საერთაშორისოდ აღიარებული მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მაღალი აქტივობით გამოირჩევა, ახლა ნუცა ამერიკაში იმყოფება და რა თქმა უნდა ამ ვოიაჟიდანაც თავის გამომწერებს საოცარ ფოტო-ვიდეო მასალას უზიარებს.
ნუცა მალიბუში ანუკი არეშიძის სტაფილოსფერი ორეული ეცვა და გიორგი ქებურიას ულამაზესი სათვალე ეკეთა.
მომღერალმა, მალიბუს სანაპიროდან ულამაზესი, ესთეტიკური ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით:
„ჩვენ ვცხოვრობთ ამ სამყაროში მხოლოდ მაშინ, როცა ის გვიყვარს“
ასევე გაგვიზიარა ვიდეო სადაც საახალწლოდ გაფორმებული ულამაზესი ნაძვის ხე და სასტუმროს ხედი ჩანს:
ნუცა ცოტახნისწინ მონაწილეობას იღებდა იმედის გადაცემაში – „მიმღერე“ , სადაც ცნობილი ქართველი მომღერლები ოჯახის წევრებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. იხილეთ ნუცას ფინალური შესრულება: