ კლუბ ებანიში, ლეგენდარული ბიბი კინგის კონცერტი  გახსნა. შეგიძლიათ გვიამბოთ ეს ამბავი?

2003 წელს McFarland Brothers Music studios მიწვევით გავემგზავრე ამერიკაში კერძოდ მისისიპის შტატში ქალაქ კლივლენდში, იმ პერიოდში ცნობილ ბლუზმენ დევიდ ლი დურჰამთან ერთად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი, პარალელურად ხშირად ვმართავდით პერფორმანსებს ისტორიულ კლუბ ებანიში, სადაც ერთ-ერთ შოუზე იმყოფებოდა მისისიპის ბლუს ფონდის პრეზიდენტი ქეროლ მარბლი, რომელმაც შემომთავაზა ბიბი კინგის კონცერტის გახსნა, ეს ის ამბავია “ამერიკაში ყველა ოცნება ხდებაო”.  მოკლედ, ყველაფერმა დიდი წარმატებით ჩაიარა, რასაც  მოჰყვა, ცნობილ მსახიობ, მორგან ფრიმანის კლუბ “გრანდ ზიროუში” კონცერტები, სადაც მოხვედრა დამერწმუნებით არ არის ადვილი, როცა  სცენას ბლუზის ლეგენდები  ანაცვლებენ და შენ მათ გვერდით უკრავ ამაზე მეტი რა უნდა ისურვოს ბლუზ მუსიკოსმა.

იმ წელს წარგვადგინეს მისისიპის შტატის საუკეთესო ბენდად, რის შემდეგაც, როგორც თქვენ ახსენეთ ავიღე პირველი ადგილი მისისიპის ბლუზის რეგიონალურ კონკურსზე, ამის  შემდეგ გამარჯვება მოვიპოვეთ  ბლუზის მსოფლიო კონკურსზე.  ამერიკა აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც ყველა ჩემი ბავშობის ოცნება რეალობად მექცა.

 

2017 წელს საუკეთესო “Harp player“  2020 წელს საქართველოში, ბლუზის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის ჯილდო,  უამრავი ფესტივალი, თანამშრომლობა ცნობილ ჩამწერ სტუდიებთან, ხუთი სინგლი, ერთი ალბომი… რა იქნება  შემდეგ?

ბლუზი ჩემი ცხოვრების არსია, რაშიც მთელ ჩემს სულს სიყვარულსა და ენერგიას ვდებ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ წარმატებას მივაღწიე საზღვარგარეთ, ჩემთვის  ყველაზე ძვირფასი საქართველოში მიღწეული წარმატებებია. ყოველთვის მიმართლებდა ადამიანებში. ვმუშაობ არაჩვეულებრივ პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად, რაც შეეხება თქვენს კითხვას რა იქნება შემდეგი, ვმუშაობ ახალ ალბომზე, დანარჩენი მოგვიანებით…

ვახო აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზეც. რას აპირებს ვახო ჟორჟოლიანი, ყველაზე პოპულარული ბლუზ არტისტი საქართველოში?

გეგმები ძალიან ბევრი მაქვს. უამრავ ფესტივალზე ვარ მიწვეული საზღვარგარეთ, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე არაპროგნოზირებადია ჯერ კიდევ ბევრი რამ.  ერთადერთი სასიხარულო ამბავი არის  ის,  რომ წელს საქართველოში ლაგოდეხის ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, სადაც ძალიან ბევრი ლეგენდარული ბლუზ არტისტი ჩამოდის, როგორც ამერიკიდან ასევე სხვა ქვეყნებიდან. 16 ივლისს  მე  ჩემს ბენდთან ერთად საქართველოს სახელით წარვსდგები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელის წინაშე, მოდით აუცილებლად რადგან ნამდვილად დაუვიწყარი კონცერტი გელოდებათ.

 

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “ასაკის მატება საშინელებაა, ჩვენ გვაქვს უფლება მშვიდად წავიდეთ ამ ქვეყნიდან” – ალენ დელონი ევთანაზიას ითხოვს

#OK! “ასაკის მატება საშინელებაა, ჩვენ გვაქვს უფლება მშვიდად წავიდეთ ამ ქვეყნიდან” – ალენ დელონი ევთანაზიას ითხოვს

მარტი 21, 2022
#OK! ბიანკა ბალტი, პენელოპა კრუზი, ადრიანა ლიმა, ჰელენ მირენი და სხვები ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე

#OK! ბიანკა ბალტი, პენელოპა კრუზი, ადრიანა ლიმა, ჰელენ მირენი და სხვები ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე

სექტემბერი 6, 2021
#OK! ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოსამყარო

#OK! ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოსამყარო

მაისი 6, 2021
#OK! მაღალი მოდის ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ

#OK! მაღალი მოდის ბრენდები რუსეთის ბაზარს ტოვებენ

მარტი 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

აგვისტო 4, 2022
#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

#OK! ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აგვისტო 8, 2022
#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

აგვისტო 8, 2022
#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

აგვისტო 11, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×