• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

მოდა და ინტერიერი ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან. მოდის სფეროს მსგავსად, ინტერიერის დიზაინშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონის ტენდენციებს. ორივე შემთხვევაში გამოვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენს ღირებულებებს, წარმოდგენებსა და ამბიციებს. სახლი ასახავს ჩვენს პიროვნებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სამოსის დიზაინი. ბოლო წლებია ინტერიერის დიზაინს კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ინფლუენსერები და ბლოგერები ყოველდღიურად აჩვენებენ გამომწერებს თავიანთ სახლებს და დეკორის დეტალებით იწონებენ თავს. თუმცა, მოდისა და ინტერიერის კოლაბორაცია უკვე დიდ დროს ითვლის. გაგაცნობთ, რომელი ფერები იქნება აქტუალური ინტერიერის დიზაინში 2023 წელს და რაზე უნდა გამახვილდეს მთავარი აქცენტები.

 

 

2023 წელს შავი კურდღლის წელი მოდის. დიზაინერები ხშირად ითვალისწინებენ ჩინურ კალენდარს და იმას, თუ რომელი ფერი იქნება იმ წელს წარმატების, სიყვარულისა თუ ოჯახური ჰარმონიის მომტანი. მაშ ასე, ამ წლის ყველაზე აქტუალური, მოთხოვნადი და მოდური ფერები იქნება: წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, მწვანე, ვარდისფერი.

 

 

დავიწყოთ წითლით: ეს ფერი თქვენს წარმატებას სასიყვარულო ურთიერთობებში აუცილებლად მოიზიდავს. წითელი ასევე ენერგიასთან და პროგრესთან ასოცირდება. ვისთვისაც კარიერული წინსვლა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლის ინტერიერში წითელი დეტალები ნამდვილად იღბალს მოუტანს. თუ ფინანსური წარმატების მოზიდვა გსურთ, თურმე ლურჯი ფერი და მისი გრადაციები უნდა შეარჩიოთ. წლის მთავარი ფერი კი, რა თქმა უნდა, შავია, რადგან შავი კურდღლის წელი დგება. თუმცა, აუცილებელია შავი ფერი სხვა მკვეთრი ფერის დეტალებით გაახალისოთ. ცნობილია, რომ ჩინეთში მწვანე ფერი სიმდიდრესთან, ნაყოფიერებასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. მათი რწმენით, ეს ფერი ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და სტრესის შემცირებაში ეხმარება. 2023 წლის ყველაზე იღბლიან ფერად სწორედ მწვანე მიიჩნევა.

აქვე გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ Luxury-ბრენდებს, რომლებმაც ტანისამოსის შემდეგ ინტერიერის დიზაინშიც არანაკლებ დაიმკვიდრეს თავი.

VERSACE

საკულტო იტალიური ბრენდი Versace ინტერიერის სფეროში 1992 წელს შეიჭრა. ბრენდმა ტექსტილისა და ჭურჭლის შექმნით დაიწყო, შემდეგ კი მასიური ავეჯი, საწოლები, სავარძლები, სკამები და განათება დაამატა. Versace-ს ინტერიერი ბაროკოსა და ბერძნული სტილის ნაზავია. ბრენდის დომინანტი ფერები შავი, ოქროსფერი და თეთრი გახლავთ. რბილი ავეჯი და ბალიშები ძირითადად ხავერდის, აბრეშუმისა და ურბილესი კოტონისგან მზადდება.

 

HERMES

Hermes-ს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს ინტერიერის დიზაინის სფეროში. ბრენდი 2011 წლიდან ყველანაირ ავეჯსა და დეკორის ელემენტებს სთავაზობს მომხმარებელს. Hermes-ისთვის პირველი კოლექცია ინტერიერის სფეროს საკულტო დიზაინერებმა − Enzo Mari-მ, Antonio Citterio-მ და RDAI Studio-მ შექმნეს. Hermes-ის მთავარი უპირატესობა მისი უმაღლესი ხარისხია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. ავეჯთან და დეკორის ელემენტებთან ერთად, ბრენდს საკუთარი სამაგიდო თამაშებიც კი აქვს.

 

GUCCI DECOR

Gucci-მ თავისი ინტერიერის ხაზი 2017 წელს შექმნა. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაშინ ალესანდრო მიკელე გახლდათ და მისმა კოლექციამ იმედგაცრუებული არავინ დატოვა. ავეჯისა და დეკორის დეტალებში ხშირად იხილავთ ბრენდის ტანსაცმლის მსგავს ვინტაჟურ პრინტებსა და ფაქტურებს. Gucci Decor მოიცავს სკამებს, მაგიდებს, კომოდებს, ბალიშებს, შპალერებს, სანთლებს, რომლებზეც ყოველთვის იგრძნობა იტალიური გავლენა. ცხოველებისა და ფერადი ყვავილების პრინტები Gucci-ს სავიზიტო ბარათია.

 

OFF-WHITE

ბრენდი Off-White 2013 წელს დაარსდა. Off-White-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში და მალე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი გახდა. ბრენდის იმჟამინდელი კრეატიული დირექტორის, ვირჯილ აბლოს პროფესია მხოლოდ დიზაინერობას არ მოიცავდა. მას მაგისტრის ხარისხი ჰქონდა არქიტექტურაში და საკუთარი სპეციალობით რამდენიმე მსხვილ ამერიკულ კომპანიაშიც უმუშავია. Virgil Abloh x IKEA MARKERAD − ეს წარმატებული კოლაბორაცია სარეალიზაციოდ გადაცემიდან რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. დიზაინერმა გადაწყვიტა IKEA-ს ყველასთვის ცნობილი დიზაინის განახლება, რომლებიც მომხმარებელს ინტერიერისთვის ორიგინალურ და საინტერესო ატრიბუტებად წარუდგინა. განსაკუთრებული პოპულარობა ხალიჩა Wet Grass-მა მოიპოვა, რომელიც ხელოვნური ბალახის იმიტაციას ქმნის. აბლომ ასევე შექმნა Off-White Home Collection, რომელიც 100-მდე ინტერიერის ობიექტს მოიცავს.

ARMANI/CASA

 

Armani, როგორც ბრენდი, 1975 წელს შეიქმნა და ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მოდის სფეროში უზომო წარმატებამ ბრენდის კრეატიულ დირექტორს − გენიალურ ჯორჯო არმანის 2004 წელს ინტერიერის ხაზის გაკეთებაც გადააწყვეტინა. დღეს კი არაერთი მდიდრული სასტუმრო, ეგზოტიკური ვილა, საკუთარი თვითმფრინავი და იახტა სწორედ Armani-ს ავეჯით, განათებითა და ხალიჩებით არის გაწყობილი. Armani Casa-ს ფილოსოფია სიმარტივე, მინიმალისტური სტილი, სწორი ხაზები და იდეალური პროპორციებია.

 

BOTTEGA VENETA

Bottega Veneta-ს ინტერიერის პირველი პროდუქტი გახლდათ სკამი, რომელიც 2006 წელს ბრენდის იმდროინდელმა კრეატიულმა დიზაინერმა − ტომას მაიერმა შექმნა. სწორედ აქედან დაიწყო Bottega Veneta-ს ფრთების გაშლა ინტერიერის სფეროში. ახლა უკვე ბრენდის ხაზი ძალიან მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სახის ავეჯსა და დეკორის ელემენტებს მოიცავს. ფოლადი, მუხა, მარმარილო, მინა, ბრინჯაო − ეს ის მასალებია, რომელთაგან ბრენდი თავის დახვეწილ კოლექციებს ამზადებს. ორიგინალური დიზაინითა და დამახასიათებელი სტილით მაშინვე ამოიცნობთ Bottega-ს მოდელებს. ძალიან მოთხოვნადია Bottega Veneta-ს ტენდენციური ჭურჭელიც.

 

DOLCE & GABBANA

მოდის იტალიურმა სახლმა Dolce & Gabbana-მ თავისი პირველი დეკორის ხაზი გასულ წელს გამოუშვა და სადებიუტო კოლექცია შთამბეჭდავ Alta Moda-ს შოუზე წარადგინა. ფერადი კოლექცია ოთხ მოტივზე იყო აგებული: ხმელთაშუა ზღვის სილურჯე, კარეტო, ლომი და ზებრა. ოთხივე თემატიკა სხვადასხვა სტილს მოიაზრებს და შესაბამისად, Dolce & Gabbana Casa-ს ყველა გემოვნების ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია. ბრენდის ტანსაცმლის ხაზის მსგავსად, მისი ინტერიერის დიზაინიც ენერგიული, ქალური და თამამია.

უნდა აღინიშნოს 2018 წელს Dolce & Gabbana-სა და Smeg-ის კოლაბორაციაც, რომლის ფარგლებში სამზარეულოს ტექნიკის სპეციალური ხაზი შეიქმნა. Salone de Mobile-ისთვის კი სიცილიური თემატიკით 100 მაცივარი ხელით მოხატეს.

ასევე გაეცანი

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025
#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა
Fashion

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში
Décor

#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

April 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია DELOLA-ს საზაფხულო კამპანიისთვის

#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია DELOLA-ს საზაფხულო კამპანიისთვის

May 29, 2023
#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

#OK! ვახტანგ ღლონტის გზა…

October 11, 2022
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! საახალწლო საჩუქრები „იმპექსისგან“

#OK! საახალწლო საჩუქრები „იმპექსისგან“

December 26, 2022

კვირის ჰიტები

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

#OK! მასპინძელი – პირველი კლინიკა

May 6, 2025
#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

#OK! Met Gala 2025 – რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელი ღონისძიების შესახებ?

May 4, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

#OK! მასპინძელი – Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel

May 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები