• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ალბათ დამეთანხმებით, რომ დონატელა ვერსაჩე შემოქმედთა ურიცხვი სიიდან ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მოდის ინდუსტრიის გავლენიანმა პიროვნებამ და საყოველთაოდ აღიარებულმა დიზაინერმა, ძმის ტრაგიკული გარდაცვალების შემდგომ მისი საყვარელი საქმიანობა გააგრძელა და ბრენდს უამრავი წარმატება მოუტანა. დონატელამ განვლილი წლების მანძილზე მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი კოლექცია წარუდგინა, ჯანი ვერსაჩეს უკვდავი შემოქმედება არ დაივიწყა და მისი ნამუშევრების შთაგონებით ხელოვნების, კლასიციზმისა და პოპკულტურის როგორც თანამედროვე, ასევე წარსულ დეტალებზე აგებული მრავალფეროვანი სინთეზი შემოგვთავაზა.

ვერსაჩეს კოლექციებში წლების გასვლის შემდეგაც იგრძნობა ლეგენდარული დიზაინერის ხატოვანი ხელწერა. მედუზის საკულტო ლოგო კი, რომელიც კომპანიის ერთგვარი მეტაფორაა, ვერსაჩეს ბრენდის სტილსა და ფილოსოფიას დღესაც თვალნათლივ გამოხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანი ვერსაჩე საკუთარ დას შემოქმედებით გენიად მიიჩნევდა, დონატელამ მოდის ინდუსტრიის საყოველთაო აღიარების მოსაპოვებლად დიდი გზა განვლო. ვერსაჩეს ლეგენდარული მოდის სახლი 1978 წელს დაარსდა, დონატელა კი ჯანის მრჩეველი გახდა და ვიცეპრეზიდენტის მოვალეობა მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ დონატელამ მოდის ინდუსტრიაში მუშაობა თავდაპირველად ძმის დასახმარებლად დაიწყო, აღნიშნული საქმიანობა მის სამომავლო გეგმებში საერთოდ არ იყო.

დონატელა პუბლიკისთვის ცნობილი გახდა, როგორც ჯანის ვერსაჩეს მუზა, ინსპირაციის წყარო, რომლის შთაგონებითაც დიზაინერმა არაერთი პროდუქტი შემქნა. ჯანი დონატელას ძლიერ კრიტიკოსს უწოდებდა და მის შენიშვნებს ყოველთვის დადებითად პასუხობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბაროკოს სტილი მოსწონდა, თავისი და კი მინიმალისტურ დეტალებს ანიჭებდა უპირატესობას. (შეგახსენებთ, რომ ვერსაჩეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუნამო Blonde ჯანიმ სწორედ დონატელას ინსპირაციით შექმნა).

მაშინ როდესაც ჯანი მილანში დიზაინერულ საქმიანობას ეუფლებოდა, დონატელას განსხვავებული გეგმები ჰქონდა, ის ფლორენციის უნივერსიტეტში უცხო ენებს სწავლობდა და მასწავლებლობა სურდა, თავისუფალ დროს კი მილანში მიემგზავრებოდა და ჯანის ბიზნეს საქმიანობაში ეხმარებოდა.

მოდის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების პარალელურად, და-ძმა ერთმანეთის აზრს არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც ითვალისწინებდა, იტალიელი შემოქმედის ამჟამინდელი ქერა ქალბატონის იმიჯი ერთ დროს სწორედ ჯანის რჩევით შეიქმნა.

დონატელას პროფესიული ტრაექტორია ჯანის წარმატებული საქმიანობის პერიოდში ბუნდოვანი იყო, დონატელამ განუსაზღვრელი მუზის, “ხმის ანარეკლისა” და ჯანის პირველი ასისტენტის როლი მოირგო. ლეგენდარული დიზაინერის და ატელიეში საკუთარი ძმის ჩრდილად გადაიქცა, ის იყო ადამიანი, რომელიც წვეტდა ჰქონდა თუ არა ჯანის სამოსს “ზებუნებრივი ძალა” საზოგადოებაზე ზეგავლენა მოეხდინა.

ჯანის გადაცვალების შემდგომ დონატელას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მისი მოვალეობა იყო გაეგრძელებინა საყვარელი ძმის საქმიანობა და შეენარჩუნებინა ბრენდის უკვდავი თილისმა. მიუხედავად არსებული გამოცდილებისა, დონატელას კომპანიის ხელმძღვანელობის ეშინოდა, მისი თვიტკრიტიკა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ მუდმივი შიშის გრძნობითა და შფოთვით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე მივიდა.

ჯანის გარდაცვალების შემდეგ პირველი კოლექციის წარდგენისას სასოწარკვეთილმა დონატელამ პრესა გააფრთხილა, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ის ვერ შეძლებდა ძმის ჩრდილიდან ასე მარტივად გამოსვლას, ძლიერი კრიტიკა კი მის თვითშეფასებას მხოლოდ დაადაბლებდა და წარუმატებლობის გრძნობას უფრო გაუმძაფრებდა.

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, მიწევდა იმ საქმის კეთება, რაშიც არც თუ ისე ძლიერი ვიყავი, მახსოვს, ატელიედან სახლში ვბრუნდებოდი და გამუდმებით ვტიროდი, არ მინდოდა ხალხის იმედები გამეცრუებინა, განსაკუთრებით კი ჩემი ძმის. ვიცოდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა მისი ჩრდილოდან ვერასდროს გამოვიდოდი.”

დონატელას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ვერსაჩეს ბრენდის იდენტობა ირყეოდა, დიზაინერი პროფესიული საქმიანობის პარალელურად პირად ცხოვრებაშიც უამრავ შეცდომას უშვებდა, კომპანიამ 2002 წელს მილიონობით დოლარი დაკარგა.

დონატელას აზროვნებაზე კრიტიკოსების შეფასება უარყოფითად მოქმედებდა, თუმცა დიზაინერს საკუთარი თავის საპოვნელად ყველაზე მთავარი ავიწყდებოდა: პიროვნული მახასიათებლები არ დაეკარგა, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა და ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი თავი ჯანისთან არასდროს შეედარებინა.

დონატელამ 1980-იან წლებში მოდელ პოლ ბექზე იქორწინა, წყვილს ორი შვილი დენიელი და ალეგრა შეეძინათ. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ შვილებმა დონატელა დაითანხმეს ნარკოდამოკიდულების გამო მკურნალობა დაეწყო.

“უამრავი ადამიანის მოსაზრებას ვისმენდი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გავაანალიზე და კითხვა საკუთარ თავს დავუსვი: ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ძმა მოუსმენდა?”

ჯანი იყო პერფექციონისტი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით კმაყოფილი არასდროს ყოფილა, მისთვის ყოველი შოუ ერთმანეთს ჰგავდა და საკუთარ შემოქმედებაში გამუდმებით ხარვეზების პოვნას ცდილობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც მუდამ გაუმჯობესების სურვილი იპყრობდა და ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოდის ინდუსტრიაში უდიდეს წარმატებას მიაღწევდა.

“იყო საკუთარ თავში დარწმუნებული ეს უმნიშვნელოვანელია. ჯანი მოდის მეფე იყო, შემოქმედებითი გენია, ამიტომ ვიცოდი, რომ რა დროც არ უნდა გასულიყო ყოველთვის შემადარებდნენ მას. მინდოდა მის კვალს გავყოლოდი, თუმცა ვიცოდი, რომ რამდენიც არ უნდა მეცადა მისნაირი ვერასდროს გავხდებოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ახლა სრულებით დარწმუნებული ვარ, თუმცა ვთვლი, რომ უკეთესი ვარ.“

“როდესაც ჯანი გარდაიცვალა და მის ნაცვლად მომიწია მუშაობის გაგრძელება, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე ამას შევძლებდი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მინდოდა ეს, არამედ იმიტომ რომ ჯანიც სწორედ ამას მოისურვებდა. დასაწყისში ყველაფერი მარტივი მეგონა, თუმცა მოდის ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მალევე მივხვდი, რომ როგორც ქალს თანამედროვე ქალბატონების უკეთ მესმოდა და შემეძლო მათსავით მეფიქრა. ამ ყველაფერმა ჩემი საქმიანობისადმი მეტი ნდობა და ინტერესი გამიჩინა.”

დონატელამ ვერსაჩემ ცხოვრების უდიდესი გამოწვევა საკუთარი თავის აღმოსაჩენად გამოიყენა, ის დღემდე პატივს სცემს ძმის ხსოვნას და წარმატებულად აგრძელებს მის საყვარელ საქმიანობას. ჯანის გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე მან შემოქმედებითი გენიოსის საპატივსაცემოდ 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც 90-იანების საკულტო სუპერმოდელებმა ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, კლაუდია შიფერმა, კარლა ბრუნიმ და ჰელენა კრისტენსენმა დონატელა ვერსაჩესთან ერთად ხელჩაკიდებულებმა დახურეს.

ლეგენდარული მოდის სახლის პარალელურად, ჯანიმ 1989 წელს Versus-ის ხაზი დააარსა. ბრენდი, რომელიც ერთ დროს ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად შეიქმნა, ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარ დას საჩუქრად გადასცა. გასული წლების განმავლობაში Versus-თან არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ითამამშრომლა.

ვერსაჩეს დიდებულმა იმპერიამ საზოგადოებას უამრავი კოლაბორაცია წარუდგინა, თუმცა პირველი არტისტი, რომელსაც მუსიკალური კლიპების გადასაღებად ჯანის არქივებთან ექსკლუზიური წვდომა ჰქონდა, ეს საერთაშორისოდ აღიარებული პოპვარსკვლავი სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტაა, ბევრისთვის ცნობილი როგორც ლედი გაგა.

დიზაინერსა და შემსრულებელს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებთ, 2013 წელს გაგამ ვერსაჩეს იმპერიის მმართველს სიმღერა Donatella მიუძღვნა, რომელიც შემსრულებლის სტუდიურ ალბომში (Artpop) შევიდა,  დონატელამ კი 2017 წელს პოპვარსკვლავის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში (Five Foot Two) მიიღო მონაწილეობა.

“მიყევი საკუთარ ინტერესებს და ნუ იქნები ჯანი” – სიტყვები, რომელსაც იტალიელი დიზაინერი საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა, წარმატების მომტანი აღმოჩნდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი მარცხისა და დაბრკოლების მიუხედავად, დონატელა ვერსაჩემ შემოქმედებითი გენიოსის ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, მან გამოიყენა საკუთარი ძალა და ენერგია “ვერსაჩეს ოცნების” შესანარჩუნებლად, საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინერის პატარა და კი დღეს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა.

გაიგე მეტი: VersaceVersusდონატელა ვერსაჩეჯანი ვერსაჩე

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები
OK! Sport

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „მეტრო ატლას ჯორჯია“ როცა კომფორტი და ხარისხი ერთ სივრცეში ერთიანდება

#OK! „მეტრო ატლას ჯორჯია“ როცა კომფორტი და ხარისხი ერთ სივრცეში ერთიანდება

June 4, 2021
#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

April 4, 2022
#OK! DMS-ის სილამაზის ცენტრის განახლებული ფილიალი დიღომში

#OK! DMS-ის სილამაზის ცენტრის განახლებული ფილიალი დიღომში

July 28, 2022
#OK! ლიზა ყენიას ამერიკული ცხოვრება

#OK! ლიზა ყენიას ამერიკული ცხოვრება

December 9, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები