ნიკოლ კიდმანმა, რომელიც ამჟამად 58 წლისაა, მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ის 80-ზე მეტ ფილმსა თუ სატელევიზიო პროექტში გამოჩნდა. მას მოპოვებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა მაგალითად: “ოსკარი”, “ემი” და “ოქროს გლობუსი”.
მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობი დღესაც ძალიან აქტუალურია, ვარსკვლავის განცხადებით, რეჟისორებს ხშირად მასთან მუშაობაზე უარი მხოლოდ ასაკის გამო უთქვამთ.
,,ინდუსტრიაში მსახიობი ქალებისთვის არსებობს წესი, რომ 40 წლის ასაკში მთავრდება “ყველაფერი”. მე არასდროს ვმჯდარვარ სკამზე და მომისმენია: ,,თქვენ ზედმეტად ასაკოვანი ხართ ამ როლისთვის”, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაერთი როლი დამიკარგავს ამ მიზეზით.
პირდაპირ ვერავინ ბედავს განაცხადოს შენზე უარი, თუმცა იგონებენ სხვადასხვა მიზეზებს, რის გამოც ცდილობენ არ დაიჭირონ შენთან საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იცვლება და ქალებს უფრო მეტად შეგვიძლია ხმის ამოღება, სტერეოტიპული მიდგომები მაინც არსებობს და ქალების დისკრიმინაცია ხშირია. ძალიან ძლიერი უნდა იყო იმისთვის, რომ როგორც მსახიობმა, უარის მიღება შეძლო. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმ ქალბატონების დანახვა, რომლებიც 40 წელს არიან გადაცილებულები და მაინც წარმატებული კარიერა აქვთ. ასეთი ქალები ძლიერები, მომთხოვნები, მიზანდასახულები და წარმატებულები არიან, ისინი სხვა ქალბატონებისთვისაც შესანიშნავი მაგალითები არიან”.
58 წლის ვარსკვლავის აზრით წლების გასვლასთან ერთად, ისევ ქალების ერთმანეთისადმი დამოკიდებულების უკეთესობისკენ ცვლით მათი თვითშეფასებაც იზრდება.
“ჩვენ, ქალბატონები, ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებთ ერთმანეთს. როდესაც მაგალითად გამოვდივართ სახლიდან და ვიღაცას ჩვენი იმიჯი ძალიან მოსწონს, ხშირად გვეკითხებიან, რას იყენებთ, როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა? ამ საკითხზე საუბარი ადამიანებს აღარ რცხვენიათ. არ უნდა გვეშინოდეს ასაკის მატების, ეს ხომ ბუნებრივი პროცესია”.
ნიკოლ კიდმანი მიიჩნევს, რომ დაბერების პროცესი ბედნიერებასთან ასოცირდება. წლების მატება ბევრი ადამიანისთვის საოცნებოა და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ შევხვდებით მას.
“რა მნიშვნელობა აქვს ასაკს? ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვიყურებოდეთ ჯანმრთელად, ენერგიულად და მიმზიდველად. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს სურს. ჩემი აზრით, პირიქით, უნდა გვიხაროდეს წლების მატება. ეს არის ჯადოსნური მომენტი დათავისუფლად შეგვიძლია ამ პერიოდის განსიამოვნების მიღება, ეს ხომ ჩვენი ნებაა”.
როგორც მსახიობისთვის, ნიკოლ კიდმანი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ეთიკაა. ფუჭად საუბარს და გეგმების დასახვას, საქმის კეთება ურჩევნია.
“მსახიობობის მთელი არსი კავშირში მდგომარეობს. მაგალითად, თეატრში, როდესაც სარეპეტიციო ოთახში შედიხარ, პირველივე დღეს იწყებ მუშაობას. ვფიქრობ, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა – უბრალოდ საქმის კეთება. არ ვარ დიდი გულშემატკივარი იმ იდეის, როდესაც ადამიანი დგახარ დალაპარაკობ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო მომავალში, ფუჭად საუბარს პირდაპირ საქმის კეთება მირჩევნია. ჩვენ ზოგჯერ გვიწევს თვალთმაქცობა, ვითომ სხვა ადამიანები ვართ და შემდეგ საკუთარ თავს ვარწმუნებთ ამ ყველაფერში. მახსოვს ერთხელ ერთ მსახიობთან ერთად ვიყავი და მან თქვა: “მე არ ვარ კარგი მსახიობი, რადგან არ ვარ კარგი მატყუარა”, მე კი ვუთხარი: “ჩემთვის პირიქითაა, იმდენად კარგი უნდა იყო, რასაც აკეთებ იმ საქმეში, რომ თავადვე დაიჯერო, ისე, რომ პერფორმანსი ტყუილი აღარ იყოს”.